ლალი მოროშკინამ ტელეკომპანია "პირველიდან" მომღერალ ნინო ჩხეიძეს მიმართა. მისი თქმით, უნდა შეწყდეს რუსული სიმღერების პროპანაგდა, რომელიც ნინო ჩხეიძის ახალ რადიოში "შანსონი" გადის.
"მივმართავ ნინო ჩხეიძეს, რომელმაც გახსნა რადიო "შანსონი" და აქ მე მას კატეგორიულად ვემიჯნები. ეს არის რუსული, ქურდული სიმღერები, უმღერიან ქურდულ ტრადიციებს და ასე შემდეგ. ეს არის საოცრება. მე სასჯელაღსრულების სისტემაში ნამუშევარი ვარ და ვიცი, რას ნიშნავს ახალგაზრდებისთვის ქურდული მენტალიტეტის თავზე მოხვევა. ვფიქრობ, უნდა შეწყდეს რადიო "შანსონით" რუსულენოვანი სიმღერების ტრანსლირება", - განაცხადა მოროშკინამ.
მომღერალმა ლალი მოროშკინას საყვედურს რადიოს საშუალებით უპასუხა. ჩხეიძის თქმით, თვითონ რადიოს ფორმატი მოითხოვს, რომ გავიდეს რუსული სიმღერები.