შოუმენმა ჯენიფერ ლოპესის მობილურიდან დიკაპრიოს მესიჯი გაუგზავნა - ნახეთ, რა უპასუხა ლეომ...

შოუმენმა ჯენიფერ ლოპესის მობილურიდან დიკაპრიოს მესიჯი გაუგზავნა - ნახეთ, რა უპასუხა ლეომ...

პოპულარული ბრიტანელი შოუმენის, ჯეიმს კორდენის შოუს ჯენიფერ ლოპესი სტუმრობდა. Carpool Karaoke - ასე ჰქვია შოუს ერთ-ერთ ნაწილს, სადაც ცნობილი მომღერლები ჯეიმსთან ერთად სხვადასხვა, მათ შორის, საკუთარ ჰიტებს ასრულებენ.

წამყვანი 46 წლის პოპ-დივას მობილური ტელეფონით დაინტერესდა და ჰკითხა, თუ რომელი ვარსკვლავების ნომრები ჰქონდა ჩაწერილი. კონტაქტების სიაში აღმოჩნდა დემი ლოვატოს, კრის ბრაუნის, ბრედლი კუპერის, კრიშტიანო რონალდოს, დუეინ ჯონსონისა და შოუბიზნესის სხვა ცნობილი სახეების ტელეფონების ნომრები.

ნახეთ ნაწყვეტი გადაცემიდან

ჯეიმსი ამის შემდეგ კიდევ უფრო გათამამდა და ჯეი ლოს შესთავაზა, მისი iPhone-დან რომელიმე ცნობილისთვის მესიჯი გაეგზავნა. მობილური გამოართვა და ლეონარდო დიკაპრიოსთვის გასაგზავნი შემდეგი ტექსტი დაწერა: "ჰეი, საყვარელო. მინდა, რომ ყველაფერს მოვწყდე. რამეს ხომ ვერ შემომთავაზებდი? გამაგებინე. J.Lo". მომღერალმა ტელეწამყვანი გააფრთხილა, არც კი ეფიქრა ამ სმს-ის გაგზავნა, თუმცა უკვე გვიანი იყო...

რამდენიმე წუთიც და ოსკაროსანი ლეოს პასუხიც მოვიდა...: "დღეს საღამოს გულისხმობ ბუ ბუ? კლუბი?" - ლეონარდოს ამ პასუხის წაკითხვამ ისედაც მხიარულ განწყობაზე მყოფი ლოპესი და კორდენი, კიდევ უფრო გაამხიარულა.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება