"ლეოს ოსკარი, ჩვენ ნატო" - სახალისო შარჟები და ქართველების რეაქციები სოციალურ ქსელში დიკაპრიოს პირველ "ოსკარზე"

"ლეოს ოსკარი, ჩვენ ნატო" - სახალისო შარჟები და ქართველების რეაქციები სოციალურ ქსელში დიკაპრიოს პირველ "ოსკარზე"

მრავალწლიანი ლოდინისა და "ოსკარზე" 5 ნომინაციის შემდეგ, ლეონარდო დიკაპრიო, როგორც იქნა, ოქროს კაცუნას მფლობელია. "როგორც იქნა" - სწორედ ამ სიტყვებით იწყება თითქმის ყველა დასავლური გამოცემის სტატია, რომელიც 41 წლის მსახიობის პირველ "ოსკარსა" და დაჯილდოვების ცერემონიალს მიმოიხილავდა. რა თქმა უნდა, მსახიობის ქართველი ფანებიც მოუთმენლად ელოდნენ ამ დღეს. გთავაზობთ ქართველი და უცხოელი ფეისბუქ-მომხმარებლების სახალისო ფრაზებს სოციალური ქსელიდან, ასევე შარჟებს, რომლებიც ლეოს პირველ "ოსკარს" ეძღვნება:

  • "დღეს ლეონარდობაა"
  • "რა ხდება? ეხლა შემოვედი ფბ-ზე. აფხაზეთი დავიბრუნეთ?"
  • "ბებიაჩემმა დაასკვნა დღეს დილით, ცოლს მოიყვანს ახლაო"
  • "პირველი ჭირს თორე მერე ლიწინლიწინით მოდის ოსკარები"
  • "დღევანდელი დღის შემდეგ აკადემია ოსკარის მაგივრად ლეონარდოს გადასცემს ხოლმე..."
  • "ოსკარების ცერემონია არ მინახავს, უფრო მნიშვნელოვანი საქმით ვიყავი მაგ დროს დაკავებული - მეძინა. ჰოდა, რა მინდა ვიკითხო - იმ ვინცხა შტერმა ულვაშებიანმა შავმა კაცმა ხო არ გამოაცხადა ლეოს სახელი?"
  • "გაიგო რა საკუთარი სახელი, დიკაპრიომ კბილში მოთავსებული ციანიდის გაკვნეტა გადაიფიქრა"

ასევე წაიკითხეთ: არის, აღსრულდა! - ლეონარდო დიკაპრიოს "ოსკარს" მთელი დარბაზი ფეხზე წამომდგარი შეხვდა

ნათია ფანჯიკიძეს დიკაპრიოს "ოსკარზე" რაჭული შელოცვა გაახსენდა: "დათვი მჭლე და შენ მსუქანი, ლეოს ოსკარი, ჩვენ ნატო."

გოგა ხაჩიძე წერს: "აჰა შენ ოსკარი და სანამ ფილმში ჟირაფი არ გადაგყლაპავს, ან იუპიტერი არ დაგეცემა, ან კავკასიური როჭო არ ჩაგივარდება თვალში და გახეულ თვალს ტიტანიკის ჟანგიანი ღუზით არ ამოიკერავ, აქ მოსული აღარ გნახოთო."

იხილეთ ვიდეო დაჯილდოვებიდან

ნახეთ 10 საუკეთესო კაბა "ოსკარის" წითელი ხალიჩიდან

რაც შეეხება უცხოელ ფანებს, მათ "შეტევა" განახორციელეს მსახიობის "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე, რომელსაც 15 მილიონამდე "ლაიქერი" ჰყავს. უცხოელი გულშემატკივრები განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებენ დიკაპრიოს გამოსვლის სიტყვაზე, რომელიც კლიმატის ცვლილებასა და ამ პრობლემისადმი მეტი ყურადღების მიპყრობას შეეხებოდა.

"გილოცავთ ჩვენო გმირო!"; "მსოფლიო ამაყობს შენით, ლეო!"; "მადლობა ლეო, რომ ჩვენი არაჩვეულებრივი პლანეტის სახელით ისაუბრე!"; "როგორც იქნა, აღარავინ იხუმრებს ოსკარის თემაზე, დასრულდა ლეოს და ოსკარის მემეების ხანა, წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ მათ ხსოვნას", - წერენ დიკაპრიოს უცხოელი ფანები. თუმცა, შარჟები მაინც გაჩნდა და აქვე გთავაზობთ რამდენიმე მათგანს დაათვალიერეთ ფოტოგალერეა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება