Rolling Stones დონალდ ტრამპს მოუწოდებს, შეწყვიტოს მისი ჰიტების გამოყენება საარჩევნო კამპანიის დროს

Rolling Stones დონალდ ტრამპს მოუწოდებს, შეწყვიტოს მისი ჰიტების გამოყენება საარჩევნო კამპანიის დროს

ბრიტანული როკჯგუფი Rolling Stones აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატს, დონალდ ტრამპს მოუწოდებს, შეწყვიტოს მისი მუსიკალური ჰიტების წინასაარჩევნო კამპანიის დროს გამოყენება. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.

„Rolling Stones-ს არასოდეს მიუცია ტრამპისთვის ნებართვა გამოეყენებინა როკჯგუფის სიმღერები. ამიტომაც მოვითხოვთ, სასწრაფოდ შეწყდეს მათი გამოყენება“, - წერია ჯგუფის განცხადებაში.

აღნიშნულთან დაკავშირებით ტრამპის წარმომადგენლებს ჯერ კომენტარი არ გაუკეთებიათ.

აღსანიშნავია, რომ მილიარდერმა რესპუბლიკელმა წინასაარჩევნო კამპანიისთვის Rolling Stones-ის რამდენიმე ჰიტი გამოიყენა. ადრე ტრამპს ბრიტანელმა მომღერალმა, ელტონ ჯონმაც აუკრძალა მისი მუსიკის გამოყენება.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება