კახა კალაძე რუსულმა GQ-მ ყველაზე გემოვნებიან მამაკაცთა ათეულში შეიყვანა

კახა კალაძე რუსულმა GQ-მ ყველაზე გემოვნებიან მამაკაცთა ათეულში შეიყვანა

მამაკაცების პოპულარული ჟურნალის GQ-ს რუსულმა რედაქციამ გამოაქვეყნა სტატია სახელწოდებით "50 საუკეთესო სტილის მქონე უცხოელი მამაკაცი". სიაში მოხვედრის პრინციპი გემოვნებით ჩაცმულობა გახლდათ. მეექვსე ადგილზე საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე მოხვდა.

"სტილის ფუძემდებლები, პოპულარული და წარმატებული მამაკაცები სხვადასხვა პროფესიაში. ისინი, ვინც ბევრისთვის მაგალითის მიმცემნი არიან - ყველაზე მოდური უცხოელების სიაში ჩვენ მსოფლიოს საუკეთესო მამაკაცები შევიყვანეთ", - ვკითხულობთ სტატიაში. 50-ეულში არიან: ჯასტინ ტიმბერლეიკი, დევიდ ბეკჰემი, მაიკლ ჯორდანი, მაიკლ ფასბენდერი, რაიან გოსლინგი, პეპ გვარდიოლა, ასევე ქეით მიდლტონისა და პრინც უილიამის უფროსი ვაჟი - ჯორჯი.

რაც შეეხება ყოფილ ფეხბურთელსა და საქართველოს ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძეს, მას GQ-ში ასე ახასიათებენ: "ადამიანი საინტერესო ცხოვრებით - წარსულში ფეხბურთელი, ამჟამად კი საქართველოს მთავრობის კაბინეტის წევრი სტილში იტალიურ ვექტორს ანიჭებს უპირატესობას: კოსტიუმებს ზოლებით და ნაქსოვ მატერიებს". აღსანიშნავია, რომ კალაძე ერთადერთია, რომლის ათამდე ფოტოა თანდართული სტატიაზე. დანარჩენი მოდის ფუძემდებელი მამაკაცები სტატიაში მხოლოდ თითო ფოტოთი არიან წარმოდგენილნი.

დაათვალიერეთ კალაძის სტილის ფოტოგალერეა

სიის პირველი ათეული კი ასე გამოიყურება:

10.ლეონარდო დიკაპრიო

9. ფარელ უილიამსი

8. დენიელ კრეიგი

7. ჯარედ ლეტო

6. კახა კალაძე

5. დევიდ ბექჰემი

4. ეისეპ როკი

3. ედი რედმეინი

2. კანიე უესტი

1. ბენედიქტ კამბერბაჩი

მომზადებულია gq.ru-ს მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

კახა კალაძის სტილის ევოლუცია და უცნობი ფოტოები (+15 PHOTO)

პირველი ლამბერსექსუალი მამაკაცი ქართულ პოლიტიკაში, ანუ კახი კალაძე და თანამედროვე მოდა

იხილეთ ვიდეო| რა ბედი ეწია მაისურს, რომლითაც კალაძემ 2 ავტოგოლი გაიტანა - ამ ისტორიას მინისტრი პირველად მოისმენს

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება