კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
18:59 / 04-03-2016
„ნახე, ლელას როგორი თვალებით უყურებდაო!“ - ვინ მოხიბლა საქართველოში ყოფნის დროს ბოლივუდის მსახიობი
ბოლივუდელი მსახიობი, გაურავ ჩოპრა (მისტერ რათხოდი) ქართველმა მაყურებელმა სერიალით - "ორი ბედი" შეიყვარა. გასულ კვირას ის საქართველოში ერთ-ერთი სატელევიზიო შოუს მოწვევით იმყოფებოდა. თავდაპირველად თელავს ესტუმრა, კახელ მაყურებელთან შეხვედრის შემდეგ კი ქუთაისში გადაინაცვლა. როგორც ამბობენ, მსახიობი კახეთმა აღაფრთოვანა, ხოლო იმერეთმა შოკში ჩააგდო.
იმერული მასპინძლობის ამბავი ბოლივუდელმა მსახიობმა ჭელიძეების ოჯახში სტუმრობისას გამოცადა. სოციალურ ქსელში ამ სუფრიდან არაერთი ფოტო აიტვირთა. მართალია, ოჯახის მასპინძელი - ლია ჭელიძე ინდური სერიალების მაყურებელი არ ყოფილა, მაგრამ საქართველოში ხომ სტუმარი ღვთისაა და ასე გახდა გაურავ ჩოპრას მასპინძელი.

ლია ჭელიძე:
- ჟურნალისტი ლელა ნინუა იმ გადაცემაზე მუშაობს, რომელმაც მსახიობი საქართველოში ჩამოიყვანა. ლელა ჩემი ახლობელია. ის დამიკავშირდა და მითხრა, - ქუთაისში სტუმარი ჩამოგვყავს. თუ შეგიძლია, მასპინძლობა რომ გაგვიწიოო? ასე მოხვდნენ ჩემს ოჯახში, მაგრამ ეს მსახიობი ვინ არის, არ ვიცი. სერიალებს არ ვუყურებ.
- როგორი შთაბეჭდილება მოახდინა?

- აბა, რა გითხრათ, თავაზიანი ახალგაზრდა ჩანს. მე მთლიანად სუფრაზე ვიყავი გადართული. სიმართლე გითხრათ, ჩვენი ხალხისთვის უფრო მეტად მინდოდა, პატივი მეცა.
- ტრადიციული ქართული სუფრით გაუმასპინძლდით?
- დიახ.
- გამორჩეულად რომელი კერძი მოეწონა?
- ცხარე საჭმელი ჰყვარებია. სუფრაზე არაერთი კერძი მქონდა. გამიგია, ინდოელები საქონლის ხორცს არ ჭამენო, მაგრამ მქონდა სუფრაზე და მიირთვა.
- მენიუს შედგენისას ინდური სამზარეულოს თავისებურებები ხომ არ გაითვალისწინეთ?
- არა, იმერული სუფრა გავშალე! ერთადერთი, რასაც ანგარიში გავუწიე, ვიცოდი, რომ ბრინჯი უყვართ და ეს დავამატე. ჩემთან სახლში, საღამოს 5-6 საათზე მოვიდნენ და 10 საათამდე იყვნენ. სუფრასთან ყველა თავისუფლად იყო, სადღეგრძელოებსაც მორიგეობით ამბობდნენ, თან - ამ ყველაფერს ტელევიზია იღებდა.
- გაურავ ჩოპრამ ქართული ღვინო დააგემოვნა?
- წითელი ღვინო გასინჯა და ძალიან მოეწონა, მაგრამ ალკოჰოლზე უარი თქვა, არ დაულევია.
- საქართველოზე რას ამბობდა?
- ამბობდა, რომ ამ ვიზიტით ძალიან კმაყოფილი იყო. ქართველების მხრიდან ასეთი სითბოს გამოჩენას არ ვიცი, რამდენად
You must have Flash Player installed in order to see this player.
ელოდა. ინგლისურ ენაზე ლაპარაკობდა. ინდურ სერიალებს მე - არა, მაგრამ ჩემ გარშემო თურმე, ბევრი ადამიანი უყურებს. ჰოდა, მთელი დღე ხან ვინ მირეკავს და ხან - ვინ, რატომ არ გაგვაგებინე, შენთან თუ მოდიოდაო.
- ხომ არ აპირებთ, მომავალში "ორი ბედი" ნახოთ?
- არა.
- სოციალურ ქსელში გავრცელდა, რომ არაერთი ფოტო აქვს გადაღებული ლელა ნინუასთან. ისიც თქვეს, ეს გოგო ძალიან მოეწონაო. მისი განსაკუთრებული დამოკიდებულება ლელასადმი თქვენთვის შესამჩნევი არ ყოფილა?
- არ ვიცი. ლელა მშვენიერი გოგოა და სხვებმა მითხრეს: ხომ ნახე, ის ბიჭი ლელას როგორი თვალებით უყურებდაო! მე არაფერი შემინიშნავს.
- მსახიობის ოჯახური მდგომარეობის შესახებ რამე იცით?
- არა. პირადად არ დავლაპარაკებივარ.

განაგრძეთ კითხვა
15:36 / 08-04-2016
ხალხო ,ჩვენ ყველა უცხოელი გავაკვირვოთ ჩვენი სითბოთი და სიყვარულით.
ციცი
10:22 / 16-03-2016
მაგეტი მდიდრული სუფრა გაჯირვებულ ხალხს გაუჰალეტ ტუ მარტლა გული გტკივატ ინდოელები ტუ გინდატ ცნორიდანაც ჰამოგიყვანტ უკვე ქუტაისჰი
baxarak
მსგავსი სიახლეები
"ყველამ იცის რაიონში, რომ ისინი ამას წლების განმავლობაში აკეთებდნენ"
"რა მოხდა ასეთი? რა დააშავა ასეთი კორესპონდენტმა, რომ მისი არსებობა საშიშროების ქვეშ მოექცა"
"საქართველოში ნატოსთან დაკავშირებით დამოკიდებულება დაბალანსებულია"
ერდოღანისა და გიულენის ინტერესთა ბრძოლა საქართველოში
ამერიკის კოსმოსური ადმინისტრაციის ცენტრი დაგვეხმარება იმის დამტკიცებაში, რომ ღვინო პირველად საქართველოში გაჩნდა
+VIDEO "ბათუმი მე პირადად დავხატე და მოვიგონე - რაღაც ვალენსიიდან, რაღაც ბარსელონიდან, ნიციდან და ნიუ-იორკიდან ავიღე"
"საქართველო ვიზალიბერალიზაციას ზეიმობს, ჩვენ - დონეცკსა და ლუგანსკში პასპორტების რუსეთმა რომ აღიარა..."
ევროპის პარლამენტის უმრავლესობა ხმას საქართველოს სასარგებლოდ მისცემს
ამის შესახებ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
18:43 / 20-02-2017  Image პატრიარქის პირველი კომენტარი საქართველოში დაბრუნების შემდეგ
+VIDEO "დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი მშვიდობით და კარგად დამთავრდება"
20:13 / 20-02-2017  Image "მე გადავრჩი, დედა კი მოკვდა... და ძალიან დიდხანს მრცხვენოდა ამის გამო..."
"მე რომ დავიბადე ეს მის ცხოვრებაში უბედნიერესი დღე იყო"
21:32 / 20-02-2017  Image ვიტალი ჩურკინი გარდაიცვალა
ვიტალი ჩურკინი გაერო-ში რუსეთის წარმომადგენლად 2006 წლის აპრილიდან მუშაობდა
23:19 / 20-02-2017  Image მსახიობ ლევან ჯიბღაშვილს ცოლი მოჰყავს
მსახიობი რამდენჯერმე მოხვდა ყველაზე სასურველი სასიძოების რიცხვში
11:28 / 20-02-2017  Image ლიკა ევგენიძე საქართველოში დაბრუნდა: "ასეთ გადაწყვეტილებას ერთი ვერ მიიღებს... ყველაფერს ერთად ვწყვეტთ"
"უკეთესი იქნება ეს ბავშვებისთვის და ჩემთვისაც"
ფოტოგალერეა
კვირის ყველაზე კითხვადი
დღის ვიდეო
PALITRATV.GE
You must have Flash Player installed in order to see this player.
ინტერნეტკონფერენცია
2016-05-31 08:36:57
ყველა მშობელს აინტერესებს, რა სიმაღლის...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49