როცა ლევანი ჩამოასვენეს, მეორე დილით მისი სახლის ფანჯრების წინ წარწერა გაჩნდა...

როცა ლევანი ჩამოასვენეს, მეორე დილით მისი სახლის ფანჯრების წინ წარწერა გაჩნდა...

...როცა ლევანი ჩამოასვენეს, მეორე დილით მისი სახლის ფანჯრების წინ წარწერა გაჩნდა თეთრი საღებავით, დიდი ასოებით ეწერა "ლევან მიყვარხარ", მეორე დილით ახალი წარწერა დაემატა: "მე უფრო ძაან მიყვარხარ", ყოველ დილით ახალ-ახალი წარწერა ჩნდებოდა "მე ყველაზე ძაან მიყვარხარ", და ბოლო წარწერა იყო: "არავინ არ იცის, მე რა ძალიან მიყვარხარ..!"

ლევან აბაშიძე 1963 წლის 22 მაისს დაიბადა, თბილისში, მეცნიერმუშაკთა ოჯახში. ისეთ გარემოში იზრდებოდა, სადაც ზოგად-ადამიანურ კულტურულ ფასეულობებს არასოდეს დაჰკარგვიათ თავიანთი მნიშვნელობა და მათი გულისათვის თავგანწირვაც კი ჩვეულებრივ ზნეობრივ ნორმად ითვლებოდა.

1980 წელს, თბილისის პირველი საშუალო სკოლის დამთავრებისთანათვე, სწავლა განაგრძო შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტზე, გამოჩენილი ქართველი რეჟისორის მიხეილ თუმანიშვილის ჯგუფში. ჯერ კიდევ მეორე კურსის სტუდენტი იყო, როდესაც მიანდეს თბილისის კინომსახიობთა თეატრის სპექტაკლებში მონაწილეობა. მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია ლევანის მიერ განსახირებული მთავარი გმირის როლი ტ. უაილდერის პიესაში "ჩვენი პატარა ქალაქი".

კინოდებიუტი შედგა ლ. ღოღობერიძის ფილმში "რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე", სადაც 14 წლის ლევანმა მთავარი გმირის ვაჟიშვილის როლი ითამაშა. პირველი მთავარი როლი ეკრანზე ჰქონდა 1984 წელს გიორგი შენგელაიას ფილმში "ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა", რომელმაც ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე ერთ-ერთი მთავარი პრიზი "ვერცხლის დათვი" დაიმსახურა განაგრძეთ კითხვა

10 ოქტომბერს Black Sea Arena-ს სეზონს ბენდი One Republic დახურავს!!!

ლევან გელბახიანი ბერლინალეზე ევროპის ამომავალ ვარსკვლავად დასახელდა - "ამ ფილმით საკუთარი თავი უკეთ შევიცანი"

კინოთეატრ "ამირანში" ჯეკ ლონდონის "წინაპართა ძახილის" ეკრანიზაციის პრემიერა გაიმართება