ყველაზე ტრაგიკული შეცდომები ისტორიაში

ყველაზე ტრაგიკული შეცდომები ისტორიაში

ზოგი შეცდომა არ არის უბრალოდ, უყურადღებობა ან უიღბლობა, ის რეალური ტრაგედიაა, რომელიც დიდ დანაკარგს იწვევს. წარმოგიდგენთ ყველაზე ძვირადღირებულ შეცდომებს, რომლებიც ოდესმე ადამიანებს დაუშვიათ.

"ეფლი"

რონალდ უეინი სტივ ჯობსთან ერთად "ატარიში" მუშაობდა, ვიდრე ორივე სტივენ ვოზნიაკთან ერთად კომპანია ”ეფლზე” დაიწყებდნენ მუშაობას. ის არა მხოლოდ საქმიანი პარტნიორი, არამედ კომპანიის საწყის ეტაპზე ერთ-ერთი მთავარი პირი იყო. თუმცა იმის შიშით, რომ კომპანია თავისი პარტნიორების გამოუცდელობის გამო წარმატებას ვერ მიაღწევდა, მან კომპანიის აქციების თავისი 10%-იანი წილი გაყიდა. ჯამში მან 2 300 დოლარი მიიღო. აქციები რომ შეენარჩუნებინა, 2011 წელს მათი ღირებულება 35 მილიარდი ამერიკული დოლარი იქნებოდა.

"ვარსკვლავური ომები"

ჯორჯ ლუკასი ”ვარსკვლავური ომების” შექმნისას ბევრ წინაღობას წააწყდა. სტუდია ”მეოცე საუკუნე ფოქსთან” დიდი ხანი მოუწია ვაჭრობა ფილმის ბიუჯეტთან დაკავშირებით. სტუდია ფიქრობდა, რომ ფილმი თავის დაფინანსებას გაქირავებაში ვერ ამოიღებდა, ამიტომ ბიუჯეტი 350 000 დოლარით შეამცირეს იმ პირობით, რომ ლუკასს დარჩებოდა ყველა უფლება ”ვარსკვლავური ომების” ბრენდზე. როგორც ყველამ ვიცით, ფილმმა არნახული წარმატება მოიპოვა და მის მიხედვით შეიქმნა ვიდეოთამაშები, სათამაშოები, წიგნები და მრავალი სამომხმარებლო ნივთები. საერთო ჯამში ბრენდმა 20 მილიარდ დოლარზე მეტი მოიტანა, მაგრამ ”ფოქსს” აქედან ერთი ცენტიც არ შეხვდა.

ჯეკპოტი

ბრიტანელმა წყვილმა საბედისწერო შეცდომა დაუშვა 2010 წელს, როდესაც ცოლმა ლატარეაში ჯეკპოტი მოიგო. მოგებულმა თანხამ 181 მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა. ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი თანხა იყო ლატარეების არსებობის ისტორიაში. საუბედუროდ, ქმარმა არ იცოდა, რომ ცოლმა ლატარეაში მოიგო და ბილეთი გადააგდო. მიუხედავად იმისა, რომ წყვილმა ჯეკპოტი ვერ მიიღო, თანხა ქველმოქმედებაზე დაიხარჯა.

ნასა

"ნასამ” 125 მილიონი დოლარი და რამდენიმე წელი დახარჯა მკვლევარი ზონდის შექმნაზე, რომელსაც მარსის კლიმატი უნდა შეესწავლა და მონაცემები ატმოსფეროს შეცვლის და ნებისმიერი აღმოჩენის შესახებ დედამიწაზე გადმოეგზავნა. ზონდთან კონტაქტი მისიის დაწყებამდე გაწყდა. აღმოჩნდა, რომ ნასას ყველა პროექტზე მომუშავე ჯგუფი მეტრიკულ სისტემას იყენებდა გამოთვლებისთვის, ერთი ჯგუფი ყველა გამოთვლას დუიმებში, ფუტებში და იარდებში აფიქსირებდა. ეს გახდა შეცდომის მიზეზი და საბოლოოდ, ზონდი მარსის ატმოსფეროში ძალიან დაბლა დაეშვა, რამაც მისი განადგურება გამოიწვია.

მომზადებულია listverse.com-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება