სალომე ღვინიაშვილი პირადსა და ახალ ამპლუაზე: "მუდამ მაქვს დანაშაულის გრძნობა შვილების წინაშე"

 სალომე ღვინიაშვილი პირადსა და ახალ ამპლუაზე: "მუდამ მაქვს დანაშაულის გრძნობა შვილების წინაშე"

წლევანდელ რიგით მე-13 თბილისის მოდის კვირეულზე არაერთი ახალი დიზაინერი წარდგა. იყო ბევრი უცნობი სახელი, თუმცა ერთ-ერთი დიზაინერის ჩვენებას ყველა დიდი ინტერესით ელოდა. მისი სახელი სამოდელო ბიზნესში წლებია აქტუალობას არ კარგავს. ის ყოველთვის გამოირჩეოდა დახვეწილი სტილით და თვალშისაცემი გარეგნობით. ქართული OK! წარმოგიდგენთ სალომე ღვინიაშვილს - ახალბედა დიზაინერს, რომელმაც წელს ჩვენებაზე მისულ სტუმრებს თავისი კოლექცია პირველად წარუდგინა. სალომე თავის ახალ ამპლუაზე, გეგმებზე, ოჯახსა და საყვარელ საქმიანობაზე ქართული OK!-ის მკითხველს უამბობს.

- სალომე, სამი შვილის დედა ხართ. ყოველთვის გქონდათ დატვირთული გრაფიკი, თუმცა ახლა, ვფიქრობ, უფრო დატვირთული ხართ. რამდენად გამოგდით დროის სწორი გადანაწილება?

- ჩემი მეგობარი დიზაინერები მაფრთხილებდნენ, რომ ძალიან დატვირთული რეჟიმი მექნებოდა. მართლაც ასეა! უზომოდ ცოტა დრო მაქვს, საქმე კი – ბევრი. კოლექციაზე მუშაობა დეკემბერში დავიწყე და ამ მოკლე პერიოდში ბევრი რამ ავიღე საკუთარ თავზე. ჩემი ბრენდი გაიყიდება ბათუმში, რამდენიმე დიზაინერთან ერთად ცოტა ხანში გავხსნით მაღაზიას; ასევე მქონდა უამრავი შეკვეთა. ამ მოკლე დროში მართლაც ბევრი რამ მოვასწარი და მუდამ მაქვს დანაშაულის გრძნობა ჩემი შვილების წინაშე, რომ მათ ყურადღებას ვაკლებ. თუმცა დღეს ქალები აქტიურები ვართ. მაქსიმალურად ვცდილობ სამუშაოსგან თავისუფალი დრო სულ ბავშვებს დავახარჯო. რეჟიმის მიუხედავად, მაინც მთლიანად ჩართული ვარ თითოეულის საქმიანობაში. ზურა უმეტესად ბაქოშია, შესაბამისად მთელი პასუხისმგებლობა ჩემზეა...

წაიკითხეთ მეტი okmagazine.ge-ზე

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება