კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
09:58 / 21-03-2016
სილამაზის ეტალონების ფარული ნაკლოვანებები: რა არ მოსწონდათ საკუთარ თავში ლეგენდარულ ვარსკვლავებს
ფსიქოლოგიაში არსებობს ასეთი ტერმინი: "მერლინ მონროს სინდრომი". სექს-სიმბოლო საკუთარ თავს უშნოდ მიიჩნევდა... მარლენ დიტრიხი თავის ცხვირს ვერ იტანდა, ლიზ ტეილორი ზედმეტ წონას ებრძოდა, ოდრი ჰეპბერნი კი რეჟისორებს ტანჯავდა სახის მომგებიანი რაკურსის შერჩევისას გადაღების დროს. მოდით, დაწვრილებით განვიხილოთ ბევრი ქალის კერპების ეს "საშინელი" ნაკლოვანებები:

ლიზ ტეილორი - ზედმეტი წონა
ქალი, რომელსაც მილიონობით ადამიანი ეთაყვანებოდა, სინამდვილეში, გამუდმებით იბრძოდა საკუთარი სილამაზისთვის. ელიზაბეთს ზედმეტი წონისადმი მიდრეკილება და შესაშური მადა ჰქონდა. იმ დროს, როდესაც ტეილორი კინოოლიმპის სიმაღლეებს იპყრობდა, გამხდარი ქალები მოდაში არ იყო, ამიტომაც, ლიზის მომრგვალებული ფორმები უფრო ღირსებად ითვლებოდა, ვიდრე ნაკლოვანებად. თუმცა, ასაკთან ფორმების მადისაღმძვრელ ჩარჩოში შეჩერება მას სულ უფრო უჭირდა.

ცნობილია ფაქტი, როდესაც ტეილორის მეუღლემ და მისი ცხოვრების უდიდესი სიყვარულმა რიჩარდ ბარტონმა "კლეოპატრას" გადასაღებ მოედანზე მსახიობი პირველად იხილა, განაცხადა, რომ იგი ამ როლისთვის მსუქანია. რა თქმა უნდა, მოგვიანებით, მონუსხულმა ბარტონმა საკუთარი სიტყვები უკან წაიღო. პრობლემური ზონის დასაფარად, ლიზი და მისი კოსტიუმერები ექსპლუატაციას უწევდნენ დივას ღირსებებს. კაბებს მყარი კორსეტები და ღრმა დეკოლტეები ჰქონდა. 1970-იან წლებში მსახიობის წონა კონტროლს აღარ ექვემდებარებოდა. მას შემდეგ, რაც ფილმისთვის "ვის ეშინია ვირჯინია ვულფის?" 10 კილოგრამის მომატებამ მოუწია, უწინდებურ ფორმას ვეღარ დაუბრუნდა.

ვივიენ ლი - უშნო ხელები
ვივიენ ლის სილამაზესთან ერთად, უზადო გემოვნება და სტილი ჰქონდა. მსახიობმა ელეგანტურობის ეტალონის სტატუსი გარკვეულწილად, ნატიფი აქსესუარებისადმი სიყვარულის წყალობით მოიპოვა. ვივიენი პუბლიკის წინაშე ხელთათმანების გარეშე, ფაქტობრივად, არ ჩნდებოდა. თუმცა, ცოტამ თუ იცის, რომ ამ გზით არა მხოლოდ დახვეწილი სტილის შეგრძნებას ავლენდა, არამედ, ცდილობდა, უცხო თვალისგან თავისი მთავარი ნაკლოვანება დაემალა: მსახიობი თვლიდა, რომ ძალიან უშნო ხელები ჰქონდა.

უნდა ითქვას, რომ ვივიენის მოსაზრებას მის გარემოცვაში არავინ იზიარებდა. მსახიობი კი ხელების დაფარვის მიზნით ყველა ხერხს მიმართავდა, იკეთებდა რამდენიმე ბეჭედს ერთდროულად. ის ფაქტი, რომ ამით კიდევ უფრო უსვამდა პრობლემურ ზონას ხაზს, კინოდივას ნაკლებად ადარდებდა.

მარლენ დიტრიხი - ფართო ცხვირი
რომანტიკული ქალურობის ეტალონად მარლენ დიტრიხი საკუთარ თავზე გულმოდგინედ მუშაობის წყალობით იქცა. ფილმის "ცისფერი ანგელოზი" გადაღებამდე მარლენი სრულიად არაეფექტური და ცუდი აღნაგობის გახლდათ. ჰოლივუდის დასაპყრობად მან საგულდაგულოდ შეიცვალა იმიჯი: თმა ქერად შეიღება, რამდენიმე კბილი ამოიღო, რათა სახე უფრო გამხდარი გამოჩენოდა, იცავდა მკაცრ დიეტას. თუმცა, მსახიობის გარეგნობაში იყო ერთი დეტალი, რომლის წინაშეც იგი უძლური იყო. მარლენს არაპროპორციული, ფართო ცხვირი ჰქონდა.

კადრში ლამაზად გამოსაჩენად, სწორი რაკურსი იყო შესარჩევი, ფოტოზე კი - საჭირო კუთხე და განათება. ცხოვრებაში ამ ნაკლოვანების დასაფარად, მარლენი მაკიაჟის ხრიკებს მიმართავდა, რომელიც სპეციალურად მისთვის ლეგენდარულმა მაქს ფაქტორმა შეიმუშავა. იგი სხვადასხვა ელფერის ფერუმარილებს ისვამდა ცხვირზე. სხვადასხვა ადგილებს ითეთრებდა და იმუქებდა, რაც ცხვირს ვიზუალურად თხელს აჩენდა.

გრეტა გარბო - თხელი ტუჩები
ამ ვარსკვლავს, ფაქტობრივად, სახის იდეალური პროპორციები ჰქონდა. როდესაც გრეტა ჰოლივუდში კინოსინჯებზე ჩავიდა, ყველა აღფრთოვანებული იყო მისი ჰარმონიული გარეგნობით. თუმცა, ანტიკური ქალღმერთების პარამეტრების მქონე დივას ერთი
You must have Flash Player installed in order to see this player.
წუნი მაინც აღმოაჩნდა - გარბოს ძალიან პატარა პირი და თხელი ტუჩები ჰქონდა.

ამ ნაკლოვანების დასაფარად, ვარსკვლავმა შენიღბვის ხერხს არ მიმართა. ის არასოდეს იხატავდა ტუჩების კონტურს საკუთარი ანატომიური ხაზის მიღმა. გარბომ თავისი თხელი ტუჩები იმიჯის ნაწილი გახადა. მკვეთრ წითელ პომადას ისვამდა და კონტურს ზუსტად ტუჩის ხაზს აყოლებდა. შედეგად, მისი პერიოდის ქალებისთვის თხელი ტუჩები მოდური გახდა.

ოდრი ჰეპბერნი - კვადრატული სახე
გრაციოზული, ჰარმონიული, სათუთი... დღეს ყველა ასე მოიხსენიებს ოდრი ჰეპბერნს - თავისი დროის აღიარებულ ლამაზმანს. თუმცა, ცოტა ვინმემ თუ იცის, რომ ოდრის საკუთარი თავი ლამაზად არ მიაჩნდა და უკვირდა, როდესაც მისი გარეგნობით აღფრთოვანდებოდნენ. მან იცოდა, რომ გრძელი ცხვირი, ფეხის დიდი ზომა და ბრტყელი მკერდი აქვს... მაგრამ ყველაზე დიდ უსიამოვნებას მას სახის მოყვანილობა ანიჭებდა: ფართო, გამოკვეთილი ყვრიმალებით, რომელიც გადაღებისას გარკვეულ რაკურსს მოითხოვდა.

ის, რომ ამ სანუკვარი რაკურსის ძიებას არაერთი საათი სჭირდებოდა, ყველა მასთან მომუშავე რეჟისორისთვის ცნობილი იყო, როდესაც ჰეპბერნი პოპულარობის ზენიტში იმყოფებოდა და საკუთარი პირობების წაყენება შეეძლო. სახის ფორმის ვიზუალური კორექციისთვის ოდრი მაღალ ვარცხნილობებსა და თავსაბურავებს ატარებდა.

AMBEBI.GE-სთვის მოამზადა დუდანა ზაქარაიამ
20:28 / 22-03-2016
მაკას ვეთანხმები.ოდრი გამორჩეულია მართლაც. ის რაღაცნაირ შინაგან სილამაზეს ასხივებს, რომელიც გარეგნულს ჩრდილავს.
მაშიკო
17:39 / 21-03-2016
ლიზ ტეილორი ჩემი საყვარელი მსახიობია, სილამაზისა და ქალურობოის ეტალონი. ალბათ მერილინთან ერთად მსოფლიოს ულამაზესი ქალი!!!
ruska
მსგავსი სიახლეები
+PHOTO ცნობილ ვარსკვლავებსაც კი აქვთ თანდაყოლილი, ან მოგვიანებით შეძენილი დეფექტები
ეს კლეოპატრას ყველაზე საყვარელი და ცნობილი რეცეპტია
ქალის წელის დიდი მოყვანილობა ნაყოფიერებასა და სიმდიდრეზე მიუთითებს
ვარჯიშები, რომელსაც დღეს გაგაცნობთ, შემუშავებულია ”ბოდიფლექსის” ტექნოლოგიით
დაგჭირდებათ პატარა შუშის ბოთლი და ტუშის სუფთა ფუნჯი
"გოგონა ბემბის თვალებით" გამოჩნდა თუ არა კინოეკრანებზე, მაყურებლის გული
ოლი ტრეზისს, რომელიც მხოლოდ ორი წლისაა, იშვიათი ფიზიკური ნაკლი აქვს
ოდრი ჰეპბერნის უმცროსი შვილი ლუკა დოტი ინტერვიუში ყვება, თუ როგორ უვლიდა დედამისი თავს
+PHOTO ქალები საოცარ ხერხებს მიმართავდნენ საკუთარი სილამაზის შესანარჩუნებლად
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
10:52 / 30-06-2016  Image როგორ გამოიყურება ახალი ორსართულიანი მატარებელი, რომელიც მგზავრებს თბილისი-ბათუმის მიმართულებით მოემსახურება
+PHOTO| ახალი მატარებელი საქართველოში 17 ივლისს შემოვა
12:04 / 30-06-2016  Image "ცეკვის ილეთების უმეტესობა ქართულია" - როგორ ასაღებენ ქართულ ცეკვებს თურქული კულტურის ნაწილად
წლებია, თურქულ სცენაზე ქართული მუსიკის ფონზე ტრადიციული ქართული ცეკვები სრულდება
09:55 / 30-06-2016  Image ”ხალიკ ბანკი საქართველოს“ კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი - მაჯის საათი watch2pay უკონტაქტო გადახდის სისტემით
შვიდი წელი გავიდა მას შემდგომ, რაც საქართველოში პირველი უკონტაქტო გადახდა შესრულდა
11:31 / 30-06-2016  Image მაგდა პაპიძის დაკითხვა საქალაქო სასამართლოში დაიხურა
ბრალდებულ მაგდა პაპიძის დაკითხვა საქალაქო სასამართლოში დაიხურა
22:53 / 29-06-2016  Image "სულხან მოლაშვილს მეუღლის სახლიდან გაასვენებენ, რადგან საკუთარი აღარაფერი დაუტოვეს"
"მოლაშვილზე სისტემატური ძალადობა ხორციელდებოდა"
კვირის ყველაზე კითხვადი
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49