რა მოეწონა სტანისლავ ბონდარენკოს საქართველოში

რა მოეწონა სტანისლავ ბონდარენკოს საქართველოში

უკრაინელი მსახიობი სტანისლავ ბონდარენკო და ინდოელი მსახიობი გორავ ჩოპრა სერიალების ქართველი მოყვარულების ფავორიტები არიან და პროექტში "ცეკვავენ ვარსკვლავები" მათმა გამოჩენამ ეს ინტერესი უფრო გააძლიერა. ამიტომაც მათ პარტნიორ გოგონებს, მოცეკვავეებს, ლიკა ღუღუნაშვილსა და ნიკე კეშელავას ქალების დიდი ცნობისმოყვარეობისა და აქტიურობის მოგერიება უწევთ.

ამის შესახებ მათ "სარკესთან" ისაუბრეს.

- თქვენს პარტნიორებს ყველაზე მეტად რა მოსწონთ ქართველებში და საქართველოში?

ლიკა: გორავს ძალიან მოსწონს ქართული სამზარეულო.

ნიკე: ისევე, როგორც გორავს, სტასს განსაკუთრებით ხინკალი და ხაჭაპური უყვარს.

ლიკა: აღმოჩნდა, რომ ხაჭაპურის მსგავსი საჭმელი ინდოელებსაც აქვთ. ყველი არ უყვარს, სამაგიეროდ, ძალიან მოსწონს ხინკალი და ქართული სალათები, განსაკუთრებით კიტრი-პომიდვრის და ნიგვზიანი.

- თავად თუ გაგაცნეს თავიანთი ქვეყნების სამზარეულო?

ნიკე: ბებია უკრაინელი მყავს და მათ სამზარეულოს ძალიან კარგად ვიცნობ.

ლიკა: "ფეისბუქზე" ვნახე ინდური ტკბილეულის ფოტო, რომელიც ძალიან მომეწონა. ჩემმა მეწყვილემ ვიდეო მაჩვენა, თუ როგორ კეთდება და მოვამზადებ. გორავმა ყველას შეგვაყვარა თავი, საყვარელი, კეთილი და თბილი ადამიანია.

ნიკე: სტასს ქართული სამზარულო მოსწონს, მაგრამ სამაგიეროდ ჩვენი არაპუნქტუალურობა არ მოეწონა. საბედნიეროდ, მეც მასავით პუნქტუალური ვარ და რეპეტიციებზე არ ვაგვიანებ.

იყო შემთხვევა, როდესაც მონაწილეები კონკრეტულ საათზე დაგვიბარეს, მაგრამ ზუსტად იმ დროს, ჩემი და სტასის გარდა, არავინ მოვიდა და საკმაოდ დიდხანს მოგვიწია ლოდინი.

ქეთი დინოშვილი

ჟურნალი "სარკე"

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება