"ჩვეულებრივი ქართველი ვარ" -"ტიფლისისა" და "ქერჩის" რეჟისორის სიყვარული და რისკი

"ჩვეულებრივი ქართველი ვარ" -"ტიფლისისა" და "ქერჩის" რეჟისორის სიყვარული და რისკი

ქართველი კინორეჟისორის, სცენარისტისა და ოპერატორის ლევან დაბრუნდაშვილის დებიუტი ჯერ კიდევ 2011 წელს "ანოს და ვანოს თავგადასავლით" შედგა, თუმცა ცნობილი სერიალ "ტიფლისის" ტელეკომპანია GDS-ის ეკრანზე გამოჩენის შემდეგ გახდა. სერიალმა ერთბაშად მოიპოვა მაყურებლის სიმპათიაც და სიყვარულიც. შემდეგ იყო კიდევ ერთი მაღალმხატვრულად გადაღებული სერიალი "ქერჩი". დღეს ჩვენი სტუმარი ლევან დაბრუნდაშვილია.

- ბატონო ლევან, გვიამბეთ თქვენ შესახებ...

- ლევან დაბრუნდაშვილი ვარ, პროვინციელი, ჩვეულებრივი ქართველი, რომელსაც ძალიან უყვარს კინო და ემსახურება ამ საქმეს დიდი სიყვარულით.

- თქვენი სარეჟისორო დებიუტი 2011 წელს "ანოს და ვანოს თავგადასავლით" შედგა...

- ეს ფილმი იყო ჩემთვის პირველი გამოწვევა, ძალიან რთული იყო, რადგან ამ სფეროში არანაირი განათლება არ მქონდა, მოკლედ, თვითნასწავლი ვიყავი... მაინც გავრისკე. გადაღების დროს ძალიან ვნერვიულობდი, რადგან 1984 წლის მერე საქართველოში არანაირი საბავშვო პროექტი არ განხორციელებულა, მითუმეტეს ზღაპარი. ამ გადმოსახედიდან მეცინება ამ პროექტზე, მაგრამ მაშინ ძალიან განვიცადე, თუმცა მაყურებლიდან ძალიან დადებითი ემოცია წამოვიდა, ამან გამათამამა, დავიწყე და დავიწყე... როგორც ვიცი, იმჟამად კინოთეატრებში შემოსავლების თვალსაზრისით, ამ ზღაპარმა რეკორდი მოხსნა. თუმცა, გამოხმაურება მოჰყვა მაყურებელში და არა მედიასივრცეში. სიმართლე გითხრათ ერთი ინტერვიუც კი არავის აუღია (იღიმს).

- "ანოს და ვანოს თავგადასავალმა" გაგაბედინათ, რომ სერიალი "ტიფლისი" გადაგეღოთ?

- სერიალ "ტიფლისამდე" არაერთი პროექტი გავაკეთე. "ტიფლისი" ეს იყო ჩემი საოცნებო სამყარო და ეპოქა. ჩემთვის ძალიან საინტერესოა იმ პერიოდის დედამიწა, არამარტო თბილისი, არამედ ლონდონი, პარიზი ან ნებისმიერი სხვა ქალაქი. როგორც დამწყებ რეჟისორს, ამ სერიალმა ძალიან ბევრი რამ მომიტანა, დიახ, მე ახლაც თავს დამწყებ რეჟისორს ვეძახი და კიდევ დიდხანს დავუძახებ, მანამ, ვიდრე ბევრად მნიშვნელოვან საქმეს არ გავაკეთებ. ძალიან დიდი შრომა ჩავდეთ ამ პროექტში, მაგრამ სერიალმა ეს დიდ სიყვარულად დაგვიბრუნა. შეცდომები იყო, რაც ბუნებრივია, რადგან ეს მიმართულება, ფაქტობრივად, არ არსებობს ქვეყანაში და შეცდომების გარეშე წინ ვერ წავალთ.

- რატომ მაინც და მაინც მე-19 საუკუნის ეპოქა და საიდან წამოვიდა ამ ფილმის შექმნის იდეა?

განაგრძეთ კითხვა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება