ცნობილი ქართველები და მათი დედამთილები - "მშობელმა დედამ შეიძლება ვერ გაგიგოს ისე, როგორც ის მიგებს"

ცნობილი ქართველები და მათი დედამთილები - "მშობელმა დედამ შეიძლება ვერ გაგიგოს ისე, როგორც ის მიგებს"

რძალ-დედამთილის ურთიერთობაზე უამრავი რამ გვსმენია. აღსანიშნავია, რომ ამ ურთიერთობას ყველაზე რთულ ურთიერთობად მიიჩნევენ. მით უმეტეს, საქართველოში. "ambebi.ge" ცნობილი ქართველი რძალ-დედამთილებით დაინტერესდა.

ვერიკო ტურაშვილი

მომღერალ ვერიკო ტურაშვილის ქმარი გოშა ბერუჩაშვილი რამდენიმე წლის წინ, უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა. ვერიკოს და გოშას საერთო ქალიშვილი, 12 წლის ლიზა ბერუჩაშვილი ჰყავთ. ვერიკო დედამთილთან და შვილებთან ერთად ცხოვრობს. უმცროს ქალიშვილს, რომელიც 1 წლის არის, ვერიკომ დედამთილის სახელი ნატა დაარქვა.

"არ ვიცი, რა უნდა მოხდეს ჩემს ცხოვრებაში, რომ ეს ურთიერთობა დაირღვეს. ნატა ყოველთვის იქნება ჩემთან და ანალოგიურად, მეც ყოველთვის მის გვერდით ვიქნები. 14 წელია, ჩემს დედამთილთან ერთად ვცხოვორობ და ერთად ვიცხოვრებთ სულ. აქ სტატუსს არ აქვს მნიშვნელობა, რძალ-დედამთილიც აღარ ვართ. ნატა ჩემი ოჯახის წევრია, ჩემი მეგობარი და უახლოესი ადამიანია. რაც ჩვენს ოჯახში ხდება - კარგი, საშუალო თუ ცუდი, ყოველთვის ერთმანეთის გვერდით ვართ. ისიც ქალია, მეც ქალი ვარ და ძალიან სწორად, ზუსტად ესმის ყველაფერი, რაც კი ჩემს ცხოვრებაში ხდება. ყველაფერს სწორად აანალიზებს, მშობელმა დედამ შეიძლება ვერ გაგიგოს ისე, როგორც ნატა მიგებს", - ამბობს ვერიკო ტურაშვილი.

თამუნა მუსერიძე

ტელეწამყვან თამუნა მუსერიძეს დედამთილთან მეგობრული ურთიერთობა აქვს. თამუნა და სანდრო მიკუჩაძე, თამუნას შვილთან ერთად მშობლებისგან დამოუკიდებლად ცხოვრობენ.

"თამამად შეიძლება ითქვას, რომ ორი დედამთილი მყავს. ერთი სანდროს ბებია ქალბატონი ლენა და სანდროს დედა ნათია. დედამთილი ბებია უფრო არის, რადგან სანდროს დედასთან ვდაქალობ. ის პროფესიით პიანისტია, თავის სფეროში ძალიან წარმატებული და პოპულარულია".

სოფო ბედია

სოფო ბედიას დედამთილთან მაყვალა სანაიასთან მეგობრული ურთიერთობა აქვს. ამბობს, რომ დაქალობენ, უფრო მეტიც, ღმერთს სთხოვს ყველას ჰყავდეს ასეთი დედა და დედამთილი. სოფო დედამთილმა გაცნობისთანავე თბილად მიიღო, მომღერალი მას დედას ეძახის და მასთან გადაღებული ფოტოები სოციალურ ქსელშიც აქვს გამოქვეყნებული. სოფომ დედამთილთან დუეტიც ჩაწერა, რომელიც ქორწილში შეასრულეს.

ლელა წურწუმია

მომღერალ ლელა წურწუმიას დედამთილთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვს. ლელა წურწუმიას და მამულიჩას ქალიშვილი მარიკო, ბებიასთან ცხოვრობს. ამის მიზეზი ლელას და მამულიჩას გადატვირთული სამუშაო რეჟიმია. მათ ხშირად უწევთ ლელას კონცერტების გამო ქვეყნიდან გამგზავრება. ამიტომ მარიკოს ბავშვობიდან ბებია ზრდის. როგორც ლელა წურწუმია აღნიშნავს, მისი დედამთილი ძალიან კარგად მღერის.

ანა მარგველაშვილი

პრეზიდენტის ქალიშვილის ანა მარგველაშვილის დედამთილი ია ყარაულაშვილია. მას ორი ვაჟი ჰყავს, გიგი და ლევან ჩიჩუები. იას სოციალური ქსელიდან ჩანს, რომ რძალ-დედამთილს კარგი ურთიერთობა აქვს.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

"დარწმუნებული ვარ, ბევრს არ მოგეწონებათ, თუმცა მე ძალიან მომწონს!" - მსახიობი ანი ბებია ულამაზეს ფოტოებს აქვეყნებს

“ბნელი 90-იანების დროს მე გავხდი ძალადობის მსხვერპლი" - ლელა წურწუმია

"პატიება უნდა ვიცოდეთ, ხალხო... მეგობრები არიან, უყვართ საქართველო და ქართველები" - რას ამბობს იმ ქალის დედა, რომელმაც პოზნერს საქართველოში უმასპინძლა