ეკო ფანგანი საკუთარ დაბადების დღეზე ფეხშიშველი ცეკვავდა - ტელეწამყვანი იუბილეს სამი დღე აღნიშნავდა

ეკო ფანგანი საკუთარ დაბადების დღეზე ფეხშიშველი ცეკვავდა - ტელეწამყვანი იუბილეს სამი დღე აღნიშნავდა

ტელეწამყვანი და მოდელი ეკო ფანგანი რამდენიმე დღის წინ იუბილარი იყო. დაბადების დღე ჯადოსნური იყოო, წერს ეკო. სოციალურ ქსელში ატვირთულ ფოტოებზე ჩანს, რომ სტუმრებთან ერთად ეკოც კარგად გაერთო. ერთ-ერთი ფოტო კი იმ მომენტს ასახავს, როდესაც ბარის დახლზე ფეხშიშველი დგას. ეკო ფეხშიშველია ერთ-ერთი ცეკვის დროსაც.

''მეგობრებო, ჩემი 3 დღიანი ჯადოსნური დაბადების დღე დასრულდა. მადლობა ყველას, ვინც ჩემ სიხარულში სულ პატარა წვლილიც შეიტანა. დიდი მადლობა მათ, ვინც არ დაიზარა და მომილოცა.

შევეცადე, რომ ყველასთვის მეპასუხა. მიხარია, ამდენი სითბო, რომელსაც თითოეული თქვენგანისგან ვიღებ და ბედნიერი ვარ იმ ძვირფასი ხალხით, ვინც მთელი სიცოცხლის მანძილზე გვერდით მყავს და ყოველთვის მეყოლება! ყველაზე დიდი მადლობა კი ადამიანს, ვინც სულ იმას ცდილობს, რომ ჩემი ცხოვრების ყოველი დღე იყოს ზღაპრული და დაუვიწყარი. მიყვარხართ'', - წერს ეკო ფანგანი.

იხილეთ ფოტოგალერეა

"ბევრ რამეზე მტკივა გული, ტელეფონში არ მინდა საუბარიო... სამწუხაროდ, ვეღარ შევხვდი..." - რას იხსენებენ მეგობრები ზაზა ურუშაძეზე

პრემია "იკა" და “არტარეა” წარმოგიდგენთ IKA AWARD 2018-ის გამარჯვებულების გამოფენას!

რატომ დაბლოკეს "ცხე­ლი ძაღ­ლის" მე-4 სე­ზო­ნი და როგორ გადაარჩინა ზაზა ურუშაძემ სერიები განადგურებას - რეჟისორის ინტერვიუ არქივიდან