ინტერნეტკონფერენცია
ვერ მოიძებნა
კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
შრიფტი
15:16 / 27-02-2017
ქეთა თოფურიას ქმრის უცნობი ცხოვრება - რატომ უწოდებენ ლევ გეიხმანს "რუხ კარდინალს"
ქეთა თოფურიას 42 წლის ქმრის შესახებ რუსულ პრესაში თითქმის ვერაფერს იპოვით, გარდა მის ვარსკვლავ მეუღლესთან დაკავშირებული სტატიებისა და ფოტოებისა. "რუსეთის რუხი კარდინალი საერთაშორისო სავალუტო ფონდებიდან" - ასე მოიხსენიებს ქართველი მომღერლის მილიონერ ქმარს ერთ-ერთი რუსული საიტი.

ქეთა და ლევი 2013 წელს დაქორწინდნენ. წარმატებულ ბანკირთან და ბიზნესმენთან ურთიერთობას არანაკლებ წარმატებული პოპ-მომღერალი რამდენიმე წლის მანძილზე მალავდა. როგორც ირკვევა, ებრაული გვარის მიუხედავად, ლევ გეიხმანი რუსეთიდანაა, ის მოსკოვში დაიბადა 1974 წლის 26 აპრილს. პირველად ლევ ისააკის ძე გეიხმანის სახელი 1991 წელს საბჭოთა კავშირის სახელმწიფო კომიტეტის ბიულეტენში გამოჩნდა. იქ ეწერა, რომ ახალგაზრდა ნიჭიერმა ბიჭმა თავის გამოგონებაზე პატენტი მიიღო. შემდეგ გამომგონებელი მოსკოვის სამთო ინსტიტუტიდან კერძო ფირმაში გადავიდა სამუშაოდ. შემდეგ მის შესახებ ცენტრალურ პრესაში აღარაფერი დაწერილა...

რამდენიმე წელიც და, ლევ გეიხმანის ბიოგრაფია რადიკალურად იცვლება. ის რუსეთის ენერგეტიკის მინისტრად იწყებს მუშაობას. 2002 წელს კი მასთან პრეზიდენტის წარმომადგენელს გზავნიან, რათა დაითანხმონ გაზის, ნავთობის და მათი გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქტების სახელმწიფო ინსპექციის და კონტროლის ხელმძღვანელის პოსტზე. მოსკოვში შიგადაშიგ ხდება ლოკალური "ბენზინის კრიზისები" და
You must have Flash Player installed in order to see this player.
ასეთი პოსტის უცნობი ახალგაზრდისთვის ჩაბარებამ ჩინოვნიკებში შიში გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ გეიხმანი ძალიან ახალგაზრდა ასაკში გახდა "საპატიო მენავთობის" წოდების მფლობელი.

რამდენიმე წლის წინ გეიხმანმა რუსულ მედიას ერთი საინტერესო ინტერვიუ მისცა, სადაც ბანკირი ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციისა და მთავრობაში ცვლილებების შესახებ საუბრობდა. მან ყურადღება გაამახვილა რუსეთის კულტურის სამინისტროში მომხდარ საკადრო ცვლილებებზე, რომელიც ყველაზე მკაფიოდ აისახა საავტორო უფლებების და ძეგლთა დაცვის საკითხებზე. გეიხმანის თქმით, ასეთი მკაცრი რეორგანიზაცია მსხვილი უცხოური სინვესტიციო ფონდების გულის მოსაგებად მოხდა, რომელთა კაპიტალიც რამდენიმე ასეული მილიარდი დოლარია. მისი თქმით, თავადაც ერთ-ერთი ასეთი ფონდის ინტერესებს წარმოადგენს რუსეთის ტერიტორიაზე. თუმცა კი, გეიხმანი, რომლის ბიოგრაფიაც ბურუსითაა მოცული, ოფიციალური სტატუსის გარეშე, როგორც ფიზიკური პირი ისე მოქმედებს. გეიხმანის თქმით, თავად ის ფონდის სრული კაპიტალის რამდენიმე მეასედ პროცენტს ფლობს, თუმცა ეს "მცირე" წილიც მას წლიურად რამდენიმე მილიონი ევროს შემოსავალს აძლევს.

მომზადებულია fb.ru-ს მიხედვით




16:16 / 28-02-2017
levani
0
გიას ვეთანხმები )))))))
16:11 / 28-02-2017
გია-----------s
0
გეთანხმები 100%-იიიიიი
მსგავსი სიახლეები
+VIDEO| როგორ ცხოვრობენ ემიგრანტი ქართველი ვარსკვლავები
ახლო გარემოცვის ინფორმაციით, წყვილის ურთიერთობა ღალატის სკანდალამდეც აირია
"მე თვითონ მივედი მასთან დახმარების თხოვნით, ვუთხარი რაიმე მოეხერხებინა ჩემთვის"
4 მილიონერს შორის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი ია მაქაცარია ლიდერობს
+VIDEO| ლევან კობიაშვილი ფლობს 70 კვადრატული მეტრი ფართობის ბინას ბათუმში; 6 500 კვ. მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთს ბაკურიანში
ბოლო ქონებრივი დეკლარაცია ნაზღაიძეს 2016 წლის 28 მაისს აქვს შევსებული
განკარგულებათა უმეტესობა მიწის ნაკვეთების გადაცემას ეხება
"ფორბსის" 2017 წლის მილიარდერთა რეიტინგში საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
22:21 / 23-06-2017  Image რუსთაველის გამზირზე ავტომობილი ამობრუნდა
შემთხვევის შედეგად ავტომობილის მძღოლი დაშავდა
21:14 / 23-06-2017  Image შსს ადასტურებს, რომ დათო როსტომაშვილის დაყაჩაღებაში ბრალდებული ბადრაგირების დროს გაიქცა
პოლიციის 3 თანამშრომელის მიმართ პროკურატურამ სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
09:50 / 24-06-2017  Image ვინ იყვნენ გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის პირ­ვე­ლი ქარ­თ­ვე­ლი პო­ლი­ტი­კო­სი ქა­ლე­ბი - მათ შესახებ ბევრს არ სმენია
პო­ლი­ტი­კა­ში აქ­ტი­უ­რად ჩარ­თულ კი­დევ ორ ქალს წარმო­გიდ­გენთ, რომ­ლე­ბიც XX სა­უ­კუ­ნის და­საწყის­ში ქვეყ­ნის ბედ­ზე ზრუ­ნავ­დ­ნენ
13:42 / 23-06-2017  Image "კანიბალების საქმის" ბრალდებულებს პატიმრობა მიესაჯათ: ბექა შენგელიას უვადო, მარიამ ყოჩიაშვილს - 20 წელი
ადვოკატის თქმით, განაჩენს აუცილებლად გაასაჩივრებს, მათ შორის სტრასბურგში
20:01 / 23-06-2017  Image სკანდალი "X ფაქტორის" ირგვლივ - სოფო საჟონიანის გამო ლელა წურწუმიამ და სტეფანემ იჩხუბეს?
"მე და ლელა, მართლა წამოვედით ადრე"
პოპულარული კომენტარები
დღის ვიდეო
PALITRATV.GE
You must have Flash Player installed in order to see this player.
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49