"ფოტოებს იღებს და მიგზავნის, ამით მამწარებს" - სალომე ჭაჭუას ნივთები, რომელთან შეხებაც აკრძალულია

"ფოტოებს იღებს და მიგზავნის, ამით მამწარებს" - სალომე ჭაჭუას ნივთები, რომელთან შეხებაც აკრძალულია

გადავწყვიტე გამერკვია - სცენაზე საოცრად დახვეწილ, მოქნილ, სექსუალურ სალომე ჭაჭუას როგორი გემოვნება აქვს. მუდმივად სამუშაო რეჟიმში მყოფ მოცეკვავეს სტუდიაში ვესტუმრე. როგორც სალომემ მითხრა, მას და მის მეწყვილეს ტურნირებზე კარგი შედეგისთვის მიუღწევიათ: მოცეკვავეთა მსოფლიო ასეულში, 89-დან 79-ე ადგილზე გადასულან და ნელ-ნელა საუკეთესო ორმოცდაათეულისკენ მიიწევენ...

- სალომე, სავარჯიშო სამოსის შერჩევას დიდ ყურადღებას უთმობ?

- კი, რადგან სპორტული სამოსი ძალიან მიყვარს. მაგალითად, შეიძლება, მაღაზიაში ფეხსაცმლის ან გამოსასვლელი კაბის საყიდლად წავიდე, მაგრამ შინ სპორტული სამოსით ხელში დავბრუნდე. ადრე "ჯინსების" მანია მჭირდა და შემეძლო, ერთდროულად ჯინსის 10 შარვალი მეყიდა. ახლა იგივე მჭირს სპორტულ სამოსზე.

- ისეთი ტანსაცმელი თუ გაქვს, რომელსაც მხოლოდ რეპეტიციაზე იცვამ?

- კი, როგორ არა! სამეჯლისო-სპორტული ცეკვების ყველა მო­ცეკვავეს თავისი სავარჯიშო კოს­ტიუმები აქვს. სპორტული სამოსი კიდევ სხვაა - მაშინ ვიცვამთ, როცა ფიზიკურ მომზადებას, ბალეტის კლასს გავდივათ. როცა მეწყვილესთან ერთად ვცეკვავ, კაბა მაცვია, რომელსაც ან ვაკერვინებ, ან უცხოეთში ვყიდულობ. როგორი კაბაც ტურნირზე უნდა ჩავიცვა, ისეთი სტილის სავარჯიშო კოსტიუმი მაქვს, რომ მერე, ტურნირზე დისკომფორტი არ ვიგრძნო. თან, ეს კაბები ძალიან ლამაზი და დახვეწილია - სამეჯლისო-სპორტულ ცეკვას უხდება.

- როგორი სტილის სადღესასწაულო სამოსი მოგწონს?

- საერთოდ, გამოსასვლელი კაბები ძალიან მომწონს, მაგრამ ბევრი არ მაქვს: თბილისში ისეთი საღამოები ხშირად აღარ იმართება, სადაც ასეთი სამოსის ჩაცმაა საჭირო. მოკლე კაბები უფრო მეტად მომწონს. საერთოდ გრძელ ან მოკლე გამოსასვლელ კაბას ვიცვამ, საშუალო სიგრძის იშვიათად მაცვია. ლეოპარდის პრინტი ძალიან მიყვარს. სისულელე იქნება, რომ მთლიანი კაბა ლეოპარდის პრინტით "გავაკეთო", მაგრამ ხშირად, რაღაც დეტალს მაინც ვიყენებ.

- სამკაულს იშვიათად იყენებ?

- იშვიათად ვიყენებ, მაგრამ სამკაული ძალიან მიყვარს. ბევრი ბიჟუტერია მაქვს: საყურეები, ყელსაბამები, ბეჭდები...

წაიკითხეთ სრულად

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება