რობი უილიამსის გარდა საქართველოს, სავარაუდოდ, ეროს რამაზოტიც ეწვევა

რობი უილიამსის გარდა საქართველოს, სავარაუდოდ, ეროს რამაზოტიც ეწვევა

ბრიტანელი მომღერლის, რობი უილიამსის გარდა, საქართველოში შესაძლოა კიდევ ერთი მსოფლიო ვარსკვლავი, პოპულარული იტალიელი მომღერალი ეროს რამაზოტიც ჩამოვიდეს.

"ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, რამაზოტის სტუმრობა იმ პროექტის ფარგლებში იგეგმება, რომელიც საქართველოში უმაღლესი კლასის არტისტების ჩამოყვანას ითვალისწინებს.

აღნიშნული მიზნით კულტურის სამინისტროსთვის თანხის გამოყოფის საკითხზე მთავრობა დღევანდელ სხდომაზე მსჯელობს.

არსებული ინფორმაციით, მსოფლიო ვარსკვლავების საქართველოში ჩამოყვანა საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წლისთავთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში მოხდება.

იხილეთ ასევე: რობი უილიამსი საქართველოში - როდის უნდა ელოდოს "ვარსკვლავთცვენას" ქართველი მსმენელი

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება