"კოცნამ შოკში ჩამაგდო"... ჯანეტ ქერდიყოშვილისა და გიორგი ბახუტაშვილის წყვილი კინოეკრანზე

"კოცნამ შოკში ჩამაგდო"... ჯანეტ ქერდიყოშვილისა და გიორგი ბახუტაშვილის წყვილი კინოეკრანზე

- მსახიობობა ძალიან საინტერესო, მაგრამ რთული აღმოჩნდა. ვხუმრობ ხოლმე, -უკვე ვიმღერე, ვიცეკვე, მოდელიც ვიყავი, საერთაშორისო კონკურსებზეც გავედი, კიდევ რა დამრჩა? -მსახიობობა; ახლა ამ ამპლუაშიც გამოვცადე თავი. პაროდიების გაკეთება, იმიტაცია ბავშვობიდანვე მეხერხება. ვფიქრობდი, სამსახიობო ფაკულტეტზე რატომ არ ჩავაბარე? ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი პროფესიაა. შეგიძლია, იყო სხვადასხვა სოციალური ფენის, ხასიათის, პროფესიის ადამიანი. არ არის გამორიცხული, მომავალში ამ მიმართულებით განვითარებაზე ვიფიქრო, რამდენიმეთვიანი კურსები მაინც გავიარო.

- გადასაღებ მოედანზე თავს როგორ გრძნობდი?

-ძალიან კომფორტულად. მივხვდი, რამდენად რთული იქნება მსახიობისთვის თეატრში თამაში: იქ მაყურებელი ზის და შეცდომის დაშვების უფლება არ გაქვს, ფილმის გადაღებისას კი შეგიძლია, რამდენჯერმე სცადო, შეცდომა მომდევნო დუბლში გამოასწორო. რეჟისორისგან შემოთავაზება როგორც კი მივიღე, საქმეს დიდი პასუხისმგებლობით მოვეკიდე. სცენარიდან მხოლოდ ჩემი ეპიზოდები როდი წავიკითხე -მთელ ტექსტს გავეცანი, რომ ფილმის შინაარსზე წარმოდგენა მქონოდა და ეს მუშაობის პროცესში დამხმარებოდა. მოქმედება ძალიან საინტერესო ხაზით ვითარდება.

- შენს გმირზე მიამბე...

-ფილმის მთავარი გმირი არის გიორგი გიორგაძე, რომლის როლსაც მსახიობი გიორგი ბახუტაშვილი თამაშობს. ის წარმატებული, პერსპექტიული ახალგაზრდაა. მე მისი მეუღლე ვარ -ახალგაზრდა, თბილი, დამჯერი, დამთმობი, მოსიყვარულე, მზრუნველი გოგო, რომელსაც მართლა უყვარს ქმარი და მხარში უდგას. მას ნინი ჰქვია. ნინი ფეხმძიმედ არის. ეს გმირი ხასიათით ჩემთან ძალიან ახლოს არის. რეჟისორ დათო იმედაშვილს დიდი ხანია, ვიცნობ. რეკლამებზეც არაერთხელ გვიმუშავია ერთად. დათო მიხვდა, რომ ეს როლი კარგად მომერგებოდა, ჩემს შინაგან სამყაროსთან, განწყობასთან ძალიან ახლოსაა. ხანდახან ვფიქრობ, ალბათ ნინისნაირი მეუღლე ვიქნები. მაგრამ არ მინდა, გიორგისნაირი ქმარი მყავდეს.

- რატომ?

-პრობლემა ის არის, რომ არ აინტერესებს, როგორ ვარ, რას ვაკეთებ, რას ვფიქრობ, განვიცდი... ფეხმძიმედ რომ ვარ, ეგეც კი არ აინტერესებს. თავისი წარმატება და საერთოდ, მდგომარეობა იმდენად თავში აქვს ავარდნილი, აღარაფერი აინტერესებს. მყავს დაქალი, რომლის როლსაც ირინა ონაშვილი თამაშობს. ის გამუდმებით მეუბნება, რომ ქმარს არ ვუყვარვარ, არ ვჭირდები, მახსენებს, ადრე როგორი კარგი იყო და დღეს როგორ იქცევა, აღარ მაფასებს. მე მაინც გიორგის ვამართლებ, დაქალს ვეუბნები, რომ გიორგი კარგი ადამიანია, რომ მას კარგად არ იცნობს და ა.შ. ყველანაირად ვცდილობ, დავიცვა, მაგრამ შინაგანად პროტესტი მაქვს: მე ხომ ყველაზე კარგად ვიცი, მას ხასიათი უარესობისკენ როგორ შეეცვალა!..

- ნინი უკმაყოფილებას მეუღლესთან არ გამოხატავს?

-რატომღაც, არ გამოხატავს. შეიძლება ხვდება, რომ აზრი არ აქვს. თან, შინაგანად აქვს განცდა, რომ ეს დროებითი მდგომარეობაა, მისი მეუღლე მომავალში აუცილებლად გამოკეთდება, ისევ თბილი და მზრუნველი გახდება.... განაგრძეთ კითხვა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება