კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
09:44 / 28-03-2016
"სულ რომ მელ გიბსონს გადაეღო, ყველა ფილმში შეიძლება რაღაც მოგეწონოს, ან - არა" - როგორ გადაიღეს პირველი ფილმი თამარ მეფეზე
პირველად საქართველოში, ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მონარქის, თამარ მეფის შესახებ ფილმი გადაიღეს. ფილმი "თამარი" კინორეჟისორმა ლევან ლომაშვილმა გადაიღო. ლომაშვილის თქმით, მას მერაბ კოკოჩაშვილის სახელოსნო აქვს დამთავრებული.  კინოსტუდია "ხომლი" კი, რომლის პროდუქციაც არის ახალი ფილმი, 2011 წელს მეგობრებთან ერთად დააარსა...
მეფე თამარზე შექმნილი ფილმის დახურული ჩვენება ცოტა ხნის წინ გაიმართა, თუმცა მას აპრილში მაყურებელი კინოთეატრებში იხილავს.

გადამღები ჯგუფი საზოგადოებას დიდ მეფეზე თავის ვერსიას სთავაზობს, არანაირ პასუხისმგებლობას არ გაურბის და მზად არის ნებისმიერ დისკუსიაში ჩაერთოს, თუკი ვინმეს ფილმის ნახვის შემდეგ ამის სურვილი გაუჩნდება: "თავიდანვე ჩვენი კინოსტუდიის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო, ქართველ საზოგადო მოღვაწეებზე, იმ ქართველ მეფეებზე ფილმების გადაღება, ვინც ჩვენი ქვეყნის ისტორიაში რაღაც შეცვალეს. ამიტომ იმ რესურსებითა და ფინანსებიდან გამომდინარე, რაც გაგვაჩნდა და გვაქვს, დავიწყეთ ფილმზე მუშაობა, შევჩერდით თამარ მეფეზე. მოკლედ, ეს ჩვენი კინოსტუდიის პირველი მასშტაბური ნამუშევარია, თუმცა მანამდე მცირე პროექტები გვაქვს გაკეთებული.

ნახეთ ფილმის თრეილერი

- ფილმის გადასაღებად დიდხანს ემზადებოდით?
- მას მერე, რაც გადავწყვიტეთ, რომ ფილმს თამარ მეფეზე ვიღებდით, 1 წელი ვემზადებოდით, რომ მასალები შეგვეგროვებინა. ეს დრო იმისთვისაც გამოვიყენეთ, რომ გაგვეცნობიერებინა, თუ რას ვკიდებდით ხელს.

- ფილმი მხატვრულ-დოკუმენტურია, რატომ?
- მოგეხსენებათ, მხატვრული ფილმის გადაღება ფინანსურად საკმაოდ რთულია, სხვა მასშტაბები სჭირდება, ამიტომ მოვიფიქრეთ ხერხი, რომ ეს ორი ჟანრი, მხატვრულ-დოკუმენტური შეგვერწყა. დიდი სურვილი გვქონდა, რომ ნამუშევარი 2013 წელს დაგვესრულებინა, რადგან 2013-ში თამარის გარდაცვალებიდან 800 წელი შესრულდა, მაგრამ ამ თარიღისთვის ვერ დავასრულეთ. მოკლედ, ფილმზე მუშაობას 2 წელი მოვანდომეთ და საბოლოოდ, 2015 წლის შემოდგომაზე დამთავრდა. უკვე გადაწყვეტილია, რომ აპრილის შუა რიცხვებიდან ის ფართო ეკრანზე, კინოთეატრებში გამოვა. ამ ფილმის ერთ-ერთი მიზანი ისიც იყო, რომ შექმნილიყო სკოლებისთვის, მოსწავლეებისთვის, რადგანაც კარგი საშუალებაა, როცა ბავშვი მაგალითად, თამარის ისტორიას სკოლაში გადის და იმ დროს თვალსაჩინოებისთვის ამ ფილმს აჩვენებ.

- ისტორიაში ბევრი რამ სადაოა ხოლმე, - თარიღები, ფაქტები... სიზუსტე რომ დაგეცვათ, კონსულტანტები თუ გყავდათ?
- რა თქმა უნდა, თითქმის ყველა წამყვან ისტორიკოსთან გავიარეთ კონსუტაცია, ან მათი ლიტერატურის მეშვეობით გავეცანით ფაქტებს და გავეცანით არა მარტო ქართულ წყაროებს. ჩვენი უშუალო კონსულტანტები იყვნენ მიხეილ ბახტაძე და თეა ქართველიშვილი, რომლებმაც ისტორიული მასალის მოკრება და თავმოყრა თავის თავზე აიღეს. მოკლედ, ფილმი მაქსიმალურად ისტორიულ მასალებზეა დაყრდნობილი, მაგრამ მხატვრული ნაწილი, ჩვენი გამოგონილია. სცენარზე ნინო სადღობელაშვილთან და გურამ მეგრელიშვილთან ერთობლივად ვიმუშავეთ. მერე უკვე მსახიობები შევარჩიეთ.

- თამარ მეფის შესახებ ბევრი რამ ბურუსით არის მოცული, მაინცდამაინც ამ მეფით რატომ დაიწყეთ?
- ბოლო წლებია, ზოგადად ქალის როლი პოლიტიკაში გამოიკვეთა, აქვე ისიც მნიშვნელოვანია, რომ ქალზე ძალადობაც სერიოზული პრობლემა გახდა, არადა, ისტორიაში ოქროს ხანა სწორედ ქალი მეფის პერიოდში გვქონდა და სწორედ ეს გვინდოდა გვეჩვენებინა. თან, ქართველებს რაღაცნაირად განსაკუთრებულად გვიყვარს თამარი და ამასთან, ყველას თავისი თამარი ჰყავს. მოკლედ, სურვილი გვქონდა, ამ ყველაფრისთვის, როგორც ისტორიული მასალისთვის, თავი ერთად
You must have Flash Player installed in order to see this player.
მოგვეყარა და რაღაც კითხვებზე გაგვეცა პასუხი.
თამარი მეფობისას ერთ-ერთ მძიმე სიტუაციაში აღმოჩნდა, როცა ყურთლუ-არსლანის დასი აჯანყდა, - მოითხოვეს მეფის უფლებების შეზღუდვა, თამარმა იმ დროს კარგ ხერხს მიმართა, - დიპლომატიური მისიით, ორი მანდილოსანი - კრავაი ჯაყელი და ხვაშაქ ცოქალი გაგზავნა, რომლებმაც სისხლისღვრის და ზედმეტი არეულობის გარეშე დაარეგულირეს სიტუაცია. ფაქტია, რომ ქალის როლი მაშინაც მნიშვნელოვანი იყო, ახლაც ასეა და ყოველთვის ასე იქნება.

- მსახიობები შერჩევა ქასტინგის წესით მოხდა? როგორ იპოვეთ თამარის როლის შემსრულებელი?
- კასტინგი არ ჩაგვიტარებია, ბევრს ვფიქრობდით, ვის უნდა ეთამაშა თამარის როლი, რადგანაც მას კარგად უნდა გაეცნობიერებინა და გაეთავისებინა ის ამოცანა, რაც ჩვენ გვქონდა. მერე ამომიტივტივდა გონებაში მსახიობი ანა მატუაშვილი, რომელიც ახმეტელისა და თუმანიშვილის თეატრების მსახიობია. სპექტაკლებიდან ვიცნობდი, ზუსტად ისეთი ტიპაჟია, როგორიც მინდოდა, ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ხმის ტემბრიც. ანას ხმის ტემბრი, გარეგნობა, მანერები, მისაღები იყო იმისთვის, რომ დამაჯერებელი სახე შეექმნა. ნებისმიერ შემთხვევაში, ამ როლზე მსახიობი გვჭირდებოდა. მუშაობა არაპროფესიონალთან რთული იქნებოდა, ანუ ადამიანები მხოლოდ გარეგნობით რომ შეგვეფასებინა... 

- ფილმში მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი გივი ჩუგუაშვილი თამაშობს...
- მნიშვნელოვანია ყურთლუ-არსლანის ხაზი, სერიოზული ფიგურაა. სცენებს რომ ვაკეთებდით, მაშინვე დამიდგა თვალწინ ეს მსახიობი და არც შევმცდარვარ, რომ მოვიწვიეთ. შესანიშნავად ითამაშა.

- გიორგი ზანგური ფილმში მთხრობელია.
- იქიდან გამომდინარე, რომ ნამუშევარი მხატვრულ-დოკუმენტური უნდა ყოფილიყო, მოსაწყენი რომ არ გამოსულიყო, ასეთი ელემენტი შევიტანეთ, - მთხრობელი თავიდან პორტრეტების ხატვას იწყებს და პირველი, ვისი პორტრეტის შექმნასაც აპირებს, მეფე თამარია. მიუხედავად იმისა, რომ ამ მეფის 5 ფრესკა არსებობს, რეალურად არ ვიცით, რანაირი იყო თამარი, რადგანაც ხუთივე ერთმანეთისგან განსხვავდება. ამიტომ რეალურად სახის დადგენა ძნელია. გიორგის გმირიც ამ მოტივით კვლევა-ძიებას იწყებს, რომ დახატოს პორტრეტი და ამ პროცესში თამარის ისტორიის მოყოლა იწყება.

- ნამუშევრით, შედეგით რამდენად კმაყოფილი ხართ?

- რა თქმა უნდა, მეტის გაკეთება შეიძლებოდა, მაგრამ რეალურად რომ შევაფასოთ, იმ რესურსებიდან გამომდინარე, იმ მწირი ბიუჯეტიდან გამომდინარე, რაც გვქონდა, ჯგუფმა მაქსიმალურად იმუშავა და მაქსიმალური შედეგი დადო.

- როდესაც თქვენს ნამუშევარს ფართო მაყურებელი ნახავს, კრიტიკისთვის მზად ხართ, რომელიც შესაძლებელია თავს დაგატყდეთ?
- ნებისიმიერ შემთხვევაში, ასეულობით მილიონი დოლარი ბიუჯეტიც რომ გვქონოდა, მაშინაც კი, გაცნობიერებული გვქონდა, რას ვაკეთებდით, რა პასუხისმგებლობა იყო ეს. მსოფლიოს საუკეთესო სამსახიობო ჯგუფიც რომ ყოფილიყო, სულ რომ მელ გიბსონს გადაეღო, მაინც ყველა ფილმში შეიძლება რაღაც მოგეწონოს და ან - არა. ეს არის გემოვნებისა და დამოკიდებულების საკითხი. ჯერ დაწყებულიც არ გვქონდა ფილმი, იდეის დონეზე ვამუშავებდით, რომ ვიღაცები გვირეკავდნენ და გვეუბნებოდნენ, - ხომ იცით, თამარს ღია ფერის თმა ჰქონდა, ასე გამოიყურებოდა... სად ნახეთ, ან იქნებ ფოტო, მასალა მოგვაწოდოთ-თქო, - ყველას ვეუბნებოდით. ეს ფაქტებიც კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ თამარზე ყველას თავის ჩამოყალიბებული ხედვა და აზრი აქვს...

- ბევრიც იმავე თამარზე, "ვეფხისტყაოსანზე", დავით აღმაშენებელზე ფილმის გადაღებას შეცდომად მიიჩნევს და ამ თემებს ტაბუდადებულად აცხადებს...
- ტაბუდადებული თემა არ არსებობს... თან, ჩვენ მეფისთვის შეურაცხყოფა არ მიგვიყენებია, შევქმენით თამარის ჩვენეული ვერსია, რომელზეც ვიღაც შეიძლება დაგვეთანხმოს და ვიღაც - არა. ეს მათი გადასაწყვეტია. "ხომლის" შემოქმედებითი ჯგუფი ამ თემას ასე ხედავს. მზად ვართ შენიშვნებისა და კარგი რჩევების მისაღებად. ყველაფერი გაცნობიერებულ გვაქვს და ამ პასუხისმგებლობას არ გავურბივართ.

ლალი ფაცია
AMBEBI.GE
18:30 / 29-03-2016
ეს გოგო ნამდვილად დედოფალია. ამასააქვს ნათამაშები თუ წრ ვცდები მარიამ დედოფქლიც საქქრთველოს უკქნასკნელი დედოფალი მარიამ ციციშვილი ბაგრქტიონიი. და საერთოდ ზუსტადქც ასეთი მსახიობი უნდა ყოფილიყო თამარიი. არისტოკრატიო რო წერთ არც მინდა წარმოვიდგინო თქვენი არისტოკრატი რას ემსგავსება ეს თუბქრ მოგწონთ და ეს თუ არისტოკრქტული სილამწზე არ ქრის. ეს გრიმიორების და მხატვრების ბრალია რომ კიდე უკეთესად არ გამოიყურება ეს გოგო რადგან მე სცენქზე მყავს ნანახი სხვადასხვქ თექტრებში და ნამდვილად დღევანდელ თეატრალებში ყველაზე საინტერესო მსხიობია და ყველქზე ქალურიი!!!!
ნუნუკა
15:57 / 29-03-2016
რაიმე საპნის ოპერა თამარზე დაგხატავდათ. შემოქმედებითმა ჯგუფმა ამაზე იფიქროს ჯობია. აჰაჰაჰჰჰჰაჰჰჰჰჰჰაააჰაჰაჰა
...............
მსგავსი სიახლეები
"ჩემ მიერ განსახიერებული თამარი ახალგაზრდა, ძლიერი, ენერგიული, სინანულში მყოფი პიროვნებაა"
პოლიტიკური ქორწინებების ტიპებზე და მაგალითებზე AMBEBI.GE ისტორიკოსს ესაუბრა
ეს პატარა დაბაა, რომლის მანქანით შემორბენა ხუთ წუთში შეიძლება
"ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ გამოქვაბულში დიდგვაროვანია
"გაწმენდითი სამუშაოებისას გამოჩნდა გამოქვაბული"
მო­გითხ­რობთ რამ­დე­ნი­მე ქარ­თუ­ლი მო­ნე­ტის შე­სა­ხებ, რომ­ლე­ბიც ბაგ­რა­ტი­ონ­თა მე­ფო­ბის ხა­ნა­ში იჭ­რე­ბო­და
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
21:28 / 27-05-2016  Image პირველი კადრები რობი უილიამსის კონცერტიდან
მომღერალის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე საქართველოში მიმდინარე კონცერტი პირდაპირი ტრანსლაციით გადაიცემა.
19:33 / 27-05-2016  Image რა ემართება ადამიანს მეორე დღიდანვე, როცა სიგარეტს ანებებს თავს
ადვილი არ არის მოწევისთვის თავის დანებება, განსაკუთრებით მაშინ, როცა...
10:22 / 27-05-2016  Image ჯანმრთელობის ელექსირი - რა უნდა იცოდეთ ალოეს განსაკუთრებულ თვისებებზე
ნამდვილი ალოე - ალოე ვერაა
14:36 / 27-05-2016  Image ერთიან ეროვნულ გამოცდებს წელს 2900-მდე აბიტურიენტი გამოეთიშა
ზღვრის გადასალახად მოსწავლეს დაახლოებით 15 ყველაზე მარტივ კითხვაზე უნდა გაეცა სწორი პასუხი
15:40 / 27-05-2016  Image "საქართველოზე და ქართველებზე უზომოდ შეყვარებული მსახიობები" - ეკა კვალიაშვილი
მომღერალი ეკა კვალიაშვილი "ფეიბუქის" პირად გვერდზე დიმა პჩელასთან და სტას
კვირის ყველაზე კითხვადი
დღის ვიდეო
PALITRATV.GE
You must have Flash Player installed in order to see this player.
ინტერნეტკონფერენცია
2016-02-08 08:11:10
ქალი სილამაზეზე უხსოვარი დროიდან ზრუნავდა,...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49