კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
შრიფტი
11:11 / 05-03-2016
"მაქვს სურვილები, რომლის ასრულებაც ვერ მოვახერხე" - როდის კარგავს წონასწორობას ნათია ფარჯანაძე
"ამ ადამიანში ღრმადაა გამჯდარი მაღალი წრის საზოგადოების სიყვარული. შეიძლება ითქვას, რაღაც დოზით სნობიც კი არის. განათლება და ერუდიცია ამ საზოგადოებაში თავის დასამკვიდრებლად სჭირდება. ელიტური ჭორების ცენტრში ყოფნა უყვარს. ძალზე დახვეწილი და ფრთხილია. ქუდბედიანობით და იღბლიანობით გამოირჩევა. ენამახვილია. არ აღელვებს, ამჩნევენ თუ არა სხვები მის ღირსებებს, საკუთარ თავზე უამისოდაც დიდი წარმოდგენა აქვს", - ასე ახასიათებენ ასტროლოგები კურდღლის წელში დაბადებულ თხის რქას, ეს კი მსახიობ ნათია ფარჯანაძის ზოდიაქოს ნიშანია.

- ასტროლოგია ნაკლებად მაინტერესებს. ჩემი ნიშნის დახასიათება მხოლოდ ერთხელ მაქვს წაკითხული, ისიც - ბავშვობაში. მახსოვს, ნაწილი დაემთხვა ჩემს ხასიათს,
ნაწილი კი აბსოლუტურად საპირისპირო იყო.
- ასტროლოგები ამბობენ, რომ კურდღლის წელში დაბადებული ადამიანი ქუდბედიანობითა და იღბლიანობით გამოირჩევა. ეთანხმები?
- ვერ ვიტყვი, რომ უიღბლო ვარ. ამ მხრივ უკმაყოფილო ნამდვილად არ გახლავართ. იღბალი მწყალობს. როგორც ყველა ადამიანის ცხოვრებაში ხდება, მეც მაქვს სურვილები, რომლის ასრულებაც ვერ მოვახერხე, მაგრამ ბევრი რამ ამისრულდა.
- "თანდაყოლილი სიფრთხილე, კომფორტის სიყვარული და ფინანსური ალღო ახასიათებს".
- ხან როგორ ხდება და ხან - როგორ. არ შეიძლება, ადამიანი ყოველთვის ერთნაირ განწყობაზე იყოს. ზოგჯერ ძალიან ფრთხილი ვარ, ზოგჯერ - პირიქით, ვრისკავ.
- ხშირად რისკავ?
- არა.
- ფინანსურ ალღოზე რას იტყვი?
- არ ვიცი, ეგ რას ნიშნავს (იცინის)? ვერ ვხვდები, რა არის. აბა, სად მსახიობი და სად ფინანსური ალღო? კომფორტი მიყვარს ადამიანებთან ურთიერთობაში.
- "ის ყოველთვის თათებზე ეცემა".
- შეიძლება, ასეც ითქვას. წარსულში მტკივნეული მარცხი არ მქონია. ყოველთვის ვცდილობ, რთული სიტუაციიდან ისეთი გამოსავალი ვიპოვო, რომ ნაკლებად დავზიანდე და ამას თათებზე დაცემა თუ ჰქვია, არ ვიცი.
- "სიღრმეებში ჩაძიება არ აინტერესებს. მშვიდი და მარტივად ცხოვრება ურჩევნია".
- ვერ დავეთანხმები. მე ყოველთვის სიღრმე მაინტერესებს. მშვიდი ცხოვრება კომფორტია, მაგრამ არ ვიცი, მარტივი ცხოვრება როგორია.
- მდინარის საწინააღმდეგო მიმართულებით ხშირად "მიცურავ"?
- სულ დინების საწინააღმდეგოდ ვცურავ. არც სტერეოტიპებს ვამსხვრევ და არც საზოგადოებაში დამკვიდრებულ დოგმებს ვეწინააღმდეგები. უბრალოდ, გამოდის, რომ საწინააღმდეგო მიმართულებით ვცურავ - ეს ბუნებრივად ხდება და არა გამიზნულად.
- "ელიტური ჭორების ცენტრში ყოფნა უყვარს. თავად ძალზე დახვეწილი და ფრთხილია".
- ტყუილია.
- "უყვარს მასპინძლობა და ლამაზი საღამოების ორგანიზება".
- მეგობრებთან ერთად ყოფნა მიყვარს. მასპინძლობა ხშირად არ მიწევს. ცუდი კულინარი ვარ, თან - ძალიან ცუდი.
- "ამ ადამიანში ღრმადაა გამჯდარი მაღალი წრის საზოგადოების სიყვარული. შეიძლება ითქვას, რომ რაღაც დოზით სნობია".
- ასტროლოგები ისევ ცდებიან. ჩემთვის ასეთი რამ მნიშვნელოვანი არ არის.
- "განათლება და ერუდიცია ამ საზოგადოებაში თავის დასამკვიდრებლად სჭირდება".
- წინა დახასიათებიდან გამომდინარე, ამ შემთხვევაშიც ვერ დავეთანხმები ასტროლოგებს.
- "იშვიათად კარგავს წონასწორობას. მას არ ახასიათებს აფექტური ქმედებები".
- პირიქით, წონასწორობას ხშირად ვკარგავ. მიზეზი სხვადასხვაგვარია. ამ ბოლო დროს ბევრი რამ მაღიზიანებს. ადამიანი ხმამაღლა რომ ლაპარაკობს, არ მსიამოვნებს. შემიძლია, მივიდე და მივუთითო, რომ ცუდად იქცევა.
- "ყველაზე მეტად სკანდალი და ხმაურიანი გარჩევები ეზიზღება".
- მართალია, მსგავსი რამ არ მიყვარს.
- "ყოველთვის იცის, რა უნდა და როგორ მოიპოვოს მისთვის სასურველი ... განაგრძეთ კითხვა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
მსგავსი სიახლეები
"დოჩი ძალიან მეხმარება ცხოვრებაში - თუ ფროდოსთან ეს მტაცებლური ხერხი გაამართლებს, მერე ცხოვრებაშიც დავხვეწავ"
"ჩემი მეუღლე ახლა რუსეთშია, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში"
"დამილაგებია კიდეც, ჭურჭელიც გამირეცხავს და ყველაფერი გამიკეთებია, რაც საჭირო ყოფილა, თუ ქალს იმ მომენტში არ სცალია"
+VIDEO|პირველ თიზერში სასულიერო პირების გამოჩენას დიდი კრიტიკა მოჰყვა
"მე თუ ფლირტს ვიწყებ, იმ ადამიანთან ურთიერთობას აუცილებლად გრძელვადიან პერსპექტივაში ვხედავ"
"მადლობა ღმერთს, რომ ეს ყველაფერი განვიცადე! სწორ დროს სწორ ადგილას აღმოვჩნდი"
"პერსონაჟის სახელი და გვარი რომ გავიგე, სიცილისგან გადავბჟირდი"
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
23:19 / 24-11-2017  Image რა მდომარეობაში არიან "მის საქართველოს" კონკურსანტები, რომლებიც ხაძრის დროს სასტუმროში იმყოფებოდნენ - უახლესი ცნობები ბათუმიდან
+VIDEO| "მის საქართველოს" ყველა კონკურსანტი, რომელიც ხანძრის დროს სასტუმრო "ლეო გრანდში" იმყოფებოდა
22:35 / 24-11-2017  Image არის თუ არა გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის დროს დაკავებული პირი სუხო დუდაევი - ადვოკატის კომენტარი
ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის დროს დაკავებული პირის ადვოკატი იმედა ქარქაშაძე
10:50 / 24-11-2017  Image „მონოლით ჯგუფის“ აქცია - ბინა თვეში 780 ლარიდან და საჩუქარი!
Monolith Residence Ortachala 9 სართულიანი პრემიუმ კლასის კომპლექსია
23:12 / 24-11-2017  Image სოფლები და თბილისის უბნები, სადაც ხვალ დენის მიწოდება შეიზღუდება
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, "ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტების ნაწილს ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება
20:19 / 24-11-2017  Image დაშორდა თუ არა ნიკა ალასანიას ლიკა ევგენიძე და ვის ხვდება ამჟამად ტელეწამყვანი
რამდენიმე კვირის წინ, თბილისში ლიკას ახალ სიყვარულზე ალაპარაკდნენ
პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
2017-10-15 07:45:43
ბავშვის აღზრდა რთული და ხანგრძლივი...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49