ავთანდილ ცქვიტინიძეს ცოლმა ქორწინების მე-11 წლისთავზე მანქანა აჩუქა

ავთანდილ ცქვიტინიძეს ცოლმა ქორწინების მე-11 წლისთავზე მანქანა აჩუქა

დიზაინერმა ავთანდილ ცქვიტინიძემ ქორწინების მე-11 წლისთავზე მეუღლისგან არაჩვეულებრივი საჩუქარი მიიღო: ახალთახალი "ტოიოტა პრადო". როგორი მძღოლია დიზაინერი და რატომ აჩუქა ხათუნა თოთლაძემ ქმარს მაინცდამაინც "პრადო" ავთანდილი "სარკესთან" ინტერვიუში საუბრობს:

"8 წელია, რაც მართვის მოწმობა მაქვს, მაგრამ საჭესთან დაჯდომას ვერასდროს ვრისკავდი. ერთი წელია, რაც საჭეს სტაბილურად მივუჯექი. ჩემმა მეუღლემ ქორწინების მე-11 წლისთავზე სიურპრიზი გამიკეთა და უამრავი ბუშტით მორთული "ტოიოტა პრადო" დამახვედრა ეზოში. არჩევანის საშუალებაც არ დამიტოვა, ყველა ვარიანტში უნდა დავმჯდარიყავი საჭესთან. ეს ხათუნას დიდი სურვილი იყო და თავიდან უამრავ რჩევასაც მაძლევდა. მითხრა, ეს მარკა იმიტომ გაჩუქე, რომ დაცული იყოო.

- თქვენს ცოლს, ხათუნას, რა მარკის ავტომობილი ჰყავს?

- "მერსედესის" ჯიპი ჰყავს, რომელიც ძალიან უხდება. არაჩვეულებრივი მძღოლია, მანქანას ბავშვობიდან მართავს. როცა სადმე ერთად მივდივართ, საჭესთან ყოველთვის ხათუნა ჯდება, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ჩემი მანქანით დავაპირებთ წასვლას. ამ დროს ძალიან კომფორტულად ვარ და დაძაბულობას არასდროს ვგრძნობ. ზუსტად ვიცი, რომ დანიშნულების ადგილამდე უსაფრთხოდ მიმიყვანს.

სოფო ბოჭორიძე

ჟურნალი "სარკე"

ასევე წაიკითხეთ: "ამ ადამიანმა შეცვალა ჩემი ფსიქიკა" - ავთანდილი მეუღლეზე, "ოლიგარქის ოჯახზე" და ცხოვრების ყველა ფერზე

იხილეთ ვიდეო| ლელა წურწუმია ხათუნა თოთლაძის დაბადების დღეზე ერთობა

მაიკლ სკოფილდი მალე ეკრანს დაუბრუნდება - "ციხიდან გაქცევის" მეექვსე სეზონის გადაღების შესახებ ინფორმაცია დადასტურდა

"სახლში ძნელად გასაძლები კაცი ვიყავი...  ერთხელ არ მიგვრძნია, რომ ჩემი ცოლი რაღაცით უკმაყოფილო იყო - რას ჰყვება ბუბა კიკაბიძე დედაზე, მეუღლეზე და მომავალ არჩევნებზე

ნატალია ვოდიონოვასა და მილიარდერის ვაჟის ქორწილი - კაბა, თაიგული და მინიმალისტური დეტალები ყველაზე არისტოკრატული ცერემონიიდან