ჟიზელ ბუნდჰენის გასაოცარი რეზიდენცია

ჟიზელ ბუნდჰენის გასაოცარი რეზიდენცია

34 წლის ბრაზილიელ სუპერმოდელს, ჟიზელ ბუნდჰენს ნამდვილად დიდებული გემოვნება აქვს. დღეს გიჩვენებთ მის ლოს-ანჯელესში მდებარე გრანდიოზულ ვილას, რომელიც 50 მილიონ დოლარადაა შეფასებული. ეს ნამდვილი რეზიდენციაა, რომელიც ქალაქის ეკოლოგიურად სუფთა უბანში, ბრენტვუდში მდებარეობს. სახლის არქიტექტორი ჯოან ბენკე გახლავთ, რომელმაც სახელი ვარსკვლავური სახლების მონახაზების შექმნით გაითქვა.

ამერიკული ფეხბურთის ვარსკვლავის ტომ ბრედისა და მსოფლიო მოდის ყველაზე პოპულარული და მაღალშემოსავლიანი მოდელის გრანდიოზული საცხოვრებელი 14 ათას კვადრატულ მეტრზეა გადაჭიმული. სახლის მშენებლობას წყვილმა 4 წელი მოანდომა. სახლის ინტერიერი კერამიკული აგურით, მარმარილოთი და უძვირფასესი ხით არის მოპირკეთებული. რეზიდენციას ულამაზესი ხედები აქვს წყნარ ოკეანეზე... დანარჩენი კი თავად ნახეთ ფოტოგალერეაში

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება