ქეთა თოფურიას ქმრის უცნობი ცხოვრება - რატომ უწოდებენ ლევ გეიხმანს "რუხ კარდინალს"

ქეთა თოფურიას ქმრის უცნობი ცხოვრება - რატომ უწოდებენ ლევ გეიხმანს "რუხ კარდინალს"

ქეთა თოფურიას 42 წლის ქმრის შესახებ რუსულ პრესაში თითქმის ვერაფერს იპოვით, გარდა მის ვარსკვლავ მეუღლესთან დაკავშირებული სტატიებისა და ფოტოებისა. "რუსეთის რუხი კარდინალი საერთაშორისო სავალუტო ფონდებიდან" - ასე მოიხსენიებს ქართველი მომღერლის მილიონერ ქმარს ერთ-ერთი რუსული საიტი.

ქეთა და ლევი 2013 წელს დაქორწინდნენ. წარმატებულ ბანკირთან და ბიზნესმენთან ურთიერთობას არანაკლებ წარმატებული პოპ-მომღერალი რამდენიმე წლის მანძილზე მალავდა. როგორც ირკვევა, ებრაული გვარის მიუხედავად, ლევ გეიხმანი რუსეთიდანაა, ის მოსკოვში დაიბადა 1974 წლის 26 აპრილს. პირველად ლევ ისააკის ძე გეიხმანის სახელი 1991 წელს საბჭოთა კავშირის სახელმწიფო კომიტეტის ბიულეტენში გამოჩნდა. იქ ეწერა, რომ ახალგაზრდა ნიჭიერმა ბიჭმა თავის გამოგონებაზე პატენტი მიიღო. შემდეგ გამომგონებელი მოსკოვის სამთო ინსტიტუტიდან კერძო ფირმაში გადავიდა სამუშაოდ. შემდეგ მის შესახებ ცენტრალურ პრესაში აღარაფერი დაწერილა...

რამდენიმე წელიც და, ლევ გეიხმანის ბიოგრაფია რადიკალურად იცვლება. ის რუსეთის ენერგეტიკის მინისტრად იწყებს მუშაობას. 2002 წელს კი მასთან პრეზიდენტის წარმომადგენელს გზავნიან, რათა დაითანხმონ გაზის, ნავთობის და მათი გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქტების სახელმწიფო ინსპექციის და კონტროლის ხელმძღვანელის პოსტზე. მოსკოვში შიგადაშიგ ხდება ლოკალური "ბენზინის კრიზისები" და ასეთი პოსტის უცნობი ახალგაზრდისთვის ჩაბარებამ ჩინოვნიკებში შიში გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ გეიხმანი ძალიან ახალგაზრდა ასაკში გახდა "საპატიო მენავთობის" წოდების მფლობელი.

რამდენიმე წლის წინ გეიხმანმა რუსულ მედიას ერთი საინტერესო ინტერვიუ მისცა, სადაც ბანკირი ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციისა და მთავრობაში ცვლილებების შესახებ საუბრობდა. მან ყურადღება გაამახვილა რუსეთის კულტურის სამინისტროში მომხდარ საკადრო ცვლილებებზე, რომელიც ყველაზე მკაფიოდ აისახა საავტორო უფლებების და ძეგლთა დაცვის საკითხებზე. გეიხმანის თქმით, ასეთი მკაცრი რეორგანიზაცია მსხვილი უცხოური სინვესტიციო ფონდების გულის მოსაგებად მოხდა, რომელთა კაპიტალიც რამდენიმე ასეული მილიარდი დოლარია. მისი თქმით, თავადაც ერთ-ერთი ასეთი ფონდის ინტერესებს წარმოადგენს რუსეთის ტერიტორიაზე. თუმცა კი, გეიხმანი, რომლის ბიოგრაფიაც ბურუსითაა მოცული, ოფიციალური სტატუსის გარეშე, როგორც ფიზიკური პირი ისე მოქმედებს. გეიხმანის თქმით, თავად ის ფონდის სრული კაპიტალის რამდენიმე მეასედ პროცენტს ფლობს, თუმცა ეს "მცირე" წილიც მას წლიურად რამდენიმე მილიონი ევროს შემოსავალს აძლევს.

მომზადებულია fb.ru-ს მიხედვით

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება