"სათამაშო" 40 წლის შემდეგ - ყველასთვის საყვარელი ფილმის გმირები ახლა ასე გამოიყურებიან...

"სათამაშო" 40 წლის შემდეგ - ყველასთვის საყვარელი ფილმის გმირები ახლა ასე გამოიყურებიან...

პატარა მდიდარი ბიჭისა და უმუშევარი ჟურნალისტის მეგობრობის შესახებ გადაღებული საკულტო ფილმი, ალბათ ყველა თაობის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი კინო-შედევრია. ფრანგი რეჟისორის ფრანსის ბაბერის "სათამაშოს" გადაღებიდან წელს 40 წელი გავიდა. ფრანგული კომედია პირველად ეკრანზე 1976 წელს გამოვიდა.

მას შემდეგ პიერ რიშარის ცხოვრებაში ბევრი როლი იყო, თუმცა საფრანგეთის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი და ნიჭიერი კომიკოსი ყოველთვის აღნიშნავს, რომ ფრანსუა პერინის როლი მისი ყველაზე საყვარელი ნამუშევარია. რიშარისგან განსხვავებით მსახიობის კარიერა არ გაუგრძელებია ფაბრის გრეკოს - პატარა მილიონერი ბიჭუნა ერიკ რამბალ კოშე დღეს საფრანგეთში ცნობილი დიზაინერი და არქიტექტორია. ფილმის გადაღებიდან 40 წლის შემდეგ ფრანსუა და ერიკი კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს...