ჯენიფერ ლოპესი ქართველი დიზაინერის კაბაში თვალისმომჭრელად გამოიყურება

ჯენიფერ ლოპესი ქართველი დიზაინერის კაბაში თვალისმომჭრელად გამოიყურება

პოპ დივა ჯენიფერ ლოპესი ნიუ-იორკში, "ენ-ბი-სი იუნივერსალის" პრეზენტაციაზე, როგორც ყოველთვის, გლამურულად და თვალისმომჭრელად გამოიყურებოდა. 46 წლის მომღერალი ასაკთან ერთად კიდევ უფრო ლამაზდება. საღამოზე მის ტანადობას თეთრი კაბა უსვამდა ხაზს, რომელიც ლონდონში მოღვაწე ქართველი დიზაინერის, დევიდ კომას ნახელავია.

ახალგაზრდა და ნიჭიერი დევიდ კომა, იგივე დავით კომახიძე, თბილისში დაიბადა. უნივერსიტეტი სანკტ-პეტერბურგში დაამთავრა, ლონდონში გადასვლით კი სერიოზული ნაბიჯი გადადგა კარიერაში. იქ ჩასვლისთანავე მოეწყო Central Saint Martins College of Art&Design-ში. მისი სადიპლომო ნამუშევარი კურსზე საუკეთესოდ აღიარეს. შემდეგმა კოლექციამაც აღიარება და ორი პრესტიჟული ჯილდო - Harrods Design Award და Vauxhall Fashion Scout Merit Award მოუტანა მას. ფეშენ ინდუსტრიის დებიუტანტზე V Magazine და Dazed&Confused წერდნენ. მალევე კომახიძემ (დიზაინერის ნამდვილი გვარი) კონტრაქტი გააფორმა ლონდონურ მაღაზია Brown’s Focus-თან. 2009 წელს ის ახალგაზრდა დიზაინერების მხარდაჭერის პროგრამის გამარჯვებული ხდება და საკუთარ მარკას ქმნის. ახლა დევიდი 29 წლისაა და ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი ახალგაზრდა დიზაინერია ლონდონში, 2014 წლიდან კი Thierry Mugler-ს კრეატიული დირექტორიც გახლავთ. აცმევს გვინეტ პელტროუს, ჯენიფერ ლოპესს, ბიონსესა და შოუბიზნესის სხვა ვარსკვლავებს.

იხილეთ ვიდეო

“I’m wearing David Koma” – Jennifer Lopez in a dress by Georgian designer

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება