როგორი კაბები ეცვათ ჰოლივუდელ ლამაზმანებს წლის ყველაზე პრესტიჟულ წვეულებაზე "Met Gala 2016"-ზე

როგორი კაბები ეცვათ ჰოლივუდელ ლამაზმანებს წლის ყველაზე პრესტიჟულ წვეულებაზე "Met Gala 2016"-ზე

Met Gala მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმის კოსტიუმების ინსტიტუტის ექსტრავაგანტული წვეულებაა, რომელიც ყოველი მაისის თვის პირველ ორშაბათს იმართება. წვეულება მიზნად კოსტიუმების ინსტიტუტისთვის (იგივე მოდის დეპარტამენტი) ფულის შეგროვებას ისახავს, რადგან ეს ერთადერთი კურატორული დეპარტამანტია, რომელიც შემოწირულობებით ფინანსდება.

არაოფიციალურად კი ორშაბათი საღამო ნიუ-იორკში "წლის წვეულებად" და "აღმოსავლეთ სანაპიროს ოსკარად" იწოდება. წვეულებაზე მოსახვედრი ბილეთები 30 000 დოლარი ღირს, მაგიდა კი 275 000 დოლარი. ბილეთების გაყიდვიდან შემოსული ფული კი მთლიანად კოსტუმების ინსტიტუტს ერიცხება. გასულ წელს 12 მილიონ დოლარზე მეტი თანხა მოგროვდა. მაგრამ ბილეთის ფულიც რომ გქონდეთ, თუ თავად შოუს ხელმძღვანელმა, ანა ვინტურმა არ გამოგიგზავნათ მოწვევა, წვეულებაზე მოხვედრას ვერ მოახერხებთ, თუმცა შეძლებთ დაათვალიეროთ ვარსკვლავების ექსტრავაგანტული კაბები წითელი ხალიჩიდან  იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია www.nytimes.com-ს მიხედვით

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება