"Smile" - ბაჩა მძინარაშვილის სადებიუტო ალბომის პრეზენტაცია

"Smile"  - ბაჩა მძინარაშვილის სადებიუტო ალბომის პრეზენტაცია

"სმაილ" ასე ქვია ნიუ-იორკში მცხოვრები ახალგაზრდა ქართველი ჯაზმენის, ბაჩა მძინარაშვილის პირველ სადებიუტო ალბომს. პრეზენტაცია "თაიმ-სქვეარზე" მდებარე პრესტიჟულ ჯაზ-კლუბში " ბერდლენდში" გაიმართა. თეა თუაშვილი ნიჭიერ მუსიკოსს ესაუბრა.

შოუს დაწყებადე ნახევარი საათით განმარტოვება- ყოველთვის ასე ხდება, ვიდრე ბაჩა მძინარაშვილი ინსტრუმენტთან მივა.

ნიუ-იორკში, თაიმ-სქვეარზე მდებარე ცნობილ ჯაზ-კლუბ "ბერდლენდში" პირველი ალბომის პრეზენტაცია, როგორც თავად მუსიკოსი ამბობს, მის მუსიკალურ კარიერაში საპასუხიმგებლო დღეა.

ბაჩა მძინარაშვილი: ასეთი სერიოზული კონცერტი პირველია. მანამდე დამიკრავს ბევრგან, იქ სადაც ცოცხალი მუსიკა უკრავს, ვცდილობ რომ იქ ვიყო და რაღაცნაირად იქაურ წრეში დავუკრა და ჩემი სახელი ფიგურირებდეს. ჩემი აზრით, ეს ნიუ-იორკში ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია და ჩემი ფავორიტი მუსიკოსის სახელს ატარებს. "ბერდს" ეძახდნენ ჩარლი პარკერს, რომელმაც შემოიღო ნიუ-იორკში ბიპოპის ერა და მისი სახელობის კლუბია "ბერდლენდ" და ალბათ ერთ-ერთი საპასუხისმგებლო დღეა ჩემთვის, რადგან მისი სახელობის კლუბში ვუკრავ.

პირველ ალბომს ბაჩამ "სმაილ" დაარქვა. ეს არის ბერკლის კოლეჯის, მისი პედაგოგის, დარენ ბარეტის და მის მიერ შექმნილი კომპოზიციების ერთობლიობა. ბოსტონის სუსხიანი ზამთრის გავლენით ბაჩამ "მორნინგ სან" დაწერა. ცივ ქალაქში, სადაც მზე მთელი ზამთარი სანატრელი ჰქონდა, ერთხელაც გამოჩნდა და ბაჩას მუსიკალური კომპოზიციის ინსპირაცია გახდა.

ბაჩა მძინარაშვილი: კონკრეტულად არ ვიცი რა მაძლევს ინსპირაციას, ალბათ გარემო, ადამიანები და ინტერესი, სიყვარული მუსიკის მიმართ. ინტერესი მაძლევს სტიმულს. რამდენადაც გავიგებ რაიმეს რომ ეს ასეა, რაღაც სიახლე ხდება, ახალი ფერები ჩნდება და გგონია არაფერი არ იცი. მაგრამ როგორ არ იცი, იცი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში არ მთავრდება ეს ინტერესი და ძიება, დაუსრულებელი პროცესია.

ნატალია ქუთათელაძე - ბაჩას ძველი მეგობარი და ასევე წარმატებული ქართველი მუსიკოსი, ნიუ-იორკის "ჯულიარდის" პრესტიჟული მუსიკალური სასწავლებლის სტუდენტია. ნატალია ალბომის პრეზენტაციას დაესწრო და ბაჩასთან და მის ბენდთან ერთად " ბერდლენდში" ირაკლი ჩარკვიანის "ორღანი-78" ახალი ინტერპრეტაციით შეასრულა.

იხილეთ სრულად amerikiskhma.com-ზე

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება