თბილისური ბომონდი თეონა თავართქილაძის დაბადების დღეზე

თბილისური ბომონდი თეონა თავართქილაძის დაბადების დღეზე

დიზაინერმა თეონა თავართქილაძემ 19 აპრილს დაბადების დღე მეგობრების გარემოცვაში აღნიშნა. მზიან დღეს, ღია ცის ქვეშ შეკრებილმა მეგობრებმა და ოჯახის წევრებმა თეონას დაბადების დღე იასამნის ყვავილებითა და საჩუქრებით მიულოცეს. იუბილარი ულამაზეს წითელ კაბაში იყო გამოწყობილი და წვეულების სტუმრების ჩაცმულობაშიც განსაკუთრებით ჭარბობდა წითელი ფერი.

წვეულებაზე თბილისური ბომონდის ცნობილი სახეები შეიკრიბნენ, რა თქმა უნდა არველაძეების ოჯახი - თეონას მხარს უმშვენებდა მეუღლე, რეზი არველაძე, სადღესასწაული ტორტზე სანთლები რძალს აჩი არველაძემ ჩააქრობინა. სტუმრებს შორის იყვნენ: მამულიჩა, ბახვა ბრეგვაძე, კრისტი ყიფშიძე, ფუფა გოგლიძე, ბაია გადაბაძე, კოტე ყუბანეიშვილი და სხვები. წვეულებაზე გადაღებულ ფოტოებს დიზაინერი ფეისბუქის პირად გვერდზე აქვეყნებს.

იხილეთ ვიდეო წვეულებიდან

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება