ქეთა თოფურიამ 8 თვის ქალიშვილს ყურები გაუხვრიტა

ქეთა თოფურიამ 8 თვის ქალიშვილს ყურები გაუხვრიტა

მომღერალი საკუთარი ცხოვრებისა და მისი პატარა გოგონასადმი ინტერესის გაღვივებას აშკარად თავად უწყობს ხელს. მიუხედავად იმისა, რომ სახეს ბოლომდე არ აჩენს, ხშირად დებს სოციალურ ქსელში ბავშვის ფოტოებს და დამაინტრიგებელ წარწერებსაც უკეთებს. ისე რომ, მერე ამას თაყვანისმცემლების და მისი ხელმომწერების მხრიდან აჟიოტაჟი და განხილვა მოჰყვება ხოლმე. ცოტა ხნის წინ იმაზე დაობდნენ მისი ფანები, უნდა დაესვა თუ არა აბაზანაში 7 თვის ოლივია, ახლა კი ქეთამ მათ ახალი სადისკუსიო თემა გამოუჩინა.

მომღერლის ინსტაგრამზე 8 თვის ბავშვის ფოტო გამოჩნდა, რომელზეც ჩანს, რომ მას ყურები გახვრეტილი აქვს. "ჩვენ უკვე საყურეები გვაქვს!", - მიაწერა ფოტოს ქეთამ. თაყვანისმცემლებმაც მაშინვე დაიწყეს მსჯელობა, შეიძლება თუ არა ამ ასაკში ყურის გახვრეტა.

ბევრმა მიიჩნია, რომ ძალიან ადრეა და ბავშვმა თავად უნდა გადაწყვიტოს, რომელ ასაკში გაიხვრიტოს. ზოგიერთები ამბობდნენ, რომ ბავშვობაში საერთოდაც არ არის კარგი ყურის გახვრეტა, სხვები კი უწონებდნენ საქციელს და თავიანთ მაგალითებს იშველიებდნენ, თუ როგორ გაუხვრიტეს შვილებს ყურები ამავე ასაკში.

თავად ქეთამ ცოტა ხნის წინ აღნიშნა ინტერვიუში, რომ შვილის აღზრდას ძალიან სერიოზულად უყურებს. "მგონია, რომ ასე გავზრდი: შენ - მე, მე - შენ. მნიშვნელოვანია ბავშვთან მოლაპარაკება. თუ თოჯინა გინდა, ამისთვის რამე გააკეთე. მაგალითად, ისწავლე ლექსი. ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ იოლად არაფერი მოდის ცხოვრებაში".

იხილეთ ფოტო

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება