ანჯელინა ჯოლი ლონდონის ეკონომიკის სკოლის პროფესორი გახდა

ანჯელინა ჯოლი ლონდონის ეკონომიკის სკოლის პროფესორი გახდა

ჰოლივუდის მსახიობი ანჯელინა ჯოლი ლონდონის ეკონომიკის სკოლის არასრული პროფესორი გახდა. ის ახალ სამაგისტრო პროგრამაში ჩაერთვება ქალების, მშვიდობის და უსაფრთხოების შესახებ.

კურსი მომავალ წელს დაიწყება და მისი ორგანიზატორი მშვიდობისა და უსაფრთხოების ცენტრია.

”უმნიშვნელოვანესია, რომ წამოვწიოთ დისკუსია ქალთა უფლებების შესახებ და დანაშაულების წინააღმდეგ, რომლებიც უმეტესად ქალებზე ხორციელდება, ისეთები, როგორიცაა ძალადობა კონფლიქტის დროს, სექსუალური ძალადობა და ა.შ.”, - განაცხადა ანჯელინა ჯოლიმ.

”ვაპირებ თავადაც ვასწავლო და ვისწავლო სტუდენტებისგან, გავუზიარო ჩემი პირადი გამოცდილება მთავრობებთან და გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან მუშაობაში”, - დასძენს ჯოლი თავის განცხადებაში.

ოსკაროსან მსახიობს უერთდება ბრიტანეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი უილიამ ჰეიგიც. 

მომზადებულია uk.reuters.com-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება