"ლეონარდომ მითხრა, რომ რუსეთთან ომში საქართველოს გულშემატკივრობდა" - რა აკავშირებს ბაგრატიონების რძალს დიკაპრიოსთან?!

"ლეონარდომ მითხრა, რომ რუსეთთან ომში საქართველოს გულშემატკივრობდა" - რა აკავშირებს ბაგრატიონების რძალს დიკაპრიოსთან?!

ჟურნალი "გზა" 7 აპრილის ნომერში აქვეყნებს გულახდილ ინტერვიუს უცხოეთში წარმატებულ ქართველ მოდელ ქრისტინე ძიძიგურთან, რომელიც როგორც ინტერვიუდან ირკვევა, თურმე გაზაფხულის დადგომასთან ერთად, საკუთარ გარეგნობაზე ფიქრს განსაკუთრებულად იწყებს და როგორც ამბობს, მისი სილამაზის საიდუმლო ჯანსაღი ცხოვრების სტილსა და ბუნებრიობაშია.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

- დაასახელე შენთვის ყველაზე ძვირფასი ნივთი, რომელიც მეუღლეს მოურთმევია.

- ჩემთვის ყველაზე ძვირფასია მეუღლის ნაჩუქარი მწვანე ყელსაბამი, რომელიც გაცნობის შემდეგ მაჩუქა, იმის ნიშნად, რომ დარწმუნებული იყო ჩემ მიმართ საკუთარ გრძნობებში.

- ამჟამად რას საქმიანობ?

- ბოლო დროს, მე და ჩემი მეღლე ძირითადად, საქართველოში ვართ. ახლა, მაგისტრატურაზე გავაგრძელე სწავლა... თავისუფალ დროს მეუღლეს ვეხმარები საქმეების მოგვარებაში.

- ევროპაში ცხოვრებისას უამრავ ცნობილ ადამიანს შეხვედრიხარ... როგორც ვიცი, პირადად იცნობ ლეონარდო დიკაპრიოს. სად გაიცანი ის?

- ლეონარდოს რამდენჯერმე შევხვდი: ჯერ კანის კინოფესტივალზე და შემდეგ - პარიზში. ვისაუბრეთ რუსეთ-საქართველოს ომზეც. მან ყველაფერი იცოდა და ისიც მითხრა, რომ ამ ომში საქართველოს გულშემატკივრობდა. ვფიქრობ, ის ძალიან საინტერესო და ნიჭიერი ადამიანია. მისთვის "ოსკარის" გადაცემის ფაქტმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ალბათ იმიტომ, რომ მისი თაყვანისმცემლები დიდი ხნის მანძილზე ელოდნენ ლეონარდოს დაჯილდოებას და ახლა, როცა მას "ოსკარი" გადასცეს, ხალხი სიხარულსა და კმაყოფილებას ვერ ფარავდა. მეც მიხარია ამ ადამიანის წარმატება! (იხილეთ ინტერვიუ სრულად ჟურნალ "გზის" 7 აპრილის ნომერში)

გაგრძელება

ზაზა ფაჩულიას საახალწლო სამზადისი - კალათბურთელის დიდი ოჯახის სადღესასწაულო ფოტოები

მდიდრული სახლები, საახალწლო განათებები, ოჯახური შეკრებები და ზღაპრული სამყარო - როგორ ხვდებიან ვარსკვლავები დღესასწაულს (ფოტოები)

"ადრე მეცინებოდა ეგეთ ცოლებზე და კაპასების ერთი გამოვდექი..." - რას წერს ნუკი კოშკელიშვილი ბენთან ურთიერთობის შესახებ