რობერტ დე ნირომ საზოგადოებას თავისი აუტისტი შვილი შეახსენა!

 რობერტ დე ნირომ საზოგადოებას თავისი აუტისტი შვილი შეახსენა!

ყოველწლიურ კინოფესტივალზე, რომელიც ნიუ-იორკში მიმდინარეობს, სერიოზული დისკუსია გამოიწვია ენდრიუ ვეიკფილდის დოკუმენტური ფილმის გაშვება-არგაშვების საკითხმა. რობერტ დე ნირომ მხარი დაუჭირა სურათს "ვაქცინაცია" და შეკრებილებს შეახსენა, რომ თავად ზრდის ბავშვს აუტისტური სპექტრის აშლილობით.

ტრაიბეკის ყოველწლიურ კინოფესტივალზე აპირებდნენ, რომ ფილმის ჩვენება აეკრძალათ. ფილმში საუბარია ანტიგენური მასალის აცრებსა და ბავშვებში აუტიზმის განვითარებას შორის კავშირზე. სიუჟეტი ეფუძნება ვეიკფილდის კვლევას, რომელიც 1998 წელს ჩაატარა. მაშინ სპეციალისტებმა უარყვეს მეცნიერის შეხედულებები და თაღლითობაში დაადანაშაულეს (იხილეთ სტატია ექიმი ვეიკფილდის შესახებ).

რობერტ დე ნირომ გადაწყვიტა, რომ თავადაც უნდა გამოეთქვა ამ თემაზე საკუთარი აზრი და თუ აქამდე არასოდეს უსაუბრია პირადი ცხოვრების ამ დეტალზე, ამჯერად ყველას შეახსენა, რომ მის შვილს სწორედ ეს პრობლემა აქვს და ფილმში ასახული თემა მასაც ეხება.

განაგრძეთ კითხვა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება