"ევროვიზიის" გამარჯვებული უკრაინა გახდა - ნახეთ რომელ ადგილზე გავიდა საქართველო

"ევროვიზიის" გამარჯვებული უკრაინა გახდა - ნახეთ რომელ ადგილზე გავიდა საქართველო

"ევროვიზიის" კონკურსის გამარჯვებული უკრაინელი მომღერალი ჯამალა გახდა. შესაბამისად, უკრაინამ 2017 წლის "ევროვიზიის" მასპინძელი ქვეყნის სტატუსი მოიპოვა.

მეორე ადგილი დაიკავა ავსტრალიამ, ხოლო მესამე ადგილზე რუსეთი გავიდა. რაც შეეხება საქართველოს, ნიკა კოჩაროვი და ჯგუფი Young Georgian Lolitaz, სიმღერით Midnight Gold მე-20 ადგილზე გავიდნენ.

ევროვიზიის სიმღერის რიგით 61-ე კონკურსს სტოკჰოლმი, შვედეთი მასპინძლობდა. შოუს პირდაპირი ეთერით ტრანსლაცია საზოგადოებრივმა მაუწყებელმა განახორციელა.

აღსანიშნავია, რომ საქართველომ 12 ქულა მიანიჭა სწორედ უკრაინელ კონკურსანტს, 10 - ბელგიის წარმომადგენელს, 8 - ავსტრალიელ მომღერალს. ამასთან, ქართულმა ჟიურიმ და ნაყურებელმა, შეიძლება იტქვას წინა წლების ტრადიცია დაარღვია და არც ერთი ქულა არ მიუნიჭებია მეზობელი ქვეყნებისთვის - რუსეთისა და სომხეთისთვის.

ასევე წაიკითხეთ: რატომ შეაქო "ჰარი პოტერის" ავტორმა საქართველო "ევროვიზიის" ქულების გამო

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება