"მალიარობიდან" მსოფლიო მოდის მწვერვალებამდე - ქართველის მიერ აღმოჩენილი „კონკია“, რომელიც პლანეტის სუპერმოდელი გახდა

"მალიარობიდან" მსოფლიო მოდის მწვერვალებამდე - ქართველის მიერ აღმოჩენილი „კონკია“, რომელიც პლანეტის სუპერმოდელი გახდა

ის მომხიბვლელია, გლამურული, სექსუალური და ყველასთვის სასურველი. მასზე პლანეტის ყველა მამაკაცი ოცნებობს. კრიშტიანუ რონალდუსთან დაშორების შემდეგ, ახლა ის უკვე ჰოლივუდის ვარსკვლავის - ბრედლი კუპერის მეუღლე და შვილის დედაა.

მსოფლიოში წამყვანი სამოდელო ბრენდების გარდა, ირინა შეიკი ყოველთვის არის ყველაზე გავლენიანი მოდური, თუ სპორტული გამოცემების მუდმივი სამიზნე. შეიძლება ითქვას, რომ პოდიუმების გარდა, ის თითქმის არასდროს ჩამოდის ბულვარული პრესის ყდებიდან.

როგორი იყო სუპერმოდელის და პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე სექსუალური ქალის წარსული და ბავშვობა. ცოტამ თუ იცის, რომ "კონკიას" წარსულის მქონე გოგონა, ქართველმა მამაკაცმა - მოდის აგენტმა გია ჯიქიძემ აღმოაჩინა. ამის შემდეგ უკვე მისი თავბრუდამხვევი ცხოვრება და ვარსკვლავური კარიერა დაიწყო. როგორია ერთი გოგონას ცხოვრების გზა, რუსეთის ქალაქ ემანჟელინსკში მდებარე პატარა, ღატაკი ქოხიდან, ARMANI-სა და VERSACE-ს მოდის სახლებამდე. 32 წლის ლამაზმანმა ირინა შეიკმა, მისი ცხოვრების დეტალებზე ჟურნალ MAXIM-თან ინტერვიუში ისაუბრა.

- ხშირად მოდელები იხსენებენ, თუ როგორი მოუხერხებელნი და შეუხედავნი იყვნენ წარსულში, ან მოზარდობის პერიოდში. თქვენს შემთხვევაში ყოფილა მსგავსი რამ?

- რა თქმა უნდა! მე ძალიან განვსხვავდებოდი ჩემი თანაკლასელებისგან. ვიყავი მაღალი, ძალიან გამხდარი და მუქი კანის ფერის მქონე გოგონა. მაშინ მე "ჩუნგა-ჩანგას" მეძახდნენ. მახსოვს, თოთხმეტი წლის ასაკში, თუ როგორი შეყვარებული ვიყავი მაღალქუსლიან ფეხსაცმელზე.

თუმცა, უნდა ითქვას, რომ ასეთი სტილის სამოსი საკმაოდ ძვირადღირებული იყო. ასეთი ფუფუნება და მათი შეძენისთვის საჭირო მატერიალური მდგომარეობა, ჩემს ოჯახს არ ჰქონდა. ამიტომ, ჩემი ოცნების ასახდენად, იცით რა გავაკეთე? ადგილობრივ საავადმყოფოში 20 დღე მალიარად ვიმუშავე და კედლებს ვღებავდი. ამით მე ჩემი სანუკვარი მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის შესაძენი თანხა გამოვიმუშავე. ჩემი ასაკის მიუხედავად, სკოლაში მუდმივად მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით დავდიოდი. ეს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ მე ძალიან მომწონდა.

- გამოდის, რომ მორიგი "კონკია" ხართ, სამოდელო ბიზნესიდან?

- გინდათ, რომ კარტოფილის ამბავი კიდევ ერთხელ მოვყვე? კარგით. კი - ჩვენ ნამდვილად სიღარიბეში ვცხოვრობდით. სკოლის შემდეგ, მე და ჩემი და დედას ბაღის მოვლაში ვეხმარებოდით. მოგვყავდა კარტოფილი, კიტრი და პომიდორი. ამ ყველაფერს გასართობად, ან იმისთვის კი არ ვაკეთებდით, რომ შემდეგ გაგვეყიდა, არამედ იმისთვის, რომ საკუთარი თავი და ოჯახი გამოგვეკვება. ერთხელ ჩემმა დამ, რომელიც გატაცებული იყო კოსმეტიკური ინდუსტრიით, მთხოვა რომ გავყოლოდი მას სილამაზის სკოლაში. ისე მოხდა, რომ იქ მე ჩელიაბინსკის სილამაზის კონკურს "სუპერმოდელ-2004"-ში მონაწილეობა შემომთავაზეს. მე გავიმარჯვე და სწორედ იქ შემამჩნია ლეგენდარულმა რუსმა სკაუტმა გია ჯიქიძემ (მოდის აგენტი). ერთი წლის შემდეგ, მე უკვე პარიზში გავემგზავრე. პრინციპში, უნდა ითქვას, რომ მე სამოდელო კარიერა, ამ ინდუსტრიაში საკმაოდ გვიან, 19 წლის ასაკში დავიწყე. თავიდან მე მიმიღეს როგორც ნებისმიერი, გარდა რუსისა. თვლიდნენ რომ ვიყავი ჩვეულებრივი გოგონა იტალიიდან, ბრაზილიიდან, ან ესპანეთიდან.

- არაუშავს. სამაგიეროდ, ახლა ყველამ იცის თქვენს შესახებ. არის თუ არა თქვენში ისეთი თუნდაც ფარული ნიჭი, რომლის შესახებაც ბევრმა არ იცის?

- სანამ მოდელი გავხდებოდი, მე 7 წელი დაკავებული ვიყავი მუსიკით. დედაჩემი მუსიკის პედაგოგია, ამიტომ მე პატარაობიდანვე ვუკრავდი ფორტეპიანოზე. ეს საუკეთესო გზაა თუნდაც მოდუნებისთვის, სიამოვნეისთვის. გოგონებს ძალიან უხდებათ მუსიკალურობა. მე ახლაც განსაკუთრებით მიყვარს ბეთჰოვენის "მთვარის სონატა". ნოტების წაკითხვა ჯერ კიდევ მახსოვს, თუმცა, ამ მხრივ რაც შეიძლება ბევრი პრაქტიკაა საჭირო. რაღაც დროის შემდეგ, როდესაც აღარ უკრავ, თითებს უკვე ავიწყდებათ, თუ რა უნდა აკეთონ და რომელ კლავიშს დააწვენ.

- ანუ, იმ შემთხვევაში, თუ არ გახდებოდით მოდელი, შესაძლოა, მოხვედრილიყავით კონსერვატორიაში?

- ზოგადად მე ძალიან მსურდა გავმხდარიყავი ჟურნალისტი. თუმცა, რა სფეროშიც, ან რადაც არ უნდა თავი წარმომედგინა, ყოველთვის ვიცოდი, რომ დავტოვებდი ჩემს მშობლიურ ქალაქს. ვგრძნობდი, რომ ეს ჩემი ბედისწერა იყო. როდესაც მე იქიდან წამოვედი, საკუთარ თავს ვუთხარი, რომ აღარასდროს დავბრუნდებოდი უკან ცარიელი ხელებით. ამ შემართებამ ძალზედ შემიწყო ხელი შემდგომ მუშაობაში. ამიტომ, უნდა ითქვას, რომ მე სამოდელო ბიზნესს ისე ვეკიდები, როგორც ჩვეულებრივ დატვირთულ სამსახურს.

ბევრი მოდელი ტირის და აცხადებენ, რომ განიცდიან ნერვულ აშლილობას. საუბრობენ იმაზე, თუ რას და რამდენს მიირთმევენ ლანჩზე, ან რამდენი კადრი გადაუღეს. ამ ყველაფრის მოსმენის შემდეგ, შესაძლოა, თავის მოკვლაც მოგინდეს. მე ამ ბიზნესს აღვიქვამ როგორც სამსახურს: დაასრულე მუშაობა? დაივიწყე მის შესახებ! ჩემთვის ეს ყველაფერი ჰობი არაა. თუ მე ვიღებ 20 ათას დოლარს, მე უკვე აღარ ვფიქრობ იმაზე, რომ "ოჰ, წავალ ახლა და დავხარჯავ ამ ფულს ძვირადღირებულ ფეხსაცმელში". ნამდვილად, სამსახურში ჩემი საყვარელი ნაწილი, ფინანსური მხარეა. ასევე, ის დამოუკიდებლობა, რომელიც ამ ნაწილს თან სდევს.

- მუდმივად მუშაობა და დატვირთული გრაფიკი... როდის ახერხებთ, ან როგორ ისვენებთ?

- აუცილებლად, კვირაში ერთხელ დავდივარ საუნაში. ნიუ-იორკში, ფულტონ-სთრითზე შესანიშნავი რუსული საუნა მდებარეობს. ის არა მხოლოდ საკუთარ თავზე ზრუნვაში მეხმარება, არამედ მშობლიურ რუსეთსაც მახსენებს. ასევე, ხშირად ვუყურებ ვუდი ალენის ფილმებს, მიყვარს მურაკამის და დოსტოევსკის წაკითხვა. განსაკუთრებით მიყვარს წიგნები რუსეთის ისტორიის შესახებ.

- თქვენი კინოროლი ფილმ "ჰერკულესში", სადაც მთავარი გმირის მეუღლეს ასახიერებთ, თქვენთვის საკმარისად ისტორიულია?

- რა თქმა უნდა. ეს ხომ ბერძნული მითოლოგიაა. ყველა კინოსცენარში, რომელსაც მე მიგზავნიან, რატომღაც ისე ხდება, რომ მიმაკუთვნებენ სტრიპტიზიორის, ან ბარმენის როლს. არა, რა თქმა უნდა, ჩემსგან კარგი ბარმენი, ან სტრიპტიზიორი დადგებოდა, თუმცა, ამ ყველაფერზე, მე მაინც ალბათ დავფიქრდებოდი. ირინა ხომ ბერძნული სახელია, შესაძლოა, ეს ერთგვარი ბედისწერაცაა...

სპეციალურად Ambebi.ge-სთვის მოამზადა ლექსო ბექაურმა

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს