კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
შრიფტი
12:26 / 23-03-2016
Dolce & Gabbana-ს რჩეული ქართველი მოდელი "ცეკვავენ ვარსკვლავების" მოცეკვავეზეა შეყვარებული
20 წლის ანა ახვლედიანი ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართველი მოდელია. ქუთაისელი მოდელი მას შემდეგ გახდა ცნობილი საზოგადოებისთვის, როცა მილანში ფოტოგრაფმა ნიკოლა ბორისოვმა ხუთასამდე პროფესიონალ მოდელს შორის აარჩია დოლჩე და გაბანას სარედაქციო სტატიისთვის. სწორედ მან უწოდა ანას ლივ ტაილერისა და ბიანკა ბალტის ნაზავი. მისი წარმატების შესახებ მაშინ ბევრი გამოცემა წერდა, რომ ჩვეულებრივი ქართველი სტუდენტი გოგონა "დოლჩე და გაბანას" სახლის ფავორიტი გახდა.

როგორც აღმოჩნდა, ანა რომელიც დროის დიდ ნაწილს საქართველოს ფარგლებს გარეთ ატარებს, ქართველ ბიჭზეა შეყვარებული. ეს ბიჭი კი მოცეკვავე ოთო ფოლადაშვილი გახლავთ. ოთო ფოლადაშვილმა სახელი "ცეკვავენ ვარსკვლავებში" მონაწილეობით გაითქვა. მისი ყველა ბიჭს შურს, რადგან სხვადასხვა სეზონზე სულ ცნობილ გოგონებს უწევდა პარტნიორობას - ნუკი კოშკელიშვილს, რუსკა მაყაშვილს, იულია ქავთარაძეს, ნინი ნებიერიძეს, და ბოლოს მისი მეწყვილე ნინი ბადურაშვილი იყო.

ანა ახვლედიანმა მისი და ოთოს სიყვარულის შესახებ, რომელიც სულ ერთი წელია დაიწყო, ჟურნალ "სარკეს" უამბო. წყვილის ფოტოები "ფეისბუქზე" მათ პირად გვერდებზეც ვრცელდება და ისინი სიყვარულში დაუფარავად უტყდებიან ერთმანეთს:

"ოთო ძალიან კარგი ადამიანია, ძალიან საყვარელია. ერთი წელია
ვიცნობ. მეც მასავით გიჟი ვარ, როცა ოთოსთან ვარ, მგონია, რომ ჩემი ადამიანი ვიპოვე, მისით ვსუნთქავ. უბრალოდ მიჩვეული კი არ ვარ, როცა ოთოსთან ვარ, ძალიან კარგად ვარ.

- თქვენი სიყვარულის ამბავი როგორ დაიწყო?
- ძალიან სასაცილო ისტორიაა. ოთო ვალენტინობა დღეს გავიცანი "მისტერ ვალენტინის" ფართიზე. დაქალთან ერთად ვიყავი მისული. ტელევიზორს ფაქტობრივად, არ ვუყურებ და არ ვიცოდი, ვინ იყო. ფართიზე ძალიან მომწყინდა და დაქალს ვუთხარი, წავიდეთ, აღარ მომწონს-მეთქი. მითხრა, ვერსად წავალთ, აქ ოთო ფოლადაშვილია და უნდა გაიცნოო. გამიკვირდა, ეგ ვინ არის-მეთქი. ამიხსნა, რომ მოცეკვავე იყო და პროექტი "ცეკვავენ ვარსკვლავები" ჰქონდა მოგებული.

ყოველთვის, სადაც უნდა ვიყო, შუბლზე "არა" მაწერია, ამიტომ შანსი არ იყო, ოთო თავად მოსულიყო ჩემ გასაცნობად. დაქალმა მითხრა, ცოტა ისე მოიქეცი, რომ აგრძნობინო, მისი გაცნობა გინდა, გახედე მაინცო. გავხედე და მისკენ წავიწიე კიდეც, მაგრამ აღმოჩნდა, რომ საერთოდ სხვა ბიჭისკენ წავედი, მეგობარმა მომაბრუნა. მერე ოთო მოვიდა და ჩემთან იცეკვა", - ყვება ანა ინტერვიუში.

ქეთი დინოშვილი
ჟურნალი "სარკე"
15:14 / 25-03-2016
.....
0
ამაზე ლამაზი რაღა უნდა იყოს
02:52 / 25-03-2016
გივი)))
0
ისეთი ლამაზიაა რომ, უბრალოდ სიტყვები არ მყოფნის... :) მარა ასეთი ლამაზი ქართველი ბევრია !
მსგავსი სიახლეები
+PHOTO| ანა და გიგი თავიანთ ურთიერთობას არ მალავენ
მოდელი ანა ახვლედიანი სექსუალურ საცვლებში. ფოტოები სოციალური ქსელიდან
+PHOTO| "ბედნიერად ვგრძნობთ თავს. ურთიერთობას არც აქამდე ვმალავდით"
ანა გოჩა ჩერტკოევმა კულისებში ხელში აყვანილი გაიყვანა
ანას შიშველი ფოტო სოციალურ ქსელში გავრცელდა
ანა ახვლედიანი''ბრეივ მოდელ მენეჯმენტის'' მოდელია
პირველი მანქანა საკუთარი შემოსავლით 17 წლის ასაკში იყიდა.
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
15:22 / 18-08-2017  Image Gem Fest-ზე გარდაცვლილი გოგონას დედა "ფეისბუქზე" ემოციურ პოსტს აქვეყნებს
"მენატრები დეე !!!!!! გვენატრები დედიკუნა...გვენატრები..."
21:27 / 18-08-2017  Image გიორგი სიგუას კომენტარი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან გამოსვლის შემდეგ - გამოკითხვის დეტალები
"გაირკვა, რომ არავინ არაფერში ბრალს არ გვდებს და არავინ გვიჩივის"
20:07 / 18-08-2017  Image "ბაჩო ახალაიამ უარი თქვა შემოთავაზებაზე, რომ ბადრაგის თანხლებით მიიყვანონ დედის გასვენებაში" - მიხეილ სააკაშვილი
"ბაჩო ახალაიამ უარი თქვა შემოთავაზებაზე, რომ ბადრაგის თანხლებით მიიყვანონ დედის გასვენებაში" - მიხეილ სააკაშვილი
19:08 / 18-08-2017  Image ჩეჩნეთში 25 წლის მომღერალი დაიკარგა, რომლის სიმღერებიც ჩეჩნური საზოგადოებისთვის მიუღებელი იყო
ჩეჩნეთში ადამიანების გაუჩინარების პროცესი გრძელდება
18:22 / 18-08-2017  Image მუხის კასრი თუ უჟანგავი ფოლადის საღვინე ჭურჭელი? - ორივეს უპირატესობები
ღვინო მუხის არომატებით უფრო მდიდრდება კასრში დავარგების დროს, ვიდრე იგივე კასრში ალკოჰოლური დუღილის ჩატარებისას
პოპულარული კომენტარები
დღის ვიდეო
PALITRATV.GE
You must have Flash Player installed in order to see this player.
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49