კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
18:53 / 22-02-2016
თუ ცოლი ჩემზე გვიან მოვიდა სახლში, რაღად მინდა ცოლი... ბავშვს რამდენსაც მინდა იმდენს გავაკეთებ - ლევან ჯიბღაშვილი
მსახიობი ლევან ჯიბღაშვილი შეყვარებულია. მისი რჩეული მომღერალი სალომე წვერაიძეა.
სალომეს და ლევანის "ლავსთორი" საკმაოდ დიდი ხნის წინ დაიწყო. წყვილმა ერთმანეთი საკუთარ ოჯახებსაც გააცნო. როგორც ცნობლია, ლევანი დედასთან ერთად მარტო ცხოვრობს. მას საკუთარი ბიზნესიც აქვს. მსახიობი და ბიზნესმენი საკმაოდ აზიატია და როგორც ჩანს, ამას მისი მომავალი საცოლეც უკვე შეეგუა.
ლევან ჯიბღაშვილმა საკუთარ შეხედულებებზე გაზეთ "პრაიმტაიმთან" ისაუბრა.

- 90-იან წლებში დამთავრდა სალომეს მომღერლობა (იღიმება). თუმცა მას აქვს თავისი საქმე, მუშაობს. ყველაფრის მოსწრება შეიძლება, როცა გიყვარს. ოჯახს როცა ქმნი, უფრო ბევრი რამ უნდა მოასწრო, ვიდრე იქამდე ასწრებდი.
- ასე მგონია შენ იქნები ქმარი, რომელიც იტყვის, რომ ქალი ვიცი მე "კუხნაში"
- არა, რატომ, სამზარეულოს გარდა სხვა ოთახებიც არის (იცინის). ოჯახი სამზარეულოთი არ განისაზღვრება. მე მგონია, რომ ქალი უნდა იყოს ოჯახში. მე დღედაღამე გარეთ ვარ. 24 საათი ვშრომობ.. ცოლი რომ მეყოლება სახლს ვინ უნდა მიხედოს? ტრადიციულად, ადათ-წესებით ოჯახი მეუღლის კისერზე დგას. ჩვენი წინაპარი მამაკაცი სულ ბრძოლაში იყო. ფინანსური კუთხით თუ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. ოჯახს პატრონობდა ქალი, დედა.
- აქტიურ ქალებზე არაფერი გსმენია?
- ბევრს ეშინია ჭკვიანი ქალების. სალომე ძალიან ჭკვიანია. შვეიცრიაში აქვს განათლება მიღებული, მაგრამ ეს ხელს არ უშლის იმაში, რომ ქალის, დედის ფუნქციებიც იტვირთოს. არ არის აუცილებელი განათლება მაინცდამაინც სამსახურში გამოიყენო. შვილები რომ გეყოლება და შეკითხვას დაგისვამენ, პასუხი უნდა გქონდეს, გაკვეთილების მომზადებაში რომ ვერ დაეხმარება მესამე კლასელ ბავშვს დედა, ასეთი ცოლი რად მინდა. ლენჩი დედა რომელ ქმარს სიამოვნებს?
- სალომე იცის, შენ ასეთი აზიატური გამოვლინებები რომ გაქვს?
- იცის, კი ყველაფერი იცის, ქალმა უნდა მიხედოს ოჯახს. თუ ცოლი ჩემზე გვიან მოვიდა სახლში, რაღად მინდა ცოლი, სულ არ მოვიყვან. სახლში ხომ უნდა მიხაროდეს მოსვლა. 11 წელი საკუთარ თავს თავად ვუვლი, არაფერი მიჭირს. მადლობა ღმერთს, ბავშვს რამდენსაც მინდა იმდენს გავაკეთებ.

სალომე წვერაიძესთვის ეს მეორე ქორწინება იქნება. პირველი ქორწინებიდან მომღერალს ორი წლის გოგონა ჰყავს.

წყარო: გაზეთი "პრაიმტაიმი"

You must have Flash Player installed in order to see this player.
17:13 / 30-03-2016
გახვალ სამსახურში,ან რა ვიცი სასწავლებელში,მობეზრდება შენ ქმარს მოუვლელობა,მოიწყენს და მერე არ გეწყინოოოს!!!:)))))))
ნინო-ს
13:35 / 29-03-2016
ზუსტად 2 თვეა გავთხოვდი და სახლში დამსვა ჩემ ქმარმა, აი ისეთი ვარ მთელი დღე მოწყენილი და დაგრუზული. რამდენჯერმე გავაპროტესტე და რა გინდა არ დაიღალე მუშაობითო? თან უნივერსიტეტის გაგრძელება მინდა ვიცი რომ ადრე თუ გვიან ჩემში გაღვიძებს დამოუკიდებელობის სურვილი. ძალიან რთულია სახლში ჯდომა მით უმეტეს თუ გული სწავლა-განათლებისკენ და მუშაობისკენ მიგიწევს ჩემი აზრით დიდხანს ვერ გაძლებს ეგ გოგოც სახლში ჯდომას და სამზარეულოში ტრიალს:)))
ნინო
მსგავსი სიახლეები
ჩემი სამუშაო განრიგი განსაზღვრული არ არის
ქვეყნის პირველი პირის ბიოგრაფია, რომელშიც რამდენიმე საინტერესო დეტალი წერია
ლევან ჯიბღაშვილი სერიოზული ბიზნესსაქმიანობით არის დაკავებული
"მე­რა­ბიშ­ვი­ლის მხარ­დამ­ჭერ კლიპ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე უა­რი ვთქვი"
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
14:58 / 26-05-2016  Image ექსპერტი სენსაციურ აღმოჩენაზე: "მონეტების ღირებულება შესაძლოა, მილიონობით ლარს აღწევდეს"
+VIDEO ავთენტურობის დასადგენად ახალგაზრდა ნუმიზმატთა ასოციაცია მუშაობს
19:51 / 26-05-2016  Image ტემპერამენტიანი, თავნება და "ფეთქებადი" მსახიობი გამოწვევების პირისპირ
"რთულია, მაგრამ ყოველთვის საკუთარ თავს ვეჯიბრები"
18:35 / 26-05-2016  Image "ევამ სკამზე ჯდომა მოახერხა" - შორენა ბეგაშვილი თურქეთის კლინიკიდან ქალიშვილის ახალ ფოტოს აქვეყნებს
ფოტოს შორენა ბეგაშვილი აქვეყნებს
21:07 / 25-05-2016  Image "შეიძლება გადავარდნისას ცოცხალი იყო და თვითონ იბრძოდა" - რას ჰყვება მაშველი, რომელმაც სასულიერო პირის ცხედარი იპოვა
ვარაზი წოწონავა - სიმამაცისა და თავგანწირვის მაგალითი
17:33 / 26-05-2016  Image "ქურდების მეგობარი გეგა გეგეშიძე, კალაძის სიძე პაატა აბულაძე და კალატოზას ძმა, ბოივასო ერთ სუფრაზე" - რა ფოტოს აქვეყნებს გივი თარგამაძე
+PHOTO| "კალაძის სიძე, მისი ნახევარდის თამუნა კალაძის მეუღლე პაატა აბულაძე, გუშინ შსს-ს წინ თავის
კვირის ყველაზე კითხვადი
დღის ვიდეო
PALITRATV.GE
You must have Flash Player installed in order to see this player.
ინტერნეტკონფერენცია
2016-02-08 08:11:10
ქალი სილამაზეზე უხსოვარი დროიდან ზრუნავდა,...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49