კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
20:22 / 23-02-2016
"მამაკაცებს რა დაემართათ... მასობრივად გამოშტერდნენ თუ რა ხდება?" - ნათია წიწილაშვილი სტერეოტიპებზე
მომხიბვლელ მსახიობს -ნათია წიწილაშვილს, რომელიც ამჟამად გადაცემა "ქალთა სახეების" გადაღებებში აქტიურად მონაწილეობს, სქესთან დაკავშირებულ სტერეოტიპებზე ვესაუბრეთ.

-"გენდერული თანასწორობა" მესმის, როგორც ქალისა და მამაკაცის თანასწორუფლებიანობა, მაგრამ ამის მომხრე დიდად არ ვარ (იცინის).

-რატომ?
-მგონია, რომ რაღაც ასპექტებში, მამაკაცი დომინანტი უნდა იყოს. საერთოდ, ოჯახურ ურთიერთობაში კაცზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. როგორც ამბობენ, -კაცი ოჯახის თავი უნდა იყოს (იღიმის).
-მოდი, უფრო დავაკონკრეტოთ: საოჯახო საქმეები ცოლსა და ქმარს შორის როგორ უნდა განაწილდეს?
-ალბათ, ქალს დიასახლისობა ევალება, მაგრამ დამლაგებლის, მზარეულის, ძიძის ყოლის შესაძლებლობა თუ არის, რატომაც არ უნდა ჰყავდეს? თუმცა ალბათ, როგორც დედობრივი ინსტინქტი "დევს" ყველა ქალში, დაახლოებით ასევეა დიასახლისობაც... მამაკაცს რაც შეეხება, მასზე ბევრი რამეა დამოკიდებული, ის ოჯახის სახეს უნდა წარმოადგენდეს.

-ოჯახის სახეს მხოლოდ მამაკაცი უნდა წარმოადგენდეს?

-ცოლი უნდა ახერხებდეს იმას, რომ მამაკაცმა თავისი ოჯახი წარმოაჩინოს. როცა მამაკაცი ძლიერია, ჩემი აზრით, ეს ქალის დამსახურებაა.

-მატერიალურ სიძლიერეზე რას გვეტყვი -მამაკაცს უფრო მეტი შემოსავალი უნდა ჰქონდეს, ვიდრე ქალს?
-არა, არა, ამას აბსოლუტურად არ ვეთანხმები. არსებობენ მამაკაცები, რომლებიც ცოლის მაღალი შემოსავლისა თუ თანამდებობის გამო კომპლექსდებიან, ითრგუნებიან. ვფიქრობ, ასე არ უნდა ხდებოდეს. ქალმაც და კაცმაც ყველაფერი ერთად უნდა აკეთონ, რომ მყარი, შემდგარი ოჯახი ჰქონდეთ.

-საუბრის დასაწყისში აღნიშნე, გენდერული თანასწორობის მომხრე დიდად არ ვარო, მაგრამ კონკრეტულად, რას არ ეთანხმები, შენი საუბრისას არ გამოკვეთილა...

-ჰო, რაღაც საკითხებში გენდერული თანასწორობა აუცილებელია, რაღაც საკითხებში -არა (იცინის). ალბათ, ოჯახი მაინც მამაკაცზე უნდა იყოს აგებული. ქალზეც ბევრია დამოკიდებული, მაგრამ როცა მამაკაცი ოჯახის შესაქმნელად ნაბიჯს დგამს, მისთვის ეს დიდი პასუხისმგებლობაა. ოჯახის "შენახვა" ხომ მან უნდა ითავოს.

-როგორ ფიქრობ, შეიძლება, ქალსა და მამაკაცს შორის ურთიერთობის ინიციატორი ქალი იყოს?
-რომანტიკულ ურთიერთობაში პირველი ნაბიჯი მამაკაცმა უნდა გადადგას -მხოლოდ იმიტომ, რომ მამაკაცია (იღიმის). თუმცა, მე არ ვარ ის ტიპი, რომ ველოდო, ჩემი
You must have Flash Player installed in order to see this player.
რჩეული პირველ ნაბიჯს როდის გადმოდგამს. მაგალითად, თუ რაღაც წვრილმანზე ნაჩხუბრები ვიქნებით, შერიგების ინიციატივის გამოჩენა ჩემთვის პრობლემა არ არის, მაგრამ უკეთესი იქნება, რომ პირველი ნაბიჯი კაცმა გადმოდგას.

-შეძლებდი, დაოჯახების ინიციატორი ყოფილიყავი?
-ასეთ გადაწყვეტილებას წყვილები ერთად იღებენ. ოჯახის შექმნის სურვილი თუკი მამაკაცისგან არ "მოდის", თავად ინიციატივას ვერ გამოვიჩენ და ვერ ვეტყვი, -ცოლად წამიყვანე-მეთქი (იცინის). საერთოდ, ყველაზე კარგი, ჯანსაღი ვარიანტია, როცა წყვილი ურთიერთობის იმ ეტაპზეა, რომ უნებურად აცნობიერებს, ახალ საფეხურზე უნდა ავიდეს.

-ეთანხმები გავრცელებულ მოსაზრებას, თითქოს მამაკაცებს ქალებზე უკეთესი მეგობრობა შეუძლიათ? ... განაგრძეთ კითხვა
18:12 / 25-02-2016
კაცი წამყვანი და ძლიერი უნდა იყოს და ქალი მორჩილი და ნაზი... ჰოო,აი დაახლოებით ისეთი ნაზი... წადით ნახეთ საბერძნეთში, იტალიაში, ამერიკაში მომუშავე ქალები რა კუნთები აქვთ დაყენებული...
hoi
18:07 / 25-02-2016
ასეთ თემებზე საუბრისას სულ იმაზეა ლაპარაკი რომ ქალის მოვალეობაა სახლი ალაგოს და შვილები ზარდოს... კაცის მოვალეობაზე არაა საერთოდ ლაპარაკი, რომ ოჯახს უნდა ინახავდეს და "პასუხისმგებლობა" გააჩნდეს "ოჯახის" წინაშე...გაუშვებენ ცოლებს ევროპაში სხვის მოსამსახურედ, გულაობენ ცოლის გამოგზავნილი ფულით და მერე ვითომ "კაცობენ" სუფრაზე ბრტყელ-ბრტყელ სიტყვებს ისვრიან და თანასწორობა არ უნდათ?! მეცინება. უფრო მეტად ასეთ მეტიჩრებზე, ეს რომ არის: ეს არ არის გულახდილი, ვიღაცას უწევს ანგარიშს და ისე ამბობს
hoi
მსგავსი სიახლეები
ფოტოგრაფმა საზოგადოებას 1950-70 წლებში გადაღებული ფოტოგალერეა წარუდგინა (ფოტოგალერეა)
"საკუთარ თავს ვბწკენდი, რომ სიცილი არ დამეწყო"
"ჩემს შვილებს მამამ ბავშვობა წაართვა"
"საქმეში კომფორტული ადამიანი ვარ"
ის საქართველოში ბოლოს 16 წლის წინ იმყოფებოდა
მსახიობი გიორგი ცხადაძე გასულ წელს ყველაზე პროდუქტიულ მამაკაც მსახიობად დაასახელეს
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
03:07 / 29-06-2016  Image საკონსულო მზადაა, ათათურქის აეროპორტში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს სასტუმროებში დაბინავებაში დაეხმაროს
საკონსულოში მოქმედი ცხელი ხაზის ნომერია: (+90 541) 818 44 00
19:40 / 28-06-2016  Image ესპანეთის პოლიციამ საქართველოს 18 მოქალაქე დააკავა
+VIDEO: დაკავებულები ბინებს მადრიდში ძარცვავდნენ.
12:37 / 28-06-2016  Image საჯარო მოხელე vs. მეწარმე?
იმპორტი სამჯერ მეტია ექსპორტზე
02:00 / 29-06-2016  Image თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა ათათურქის აეროპორტში მომხდარი აფეთქებების გამო 5 რეისი გააუქმა
"გაუქმდა 5 რეისი"
11:36 / 28-06-2016  Image "ეს იცის ყველამ..." - გიორგი ვარდოსანიძის მიმართვა სალომე ჭაჭუასა და სტანისლავ ბონდარენკოს
+VIDEO გიორგი ვარდოსანიძე მიმართვას ავრცელებს
კვირის ყველაზე კითხვადი
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49