იოსეფ კობზონს "ევროვიზიაზე" სიმღერა სურს

იოსეფ კობზონს "ევროვიზიაზე" სიმღერა სურს

საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტმა იოსიფ კობზონმა განაცხადა, რომ მზადაა 2017 წელს კიევში "ევროვიზიის" ფესტივალზე იმღეროს და თან სიმღერა უკრაინულ ენაზე შეასრულოს. თუმცა, როგორც შენიშნა მომღერალმა, ამისთვის კიევმა ის პერსონა ნონ გრატას სანქცირებული სიიდან უნდა ამოიღოს.

"მე უკრაინული სანქციების ქვეშ ვარ. თუმცა არ შევუშინდებოდი და წავიდოდი მაინც, თუ რასაკვირველია ჩემ წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს მოხსნიდნენ", - ამბობს კობზონი. რუსი არტისტის აზრით, მისი უკრაინაში ჩასვლა პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს და მის წრეს შეაშინებდა, ის კი კიევში, როგორც თავის ქვეყანაში, ისე ჩავიდოდა.

წინადადებით, რომ შემდეგ წელს "ევროვიზიაზე" რუსეთის წარმომადგენლად კობზონი წასულიყო, დუმის დეპუტატი ვალერი პაშკინი გამოვიდა. მან განაცხადა, რომ არტისტი შეძლებდა "რუსული ნაციონალური სულის გადაცემას" ან შოუს ბოიკოტირებას, თუ კიევში შესვლაზე უარს ეტყვიან.

შეგახსენებთ, 2016 წლის "ევროვიზიის" გამარჯვებული უკრაინელი მომღერალი ჯამალა გახდა, შესაბამისად, მომავალ წელს უკრაინა ევროფესტივალის მასპინძელი ქვეყანა იქნება.

მომზადებულია vesti.ru-ს მიხედვით

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება