"მის საქართველო" ახალ ამპლუაში - "როგორ შეიძლება, სითბოსა და მზრუნველობის ნაკლებობის გამო არ იბუზღუნო?"

"მის საქართველო" ახალ ამპლუაში - "როგორ შეიძლება, სითბოსა და მზრუნველობის ნაკლებობის გამო არ იბუზღუნო?"

"ის ხშირად სვამს კითხვებს "რატომ?", "რისთვის?", "ღირს თუ არა?" გადაწყვეტილების მიღებისას საქანელასავით ირწევა. თუ სითბო მოაკლდება, ბუზღუნა და პრეტენზიული ხდება. რომანტიკული პარტნიორია. სჭირდება ადამიანი, რომელიც ყველა წამოწყებაში მხარს დაუჭერს და თავდაჯერებულობას აუმაღლებს. ზოგჯერ ზედმეტად თავხედია", - ასე ახასიათებენ ასტროლოგები თხის წელში დაბადებული სასწორს, ეს კი "მის საქართველო 2015"-ის, ნუკა ყარალაშვილის ზოდიაქოს ნიშანია.

- ასტროლოგია სკოლის წლებში მეტად მაინტერესებდა. ყველა ნიშნის დახასიათება წაკითხული მაქვს. ყოველდღიურ ჰოროსკოპს იშვიათად ვეცნობი.

- გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება გიჭირს?

- კი. ძალიან დიდხანს ვფიქრობ; იმდენად დიდხანს, რომ ეს ფიქრი მღლის. მნიშვნელოვან საკითხებზე ახლობლების აზრი ყოველთვის მაინტერესებს. ეგ კი არა, მეგობრებისთვის ისიც მიკითხავს, სოციალურ ქსელში რომელი ფოტო ავტვირთო-მეთქი?

- "ერთი შეხედვით ქუდბედიანია, ყველაფერი ძალუძს, მაგრამ ხშირად, საკუთარი სიმორცხვისა და მორიდებულობის გამო უსუსურ სიტუაციაში ვარდება".

- ვერ ვიტყვი, რომ სიმორცხვე და მორიდებულობა ჩემი ხასიათის გამოკვეთილი თვისებაა, მაგრამ ერთხელ ჩემი თავი გამოვიჭირე, რომ ისეთ სიტუაციაში შემრცხვა, წესით, არაფრის უნდა მომრიდებოდა. რაც შეეხება ჩემს ქუდბედიანობას, მგონია, რომ ვარ.

- "ჰყავს ბევრი ნაცნობი და ძალიან ცოტა მეგობარი".

- ნამდვილად ასეა. არ შემიძლია 2 საათის გაცნობილ ადამიანს მეგობარი ვუწოდო.

- "პესიმიზმისკენ მიდრეკილია".

- ტყუილია, მე ოპტიმისტი ვარ. ყოველთვის მჯერა, რომ მომავალში ყველაფერი კარგად იქნება.

- "რომანტიკული პარტნიორია. მას სჭირდება ადამიანი, რომელიც ყველა წამოწყებაში მხარს დაუჭერს და თავდაჯერებულობას აუმაღლებს".

- ალბათ, ეს ზოდიაქოს ყველა ნიშნის ადამიანისთვის მნიშვნელოვანია. რამდენად რომანტიკული ვარ? ემოციებს ნაკლებად გამოვხატავ. მიწაზე მყარად მდგომი ადამიანი უფრო ვარ.

- "თუ სითბო მოაკლდება, ბუზღუნა და პრეტენზიული ხდება".

- კი, ასეა. როგორ შეიძლება, სითბოსა და მზრუნველობის ნაკლებობის გამო არ იბუზღუნო? ... განაგრძეთ კითხვა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება