ამერიკული ტაბლოიდები - ანჯელინა ჯოლი 35 კილოს იწონის და ჰოსპიტალიზებულია

ამერიკული ტაბლოიდები - ანჯელინა ჯოლი 35 კილოს იწონის და ჰოსპიტალიზებულია

ამერიკული ტაბლოიდები განგაშის ზარს ცემენ და აცხადებენ, რომ ანჯელინა ჯოლი საავადმყოფოში სიმსივნის, ანორექსიის და პარანოიის გამო გადაიყვანეს. პირველად ამის შესახებ სტატია National Enquirer-ში დაიბეჭდა.

ჟურნალისტებმა განაცხადეს, რომ ჯოლი 35 კილოს იწონის, როდესაც სიმაღლეში 169 სანტიმეტრია და საჭმელზე უარს ამბობს. აგრეთვე ტაბლოიდები ირწმუნებიან, რომ ვარსკვლავი საავადმყოფოში ამ მდგომარეობის გამო მოხვდა. ბრედ პიტი კი უკვე დაემუქრა ცოლს, რომ გაეყრება თუ საკვებს არ მიიღებს.

ანჯელინას ჯანმრთელობის პრობლემების შესახებ მოწმობს ფოტოები, რომლებსაც ტაბლოიდები აქვეყნებენ. ფოტოებზე მას აშკარად არაჯანმრთელი სიგამხდრე ეტყობა. შეგახსენებთ, რომ 2013 წელს ჯოლიმ ორმაგი მასტექტომია გაიკეთა, ერთი წლის წინ კი საკვერცხეები ამოკვეთეს, რათა ონკოლოგიური დაავადების შანსი მინიმუმამდე დასულიყო.

მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება