"ბოდიში, მე გახლავართ რეჟისორი ლევან წულაძე" - ყვითელბოტასიანი ფეხი და გურიაში მიღებული დეპეშა

"ბოდიში, მე გახლავართ რეჟისორი ლევან წულაძე" - ყვითელბოტასიანი ფეხი და გურიაში მიღებული დეპეშა

რატომ არ უყვარს ლევან წულაძეს მობილური ტელეფონი? არის თუ არა იგი ხელმარჯვე? ვინ ამზადებდა მარჯანიშვილის თეატრის კულისებში ხარჩოს? როგორ იქცევიან მსახიობები გასტროლებზე ყოფნისას? - ლევან წულაძე თავს გადახდენილ მხიარულ ამბებს იხსენებს.

ტელეფონი

- ტელეფონი მაღიზიანებს იმიტომ, რომ მსახიობები მობილურს ვერ სწყდებიან. მე ველაპარაკები არა ადამიანს, არამედ ქსელს, სამყაროს. "გამორთე მობილური!" - ვეუბნები მსახიობს, ის კი მიყურებს და ამ დროს, "ესემესს" წერს. თუ ასე მეორდება რამდენჯერმე, მერე უკვე ვბრაზდები. ისიც, ჯიბეში იდებს ტელეფონს (ვიბრაციაზე აქვს დაყენებული), მაგრამ ისევ მოლოდინშია. ჰოდა, ვითომ მისმენს, სინამდვილეში, გონებით სხვაგან არის. საერთოდ, ძალიან იშვიათად ვრეკავ. განა, წინააღმდეგი ვარ? უბრალოდ, არ მიყვარს.

"ნეტარმოსაგონებელი" კომუნისტების დროს საავტორო უფლებების სპეციალური ორგანო არსებობდა, სადაც რეჟისორებს ჰონორარს ურიცხავდნენ. ერთხელ დამეზარა მისვლა და აი, ეს იყო ჩემი შეცდომა. დავრეკე: ბოდიში, მე გახლავართ რეჟისორი ლევან წულაძე. - უი, თქვენა ხართ? რა კარგია! - გავიფიქრე, თუ უხარიათ, ფულს რატომ არ მირიცხავენ-მეთქი? მერე კი ვუთხარი: დავდგი სპექტაკლი ამა და ამ თეატრში. - კი, ჩვენ ვნახეთ თქვენი დადგმა, ძალიან მოგვეწონა. - დიდი მადლობა, თუკი კმაყოფილი დარჩით. ბოდიშს გიხდით, არ შეგაწუხებდით, მაგრამ გამიჭირდა და რაღაც თანხაა, მგონი, 300 მანეთი. იქნებ მომცეთ. - ვაიმე, 300 მანეთი უნდა მოგცეთ? - უნდა მომცეთ, აბა, როგორ?! - დაიცადეთ ერთი წუთი. ლიკა (ვიღაცას გასძახა), რეჟისორი ლევან წულაძე რეკავს, 300 მანეთი მინდაო. ახლა იმის ხმა ისმის: რა ვქნათ, რომ არა გვაქვს? აბა, ზაირას ვკითხავ. ატყდა ერთი ამბავი. - რა ხდება, რა ორგანიზაცია ხართ-მეთქი? - არა, ბატონო, ჩვენ ჩვეულებრივი ოჯახი ვართო... თუ რამე შემეშალა, ბოდიში და დიდი მადლობა იმ ხალხს, მართლა რომ მოიწადინეს ჩემი დახმარება და ასე შეეცადნენ.

სურნელი კულისებიდან

- 90-იანი წლებია, მარჯანიშვილის თეატრში სპექტაკლს ვდგამ. მაშინ ყველას გვციოდა და გვშიოდა. ბნელი პერიოდია, ხალხი ქუჩაში ამზადებს საჭმელს. დადგმაში ბევრი მსახიობი მონაწილეობს. რეპეტიციებზე ვხედავ, მსახიობები კულისის მარჯვენა მხარეს იკრიბებიან და ამ მხრიდან, არაჩვეულებრივი ხარჩოს სუნი მოდის. ვგრძნობ, ჯერ ხორცი როგორ მოიშუშა, მერე ნიორი, ხმელი სუნელი, ძირა ჩაუმატეს. სცენაზე წინ მდგომი მსახიობები მხრებში იშლებიან, ამ დროს სიღრმეში ვინც დგას, იფარება. თურმე, ეს ნაწილი შერბის კულისში, შეჭამს ხარჩოს და გამოდის, მერე მეორე ნაწილი შედის. გადავწყვიტე, გამერკვია, რა ხდებოდა. მეც შევედი კულისებში. ერთი არაჩვეულებრივი რეკვიზიტორი, საშა გვყავს, რომელიც ჯერ კიდევ მარჯანიშვილის დროიდან მუშაობს ამ თეატრში. ის ყოველდღე, კულისებში კერძს ამზადებს. თან, ირგვლივ სულ რარიტეტებია. ძია საშა ამბობს, რომ ეს ქვაბი კვანტალიანმა მოიტანა, ჭიქა - შავგულიძემ, კიდევ რაღაც ნივთი - მარჯანიშვილმა და ა.შ. ვხედავ, რიგი დგას. - ე, ბიჭო, მეც მაჭამეთ-მეთქი. რაც მთავარია, ეს სადილები სპექტაკლის მსვლელობის დროსაც კეთდებოდა. ასეთ ხარჩოზე უარს არც მაყურებელი ამბობდა და ზოგჯერ ისინიც შედიოდნენ კულისებში, დასაგემოვნებლად. ისე გამოვიდა, რომ სპექტაკლს მარტო ვიზუალური კი არა, ყნოსვითი ეფექტიც შევძინეთ. ... განაგრძეთ კითხვა

"რა გგონიათ, ჰეითერებო, დედის ყურს ვერ გაგინებთ?" - თორნიკე ყიფიანის ახალი სკანდალური მიმართვა კრიტიკოსებს

ზღაპრული თილიების სამყარო "თამთას სივრცეში" - "ჩემი შვილები დამოუკიდებელი ადამიანები არიან უკვე და თითქოს ფიქრის დრო დადგა ჩემს ცხოვრებაში..."

თორნიკე ყიფიანის სკანდალური პოსტი - მოხსნიან ქართველ მომღერალს "ევროვიზიის" კონკურსიდან?