სოფო ბედია: გამირისკავს, ოღონდ - უაზროდ არა

სოფო ბედია: გამირისკავს, ოღონდ - უაზროდ არა

სოფო ბედია 2 წელია, საჭეს მართავს. მიიჩნევს, რომ უკვე საკმაოდ მოწესრიგებული და კარგი მძღოლია. ავტომობილი "ნისან მურანო" 2 წლის წინ, მომავალმა მეუღლემ - მიშა მესხმა აჩუქა. სოფოს ეს მანქანა ისე მოსწონს, რომ ჯერჯერობით, მის შეცვლაზე არც კი ფიქრობს.

- უკვე საკმაოდ თავდაჯერებული მძღოლი ვარ.

- ბევრი იწვალე, მართვის მოწმობა რომ აგეღო?

- სულ ოთხი პრაქტიკული გაკვეთილი გავიარე, თეორია კი ორ კვირაში ვისწავლე. პირველსავე გასვლაზე ჩავაბარე გამოცდა. მახსოვს, ძალიან გახარებული და ბედნიერი ვიყავი. მეგონა, რაღაც დიდი საქმე გავაკეთე. ჩემი "ნისან მურანო" ძალიან მომწონს და მიყვარს კიდეც (იღიმის).

- საჭეს პირველად რომ მიუჯექი, რა შეგრძნება დაგეუფლა?

- პირველ რიგში, მივხვდი იმას, რომ დრო ტყუილად დამიკარგავს. ვიდარდე, მართვის მოწმობა აქამდე რატომ არ ავიღე-მეთქი?

- სისწრაფე გიყვარს? პატრულს სიჩქარის გადაჭარბების გამო თუ დაუჯარიმებიხარ?

- სისწრაფე მიყვარს, მაგრამ რისკიანი არ ვარ! ქალაქში სწრაფად არ დავდივარ, უფრო - ტრასაზე და მაშინაც ვცდილობ, ზომიერების გრძნობა არ დავკარგო. მხოლოდ ერთხელ დამაჯარიმა პატრულმა სიჩქარის გადაჭარბების გამო.

- ცხოვრებაშიც არასდროს გაგირისკავს?

- გამირისკავს, ოღონდ - უაზროდ არა. ვფიქრობ, ადამიანს წინდაუხედავი საქციელი აუცილებლად, სადღაც გადაჩეხს.

- მართვის მოწმობის აღების შემდეგ, პირველად ყველაზე შორ მანძილზე სად წახვედი?

- მართვის მოწმობა ავიღე ივლისში და 2 კვირაში ბათუმში წავედი. შიშის გრძნობა ნამდვილად არ მქონია, უბრალოდ, დაძაბულობას ვგრძნობდი. როცა ფრთხილი, დაკვირვებული და მოწესრიგებული ადამიანი ხარ, რთული არაფერია. დამწყებისთვის ავტობანზე გაცილებით იოლია მანქანის მართვა, ვიდრე აქ, ქალაქში.

- თავს მოწესრიგებულ მძღოლად მიიჩნევ, არა?

- ყოველ შემთხვევაში, ამას ვცდილობ და წესებსაც არასდროს ვარღვევ.

- საავარიო სიტუაციაში არ აღმოჩენილხარ?

- ჯვარი მწერია და ავარიაში არ მოვყოლილვარ. იმდენად ფრთხილი ვარ, რომ ყველაფრის წინასწარ გაანალიზებას ვცდილობ და ასეთ დროს უფრო იოლია საფრთხის თავიდან აცილება.

- სადმე მიუვალ ადგილას რომ გაგიფუჭდეს ავტომობილი, როგორ მოიქცევი? საბურავის დამოუკიდებლად გამოცვლას თუ შეძლებ?

- არა, საბურავს ვერ გამოვცვლი. ეს არადროს დამჭირვებია ანუ ექსტრემალურ სიტუაციაში არასდროს მოვხვედრილვარ და შესაბამისად, არ ვიცი, ეს როგორ უნდა გავაკეთო. ალბათ, ვინმეს დახმარებას ვთხოვ.

- შუქნიშანზე გაჩერებული, მაკიაჟს ისწორებ?

- არა, საჭესთან უკვე მაკიაჟით ვზივარ და არაფრის შესწორება არ მჭირდება ხოლმე (იცინის).

- რომელია შენი ოცნების ავტომობილი? ... განაგრძეთ კითხვა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება