"გული ამიჩუყდა და ვიტირე კიდეც..." - ოთო ფოლადაშვილისა და ანა ახვლედიანის Love Story

"გული ამიჩუყდა და ვიტირე კიდეც..." - ოთო ფოლადაშვილისა და ანა ახვლედიანის Love Story

"ოთო ძალიან ემოციური და რომანტიკულია. ხშირად მიკეთებს სიურპრიზებს. ყველაზე კარგად 8 მარტი მახსენდება. ორ დღეში ლონდონში მივფრინავდი. შინ ვიყავი. დამირეკა და მთხოვა, ჩამოდი, მანქანით გავისეირნოთო. ჩავედი და რესტორანში წამიყვანა. რომანტიკული ვახშამი გვქონდა. გული ამიჩუყდა და ვიტირე კიდეც. თან ცოტა ნაჩხუბრები ვიყავით იმ დღეს. მოგვიანებით, მანქანაში ვისხედით და რადიო იყო ჩართული. წამყვანი გოგოსა და ბიჭის ურთიერთობაზე ლაპარაკობდა. ოთოს ვუთხარი, ჩვენს ამბავს ჰგავს-მეთქი. ბოლოს ჩვენი სახელები გავიგე: "ანა, ოთოს სულ ეყვარები, სადაც არ უნდა იყო..." მივხვდი, რომ ჩვენზე იყო საუბარი", - ყვება მოდელი ანა ახვლედიანი ჟურნალ OK!-ს მაისის ნომერში  წაიკითხეთ მეტი

"არ ვიცი, ოთოს გარეშე რა და როგორ იქნებოდა... ჩვენ შორის დიდი ნდობაა" - ჯულიანა ბარ-გნარი ოთო ფოლადაშვილთან ურთიერთობასა და წარმატებაზე

მონიკა ბელუჩის 16 წლის ქალიშვილის ახალი ფოტოები და მონიკას წერილი შვილს - "იყო და არა იყო რა, ერთ დროს პატარა გოგონა იყო.."

თორნიკე ოქრიაშვილის მეუღლე, შვილები და ცხოვრება მოედანს მიღმა - "ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდა.. სულ ამბობდა, შევძლებ, ყველაფერს გავუმკლავდეო"