კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
შრიფტი
13:36 / 29-02-2016
"ლეოს ოსკარი, ჩვენ ნატო" - სახალისო შარჟები და ქართველების რეაქციები სოციალურ ქსელში დიკაპრიოს პირველ "ოსკარზე"
მრავალწლიანი ლოდინისა და "ოსკარზე" 5 ნომინაციის შემდეგ, ლეონარდო დიკაპრიო, როგორც იქნა, ოქროს კაცუნას მფლობელია. "როგორც იქნა" - სწორედ ამ სიტყვებით იწყება თითქმის ყველა დასავლური გამოცემის სტატია, რომელიც 41 წლის მსახიობის პირველ "ოსკარსა" და დაჯილდოვების ცერემონიალს მიმოიხილავდა. რა თქმა უნდა, მსახიობის ქართველი ფანებიც მოუთმენლად ელოდნენ ამ დღეს. გთავაზობთ ქართველი და უცხოელი ფეისბუქ-მომხმარებლების სახალისო ფრაზებს სოციალური ქსელიდან, ასევე შარჟებს, რომლებიც ლეოს პირველ "ოსკარს" ეძღვნება:

  • "დღეს ლეონარდობაა"
  • "რა ხდება? ეხლა შემოვედი ფბ-ზე. აფხაზეთი დავიბრუნეთ?"
  • "ბებიაჩემმა დაასკვნა დღეს დილით, ცოლს მოიყვანს ახლაო"
  • "პირველი ჭირს თორე მერე ლიწინლიწინით მოდის ოსკარები"
  • "დღევანდელი დღის შემდეგ აკადემია ოსკარის მაგივრად ლეონარდოს გადასცემს ხოლმე..."
  • "ოსკარების ცერემონია არ მინახავს, უფრო მნიშვნელოვანი საქმით ვიყავი მაგ დროს დაკავებული - მეძინა. ჰოდა, რა მინდა ვიკითხო - იმ ვინცხა შტერმა ულვაშებიანმა შავმა კაცმა ხო არ გამოაცხადა ლეოს სახელი?"
  • "გაიგო რა საკუთარი სახელი, დიკაპრიომ კბილში მოთავსებული ციანიდის გაკვნეტა გადაიფიქრა"

ასევე წაიკითხეთ: არის, აღსრულდა! - ლეონარდო დიკაპრიოს "ოსკარს" მთელი დარბაზი ფეხზე წამომდგარი შეხვდა


ნათია ფანჯიკიძეს დიკაპრიოს "ოსკარზე" რაჭული შელოცვა გაახსენდა: "დათვი მჭლე და შენ მსუქანი, ლეოს ოსკარი, ჩვენ ნატო."

გოგა ხაჩიძე წერს: "აჰა შენ ოსკარი და სანამ ფილმში ჟირაფი არ გადაგყლაპავს, ან იუპიტერი არ დაგეცემა, ან კავკასიური როჭო არ ჩაგივარდება თვალში და გახეულ თვალს ტიტანიკის ჟანგიანი ღუზით არ ამოიკერავ, აქ მოსული აღარ გნახოთო."

იხილეთ ვიდეო დაჯილდოვებიდან
ნახეთ 10 საუკეთესო კაბა "ოსკარის" წითელი ხალიჩიდან

რაც შეეხება უცხოელ ფანებს, მათ "შეტევა" განახორციელეს მსახიობის "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე, რომელსაც 15 მილიონამდე "ლაიქერი" ჰყავს. უცხოელი გულშემატკივრები განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებენ დიკაპრიოს გამოსვლის სიტყვაზე, რომელიც კლიმატის ცვლილებასა და ამ პრობლემისადმი მეტი ყურადღების მიპყრობას შეეხებოდა.

"გილოცავთ ჩვენო გმირო!"; "მსოფლიო ამაყობს შენით, ლეო!"; "მადლობა ლეო, რომ ჩვენი არაჩვეულებრივი პლანეტის სახელით ისაუბრე!"; "როგორც იქნა, აღარავინ იხუმრებს ოსკარის თემაზე, დასრულდა ლეოს და ოსკარის მემეების ხანა, წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ მათ ხსოვნას", - წერენ დიკაპრიოს უცხოელი ფანები. თუმცა, შარჟები მაინც გაჩნდა და აქვე გთავაზობთ რამდენიმე მათგანს დაათვალიერეთ ფოტოგალერეა
10:54 / 02-03-2016
Tekla
0
'ლეოს-ოსკარი, ჩვენ - ნატო'

შენს პირს კი - შაქარი!
11:58 / 01-03-2016
tngh
0
ზოგიერტების ავადნყოფური აკვიატება ფრიად გართულებულია!!! "ოსკარის" დაჯილდოებაზეც "ნატო" ელანდებათ...
მსგავსი სიახლეები
სპეციალური კომისია 4 ფილმის ნახვის შემდეგ დახურული კენჭისყრის შედეგად შეარჩევს ნომინაციისთვის ნამუშევარს
2 აგვისტოს ეროვნულმა კინოცენტრმა განაცხადების მიღება დაიწყო
აფლეკმა ჯილდო მიიღო ფილმში "მანჩესტერი ზღვასთან" შესრულებული როლისთვის
Los Angeles Times-ის მიმომხილველი იმ უცნობ ფაქტებზე წერს, რაც ამ უხერხული მომენტის დროს კულისებში მოხდა
რამდენიმე წუთის წინ "ოსკარის" რიგით 89-ე ცერემონიალის ნომინანტები დასახელდნენ
პაპარაცების წყალობით ჩვენ ვიცით, სად და ვისთან ერთად ისვენებენ ვარსკვლავები
41 წლის დიკაპრიო 24 წლის შეყვარებულთან ერთად მიკონოსზე ისვენებს
ამ რჩევების გათვალისწინებით შეგეძლებათ მიუახლოვდეთ ლეოს ბრწყინვალებას
მსოფლიოს ქალთა გულთამპყრობელმა ლეონარდო დიკაპრიომ კიდევ ერთი სუპერმოდელი გოგო გაიჩინა შეყვარებულად
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
22:29 / 11-12-2017  Image მიხეილ სააკაშვილი - მოსამართლემ, მიუხედავად პირადად პრეზიდენტის ზეწოლისა, სრულიად საპირისპირო გადაწყვეტილება მიიღო
"ერღვევათ სისტემა. ამათთვის ახლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო სახლში ჩავეკეტე და გარეთ არ გამოვეშვი"
10:24 / 11-12-2017  Image რა იწვევს ფსორიაზს და როგორ მკურნალობენ მას - "ეს დაავადება ადამიანს შეიძლება ნებისმიერ დროს გაუჩნდეს"
"ფსორიაზი ამოუცნობი გენეზის დაავადებაა, მაგრამ ის განაჩენი არ არის!"
12:27 / 11-12-2017  Image ტრადიციული გართობა და ახალი პროგრამა- რა გელოდებათ „იუმორინა 2018“- ზე
ყველასათვის საყვარელი "იუმორინა" წელსაც ზრუნავს ჩვენს განწყობაზე და გვთავაზობს დაუვიწყარ კონცერტს
15:05 / 11-12-2017  Image ვინ იყო ქართველი, რომელიც ღაზას სექტორში ეკლესია-მონასტრებს აშენებდა - წმინდა მიწაზე მორიგი უნიკალური აღმოჩენის დეტალები
ისინი IV საუკუნის მეორე ნახევრიდან პალესტინაში პირველი ქართველებიც გახდნენ
17:02 / 11-12-2017  Image "არ ვარ ისეთი, ზედმეტად რომ გადაყვებიან შვილებს და აბოდებთ..." - როგორი მამაა მიხეილ ცაგარელი და რა ელით მშობლებს ძაღლის წელში
როგორ მოახერხა,  ცნობილმა ასტროლოგმა რომ შვილებთან კონფლიქტი არასოდეს ჰქონოდა

პოპულარული კომენტარები
და რა გიკვირთ და რატომ მოსთქვამთ? კრიმინალური მენტალიტეტის ერი ცხოვრობს კრიმინალურ გარემოში... თქვენ გააგდეთ ამ ქვეყნიდან კრიმინალთან მებრძოლი მთავრობა და მოიყვანეთ კრიმინალებთან მოსიამტკბილე ხელისუფლება... ასე არაა? ფანჯრებიდან რომ ხედავდნენ მკვლელობას ვინმემ დარეკა პოლიციაში? მოსწავლეები რომ არ აძლევენ ჩვენებას გამოძიებას? ხომ არ ჩაუშვებთ? თქვენ არ გაკიოდით მიშამ სკოლაში მანდატურები შეიყვანა არიქა შვილებს სტუკაჩებად გვიქცევენო? რაც ხალხია, ის ვითარებაა ზუსტად.. საბჭოთა კავშირში მოწინავე ქურდების რაოდენობით, ევროპაში მოწინავე და თავმოჭრილი ქურდული და ორგანიზებული დანაშაულის ნომერ პირველი ექსპორტიორი... გურიაში ყაჩაღი მამალაძის ძეგლი, ლიტერატურაში ყაჩაღები დადებითი გმირები...სკოლებში სამოქალაქო თვითშეგნების ამმაღლებელი საგნები ვერ დანერგეს, ებრძვით ხმალამოღებული... მღდელი ღმერთის სახელით ქურდობს, ერი და ბერი აბსოლუტური უმრავლესობა გაუნათლებელი და ბნელი, პროგრესისმოძულე და წარსულის აპოლოგეტი.... რატომ გიკვირთ, ან რა გიკვირთ? რა?
ინტერნეტკონფერენცია
2017-10-15 07:45:43
ბავშვის აღზრდა რთული და ხანგრძლივი...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49