ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი შორდებიან?

ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი შორდებიან?

პრესაში ისევ წერენ ანჯელინა ჯოლის და ბრედ პიტის დაშორების შესახებ. ჭორები როგორც ჩანს, უსაფუძვლო არაა. ვარსკვლავურ ოჯახს ბზარი გაუჩნდა. გადაუმოწმებელი წყაროს ცნობით, წყვილი მზადაა განქორწინებაზე განაცხადი შეიტანოს. ბრედი დაიღალა ცოლის ეჭვიანობით და ისტერიკებით. ენჯი კი ქმრის გამუდმებული ფლირტით ახალგაზრდა მსახიობებთან. გამოცემა Life and style წერს, რომ ჯოლი სკანდალებს უწყობდა ბრედს მარიონ კოტიარისა და სელენა გომესის გამო, რომლებთანაც ის ფილმებში ”სიჩუმის ხუთი წამი” და The big short თამაშობდა.

წყვილი მითქმა-მოთქმაზე კომენტარს არ აკეთებს და ისე იქცევა, თითქოს ყველაფერი წესრიგშია. თუმცა ინსაიდერები იტყობინებიან, რომ ჯოლი და პიტი ერთმანეთისგან დაიღალნენ. წყვილი ინტერვიუებში აღნიშნავს, რომ ძველებურად უყვართ ერთმანეთი. ანჯელინა დღითიდღე ავადმყოფურად იკლებს წონაში და არც ბრედი ბრწყინავს განსაკუთრებულად. შესაძლოა, განქორწინება ამ ვითარებაში ერთადერთი გამოსავალი იყოს.

მომზადებულია wmj.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება