კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
09:28 / 26-02-2016
ცნობილი ქართველი მამაკაცები, რომლებიც რამდენჯერმე იყვნენ დაქორწინებულნი
ქორწინება ზოგჯერ არ ამართლებს და სხვადასხვა მიზეზების გამო ოჯახი ინგრევა, შემდეგ კი სხვა სიყვარული მოდის. AMBEBI.GE იმ ცნობილი მამაკაცების შესახებ გიამბობთ, რომლებმაც რამდენჯერმე იქორწინეს.

მიშა გომიაშვილი
მსახიობს პირველი ქორწინებიდან 25 წლის ქალიშვილი ნატუკა ჰყავს, რომელსაც მამის ცოლებთან კარგი ურთიერთობა აქვს. წლების მანძილზე მიშა გომიაშვილი, ამბობდა, როდესაც სხვა ქალთან წასვლის სურვილი მიჩნდება, ჯერ ცოლს ვეყრებიო. სწორედ ამით ხსნის იმ ფაქტს, რომ რამდენიმე ყოფილი ცოლი ჰყავს. თუმცა, ერთხელ გომიაშვილმაც უღალატა საკუთარ მეუღლეს, ჟურნალისტ მაკა თვალჭრელიძეს და გასტროლებზე ქეთი კალანდაძესთან ერთად გაემგზავრა. კალანდაძემ და გომიაშვილმა ერთმანეთი გადასაღებ მოედანზე გაიცნეს და როგორც მიშა გომიაშვილი ამბობს, მომავალი მეუღლე დანახვისთანავე შეუყვარდა. მსახიობის ცხოვრება სკანდალური სწორედ მას შემდეგ გახდა. "გაუთავებლად ურეკავდა. უნდა გამერკვია ყველაფერი, მშვიდად მინდოდა დავლაპარაკებოდი იმ ქალს. სამსახურში მივაკითხე. გარეთ იდგა, სიგარეტს ეწეოდა. რომ დამინახა, შიგნით შესვლა გადაწყვიტა, ერთი წუთით, ვერ მიცანით, მიშას ცოლი ვარ-მეთქი, ვუთხარი. ამის თქმა იყო და დაიწყო ყვირილი, მე რა შუაში ვარ, შენს ქმარს მოჰკითხეო. ვეღარ მოვითმინე და უხეშად ვუყვირე, ცოლიან კაცს რაჭაში რომ წაჰყევი გასტროლებზე, ეგ ნორმალურია-მეთქი?.. რაჭაში იყვნენ გასტროლებზე, ზურა ყიფშიძეს ცოლი ჰყავდა წაყვანილი, ალეკო მახარობლიშვილსაც და ჩემს ქმარს საყვარელი ახლდა. ალეკოს რომ დავურეკე, მიშა ხომ არ სვამს-მეთქი, დაიბნა კაცი, ენა ჩაუვარდა. მე სულელი ისევ მის ჯანმრთელობაზე ვფიქრობდი", - წერს ერთ-ერთ ინტერვიუში გომიაშვილის ყოფილი ცოლი მაკა თვალჭრელიძე. მათმა თანაცხოვრებამ ხუთ წელს გასტანა. როგორც მაკა ამბობს, ეს რეკორდი იყო მიშასთვის.

გიორგი გურგულია
მსახიობი გიორგი გურგულია ორი წლის წინ მეოთხედ დაქორწინდა. "სხვა ქალი მიყვარდეს და ყოველ საღამოს ცოლთან ვბრუნდებოდე, ამას ქალს, რომელთანაც ვცხოვრობ არასდროს ვაკადრებ", - განაცხადა გიორგი გურგულიამ ერთ-ერთ ინტერვიუში. მსახიობი დაქორწინებული იყო ნინო ფერაძეზე, თამარ ფოცხიშვილზე და ხათუნა სალუქვაძეზე. ნინოსთან და თამრიკოსთან 10-წლიანი, ხოლო ხათუნასთან 7-წლიანი ქორწინება აკავშირებს. მისი ამჟამინდელი რჩეული ლარისა გიგაურია. მსახიობმა მეუღლე კლუბში გაიცნო. წყვილს შორის 27-წლიანი ასაკობრივი სხვაობაა - ლარისა მსახიობის ვაჟზე 6 თვით უმცროსია.

გია ჯაჯანიძე
გია ჯაჯანიძე სამჯერ იყო დაქორწინებული. ტელეწამყვანმა პირველად 17 წლის ასაკში იქორწინა და ოჯახი ორ წელიწადში დაენგრა. მეორე ქორწინებამაც ორ წელს გასტანა, მესამე ცოლთან კი მთელი ათი წელი იცხოვრა. პირველი ორი ქორწინებიდან ორი შვილი ჰყავს. გასულ წელს, შალვა რამიშვილის შოუში მან მეოთხედ დაოჯახებაზე გააკეთა განცხადება, თქვა, რომ მისი რჩეული ახალგაზრდა გოგონაა, თუმცა ასაკი და გვარ-სახელი არ დააკონკრეტა. რაც იმით ახსნა, რომ ხალხი გარყვნილს უწოდებდა. რატომ გადაიდო ჯაჯანიძის მეოთხედ დაქორწინება, უცნობია.

დავით დეფი გოგიბედაშვილი
მეოთხედ დაქორწინდა დავით გოგიბედაშვილიც. მისი რჩეული და როგორც ამბობს, ბოლო სიყვარული ინგლისური ენის სპეციალისტი ქეთი ჯანაშვილია. პირველ და მეორე ცოლთან დეფის ორი შვილი ჰყავს, ქეთი ჯანაშვილთან კი 2014 წელს პატარა დემეტრე შეეძინა.

ბესო ზანგური
მსახიობმა ბესო ზანგურმა 30 წლის ასაკში ოთხჯერ მოასწრო დაქორწინება. პირველად თხუთმეტი წლისამ ანა ყაჭეიშვილზე იქორწინა და ორ წელიწად-ნახევარში დაშორდა. მეორე ცოლი
You must have Flash Player installed in order to see this player.
რუსთაველის თეატრის მსახიობი ნინუცა მაყაშვილი გახლდათ, რომელსაც ასევე ორ წელიწადში დაშორდა. მასთან განშორებიდან რამდენიმე დღეში ცოლად მსახიობ გია ბურჯანაძის ქალიშვილი რუსა ბურჯანაძე მოიყვანა, მაგრამ წყვილი ერთმანეთს ორ კვირაში დაშორდა. მეოთხედ გვანცა წულეისკირზე იქორწინა. ბესოს პირველი ორი ქორწინებიდან ორი შვილი ჰყავს.

დათო ნოზაძე
"შვიდკაცას" სოლისტმა დავით ნოზაძემ გასულ წელს მესამედ იქორწინა. მესამე ცოლთან ურთიერთობის დაკანონებამდე დავით ნოზაძე დიდხანს საიდუმლოდ მალავდა საყვარელ ქალს. იქამდე ის მომღერალ ლიზა ბაგრატიონზე იყო დაქორწინებული, რომელსაც ღალატის გამო დაშორდა. ამბობენ, რომ ბაგრატიონმა დათო ნოზაძე 25 წლის მუსიკოსზე გაცვალა. 18 თებერვალს დათოს მესამე მეუღლემ შვილი გაუჩინა.

თამარ ბოჭორიშვილი
AMBEBI.GE
12:08 / 18-02-2017
ასეთ ,,ლოველასებს,, ვინც მიყვება ცოლად, ოჯახი არ უნდა, უბრალოდ განათხოვის სახელი უნდათ
მართალი
09:40 / 27-02-2016
ამათზე არანაკლებ ცნობილი არის გეგე სულხანიშვილი თელავიდან და მგონი ქორწინების რაოდენობითაც აჭარბებს ჩამოთვლილებს.
გიო
მსგავსი სიახლეები
ჭურჭლის რეცხვა, მექანიკოსობა, კურიერობა, დამლაგებლობა
+PHOTO "მურატის რჩეულის მამას, მსახიობისთვის ხელი თურქეთის პრეზიდენტმა სთხოვა"
+VIDEO "ამ ვიდეოში უზრდელი "ჟურნალისტის" გარდა გაბანძებულს ვერავის ვხედავ"
დღეს საქართველოს სკოლებსა და საბავშვო ბაღებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო
65-წლიან თანაცხოვრებას გამორჩეული ფოტოსესია მიუძღვნეს
"ნაციონალები" უბნის ავტორიტეტებს იჭერდნენ. ახლა ახალგაზრდებისთვის აღარც ავტორიტეტი არსებობს, არც არაფერი"
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
15:44 / 22-02-2017  Image "იუმორინას" ცნობილი მსახიობი დააყაჩაღეს და მძიმე მდგომარეობაშია
როინიშვილის თქმით, ჯაში ახლა საავადმყოფოშია
13:21 / 22-02-2017  Image "ონკანს მოვუშვებთ და სახლში საშინელი ჭაობის სუნი დგება" - რატომ მიეწოდებათ ქობულეთელებს უხარისხო წყალი
"ორ-სამ დღეში ზუსტად დავადგენთ, თუ რის გამო ჰქონდა წყალს უსიამოვნო სუნი და გემო"
14:56 / 22-02-2017  Image "არასასურველი კითხვის გამო რამდენიმე პოლიტიკოსი გაგვინაწყენდა..." - გაწონასწორებული ჟურნალისტი თამამი შეკითხვებით
"პალიტრანიუსის" მთავარი ტოქ-შოუს "360 გრადუსის" წამყვანი ემა ტუხიაშვილი 16 წელია ჟურნალისტიკაშია
13:30 / 21-02-2017  Image რა იწვევს გულის დაავადებებს ახალგაზრდებში და რა სიმპტომებს უნდა მიაქციოთ ყურადღება - კარდიოლოგი გირჩევთ
ცოტა ხნის წინ გვყავდა პაციენტი - 24 წლის ბიჭი, რომელსაც შუნტირების ოპერაცია გაუკეთდა, მანამდე ინფარქტი ჰქონდა გადატანილი
10:37 / 22-02-2017  Image "ფლეიბოის" მოდელი მოგზაურობს და ულამაზესი პეიზაჟების ფონზე შიშველ ფოტოებს იღებს
ბლოგერები, რომლებიც მოგზაურობის თემაზე წერენ, ხშირად აქვეყნებენ საკუთარი თავგადასავლების ფოტოებს
ფოტოგალერეა
კვირის ყველაზე კითხვადი
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49