ანჯელინა ჯოლი 12-შვილიანი კამბოჯელი ოჯახის მეურვე გახდა

ანჯელინა ჯოლი 12-შვილიანი კამბოჯელი ოჯახის მეურვე გახდა

ანჯელინა ჯოლის კეთილი გული მის შვილებსაც დაყვათ, რომლებიც თავის ცნობილ დედას დაეხმარნენ, კამბოჯელი მრავალშვილიანი ოჯახის მეურვე გამხდარიყო. მსახიობი მოიხიბლა იმით, თუ როგორ დამეგობრდნენ მისი შვილები 16 წლის ლეიდა შოუნთან და მის და-ძმებთან, მას შემდეგ რაც კამბოჯაში შეხვდნენ ერთმანეთს. მსახიობი იქ თავის ახალ ფილმს - "ჯერ მათ ჩემი მამა მოკლეს" იღებდა.

ქალაქ სიემ რიპში ანჯელინას შვილებს ახალგაზრდა კამბოჯელებმა დოლარი სთხოვეს. ბრედ პიტმა მათ ნაყინი უყიდა, ანჯელინას შვილები, ცხრა წლის შაილო და 11 წლის ზაჰარა თავიდანვე დაუმეგობრდნენ კამბოჯელ თანატოლებს. ოჯახი 12 და-ძმისგან შედგება, რომელთაგან ყველაზე უფროსი 19 წლისაა, უმცროსი კი 16 თვის. ისინი მშობლებთან ერთად ქალაქის ღარიბ უბანში, ქოხში ცხოვრობენ.

როგორც მოსახლეობის უმრავლესობა, ოჯახი შემოწირულობის და სახელმწიფოს შემწეობის ხარჯზე ცხოვრობდა, სანამ მათ ანჯელინას შვილები დაეხმარებოდნენ. მათ ბავშვები საჭმელად წაიყვანეს, ტანსაცმელი და ახალი ველოსიპედები უყიდეს. ჯოლიმ და პიტმა კამბოჯელი ბავშვები სკოლაში გაგზავნეს, სადაც სიარულს უსახსრობის გამო ვერ ახერხებდნენ. ბავშვები უკვე ქუჩას ჩამოშორდნენ და განათლებას იღებენ.

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით

Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4 BoxOfficeMojo

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება