კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
11:45 / 17-03-2016
"აუცილებლად წავიკითხავ "ვეფხისტყაოსანს" - რა იცის საქართველოზე შოთა რუსთაველის ორეულმა ბრიტანელმა მოდელმა
"ქართველი პოეტი შოთა რუსთაველი და მე აშკარად დაბადებისას განგვაცალკევეს. ანუ გამოდის, ახლა 800 წლის ვარ", - წერს ბრიტანელი მოდელი რიჩარდ ბიედული თავის ფეისბუქ-გვერდზე და ფოტოს აქვეყნებს, სადაც მასსა და რუსთაველს შორის საოცარი მსგავსებაა. sova.news-მა ბრიტანელ მოდელთან ამ საკითხზე ინტერვიუ ჩაწერა:

- შენ ქართული ინტერნეტსივრცე ააფეთქე. ყველა აზიარებს შენს ფოტოს, სადაც შოთა რუსთაველს გაჭრილი ვაშლივით ჰგავხარ. ელოდი, რომ შენს ხუმრობას ასეთი შედეგი ექნებოდა?
- ფოტო ვნახე ინტერნეტში და საკუთარ გვერდზე დავდე. ვერც წარმოვიდგენდი, რომ ასეთ ემოციებს გამოიწვევდა ქართველებში.

- მოგწონს გარეგნულად შოთა რუსთაველი?
- კი! ვერ ვიჯერებ ასეთ მსგავსებას. ტანსაცმელიც კი მსგავსია. წარმოუდგენელია, რომ 800 წლის წინ ცხოვრობდა.

- როგორ შეიტყვე მის შესახებ?
- ფოტოზე მომნიშნეს, შემდეგ კი დავგუგლე მისი სახელი.

დაათვალიერეთ ფოტოგალერეა

- ალბათ დაგაინტერესა მეტის გაგება ადამიანზე, რომელსაც ასე გავხარ. გაქვს სურვილი წაიკითხო მისი პოემა "ვეფხისტყაოსანი"?
- ვიკიპედიაზე წავიკითხე მის შესახებ, თუ რამდენად მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა საქართველოს ისტორიაში. ჯერ არ მომცემია საშუალება "ვეფხისტყაოსანის" წაკითხვის, მაგრამ რამდენიმე დღეში გერმანიაში მივდივარ და აუცილებლად წავიკითხავ პოემას თვითმფრინავში.

- გყავს ქართველი მეგობრები? რა იცი ზოგადად ამ ქვეყნის შესახებ?
- საქართველოზე ცოტა რამ ვიცი და მგონი, არც ქართველს ვიცნობ არავის. თუ არ ჩავთვლით ცნობილ ფეხბურთელ გიორგი ქინქლაძეს, რომელიც მანჩესტერ სითიში თამაშობდა, როდესაც ახალგაზრდა ვიყავი. ძალიან მაგარი ფეხბურთელი იყო და ყველას უნდოდა მას დამსგავსებოდა.

- გაქვს საქართველოს მონახულების სურვილი? იქ უკვე მრავალრიცხოვანი ფანკლუბი გელის.
- რასაკვირველია. თქვენს ქვეყანას ძალიან მდიდარი ისტორია აქვს და მინდა მეტი შევიტყო მის შესახებ პირველწყაროდან.

- მოგვიყევი შენს შესახებ. რამდენი ხანია სამოდელო ბიზნესში ხარ?
- სანამ მოდელი გავხდებოდი, ხუთი წელი ლონდონში ადვოკატად ვმუშაობდი. შემთხვევით სამოდელო სააგენტოს აგენტმა შემამჩნია პაბში. უკვე სამი წელია მოდელი ვარ და ეს საოცარი გამოცდილებაა. მსოფლიო მოვიარე და ბევრი კარგი ადამიანი გავიცანი. ისეთ ბრენდებთან
You must have Flash Player installed in order to see this player.
მაქვს ნამუშევარი, როგორიცაა "არმანი", "კანალი" და "ლა პერლა".

- რას ეტყოდი შოთა რუსთაველს, მასთან შეხვედრა რომ შეგძლებოდა?
- ალბათ ვკითხავდი, სად შეიძინა თავისი არაჩვეულებრივი ქუდი. მეც მინდა ასეთი!

მომზადებულია sova.news-ს მიხედვით

“Shota Rustaveli and I were clearly separated at birth” – British model on his similarity with Georgian poet
17:11 / 18-03-2016
"...მან დღევანდელი ქართული,
ვეღარა იცნოს ხმაზედა,
ბატის ფრთას გადააგდებდა,
ხელსა იკრავდა ხმალზედა.
ვერც ბერი იცნოს, ვერც ერი,
აიწეოდა ჭკუაზედა!.."
შოთას აზრი
16:40 / 18-03-2016
მართლაც ძალიან გავს, რუსთაველის პორტრეტს.
უბრალოდ სახალისოა და რა საჭიროა ამდენი ფილოსოფია.
თუმცა ყველას თავისი აზრი აქვს....
ია
მსგავსი სიახლეები
დადიოდა ჭორები ქსენიას და ჯასტინ ბიბერის სასიყვარულო ურთიერთობაზე
მსოფლიოს ქალთა გულთამპყრობელმა ლეონარდო დიკაპრიომ კიდევ ერთი სუპერმოდელი გოგო გაიჩინა შეყვარებულად
ჟურნალ "ფორბსზე" დაყრდნობით იმ ციფრებს გაგაცნობთ, რომელსაც სუპერმოდელები სილამაზის წყალობით ეუფლებიან
ერთ-ერთ შოუში მონაწილეობის პერიოდში შეიტყო, რომ მალე დედა გახდებოდა
სუპერმოდელი ბარ რაფაელი შვილის დაბადებას ელოდება
წელს მსოფლიოში ცობილი ჟურნალი ”ვოგი” ასი წლის იუბილეს აღნიშნავს
+VIDEO იაზემინა მალიბუში ოკეანის ნაპირზე ნაქირავებ სახლში ცხოვრობს
VIDEO+PHOTO| ფოტოები შოთა რუსთაველის ბრიტანელი ორეულის, მოდელ რიჩარდ ბიედულის "ფეისბუქის"
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
18:53 / 29-07-2016  Image "უთხრეს რომ გიო ცოცხალია და ყველაფერი კარგად იქნება" - მძიმე ავარიაში მოყოლილი გიორგი ლომინაძე და მისი მეუღლე კომიდან გამოვიდნენ
"გიორგი ლომინაძეს ორი დღეა ღვიძავს და ტკივილებს მხოლოდ გამაყუჩებელით უყუჩებენ"
21:53 / 29-07-2016  Image ქართველი ბიჭის აღსარება, რომელიც იტალიის ციხეში ქურდობისათვის სასჯელს იხდიდა
AMBEBI.GE იტალიიდან| "იმდენი შეცდომა დავუშვი, უფლება არ მაქვს, ვინმეს ჭკუა დავარიგო"
12:38 / 30-07-2016  Image კრისტინა აგილერას კონცერტს მგლები ემუქრებიან - მონადირეებმა Black Sea Arena-სთან მტაცებლების ბუნაგი აღმოაჩინეს
ორი მგელი ლიკვიდირებულია, 7 ბოკვერი კი მონადირეებმა ცოცხლად აიყვანეს
17:52 / 29-07-2016  Image "ქართული ოცნების" ახალი სახეები 2012 წელს "ნაციონალურ მოძრაობას" აფინანსებდნენ - ick.ge
დავით სონღულაშვილი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე "ნაციონალური მოძრაობის" აქტიური მხარდამჭერი იყო
12:37 / 29-07-2016  Image "მაიამ ციხეში ტანსაცმლისა და თეთრეულის გამოცვლა მოითხოვა, პასუხად - ფხვნილს მოგცემთ და გარეცხეო" - ვახტანგ რჩეულიშვილის მიმართვა
"გინდ დამიჭირონ და გინდ დამხვრიტონ, აწი ფეხებზე მკიდია!"
კვირის ყველაზე კითხვადი
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49