"ღმერთს მადლობას ვწირავ, ვალერი ჩემი ცხოვრებიდან რომ წავიდა!" - ვალერი მელაძის ყოფილი ცოლის სენსაციური აღიარება

"ღმერთს მადლობას ვწირავ, ვალერი ჩემი ცხოვრებიდან რომ წავიდა!" - ვალერი მელაძის ყოფილი ცოლის სენსაციური აღიარება

ცოტა ხნის წინ ვალერი მელაძის ყოფილი და ახლანდელი მეუღლეების გულახდილი ინტერვიუები გამოქვეყნდა. ჯერ ალბინა ჯანაბაევამ ისაუბრა იმაზე, თუ როგორ გაიცნო ვალერი მელაძე.

წყვილი დიდი ხნის განმავლობაში უმალავდა საზოგადოებას თავის ურთიერთობას, თუმცა ახლა უკვე გულღიად საუბრობენ ამ რომანის ყველა დეტალზე. სულ ცოტა ხნის წინ ალბინამ ფოტოსესია მოაწყო ვალერი მელაძის უფროს ვაჟთან, კონსტანტინესთან და ინტერვიუც მისცა ჟურნალისტებს. ქალმა ისაუბრა იმაზე, თუ როგორ გაიცნო ვალერი და იმაშიც გამოტყდა, რომ დიდი ხნის განმავლობაში ცნობილი მომღერლის ბექვოკალისტად მუშაობდა.

"ჩინეთიდან ახალი დაბრუნებული ვიყავი რამდენიმეთვიანი გასტროლის შემდეგ, მთავარ როლს ვასრულებდი ერთ-ერთ მიუზიკლში, მოსკოვში გაჩერებას დიდხანს არ ვაპირებდი, სეულში, სპექტაკლში მონაწილეობის გაგრძელებაზე ვფიქრობდი. ის გამოცდილება ცხოვრებაში ძალიან გამომადგა, გავიზარდე, როგორც პროფესიონალი, დავიჯერე, რომ ადამიანის შესაძლებლობებისთვის საზღვრები არ არსებობს. მოულოდნელად ტელეფონზე ზარი გაისმა, ვალერი მელაძე რეკავდა, ჩემი ჯგუფისთვის მსახიობს ვეძებ, თქვენ რეკომენდაცია გაგიწიეს და თუ გაქვთ ჩემან თანამშრომლობის სურვილიო", - იხსენებს ალბინა.

მშვენიერმა ქალბატონმა აღიარა, რომ როდესაც ცნობილ მომღერალთან ერთად კონტრაქტის პირობებს განიხილავდა, ვალერიმ აღნიშნა, რომ სამსახურებრივი რომანები მის ჯგუფში კატეგორიულად იკრძალებოდა.

- მე და ვალერი ჩემი მომავალი სამსახურის შესახებ ვმსჯელობდით, გამაფრთხილა, რომ კოლექტივი აბსოლუტურად მამაკაცებისგან იყო დაკომპლექტებული და სამსახურებრივი რომანები აშკარად პრობლემებს წარმოქმნიდა. განაგრძეთ კითხვა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება