ორლანდო ბლუმი და კეტი პერი რომან აბრამოვიჩის იახტაზე შერიგდნენ

ორლანდო ბლუმი და კეტი პერი რომან აბრამოვიჩის იახტაზე შერიგდნენ

ყველაზე გრძელი და მდიდრული (162 მეტრი) იახტა მსოფლიოში რომან აბრამოვიჩს და მის მეუღლე დარია ჟუკოვას ეკუთვნით. იახტაზე უკვე რამდენიმე დღეა სტუმრებს მასპინძლობენ. მოგეხსენებათ ვარსკვლავების ერთ-ერთი საყვარელი გასართობი წვეულებებში მონაწილეობაა, რომლებიც იახტის ბორტზე იმართება. დაშამ იახტაზე მეგობრები - კეტი პერი, ორლანდო ბლუმი და კეიტ ჰადსონი დაპატიჟა. მათ ნავმა მიაკითხა და დაცვასთან ერთად იახტაზე გადაიყვანა.

ბოლო ხანებში გავრცელდა ჭორი, რომ ბლუმი და პერი ერთმანეთს დაშორდნენ, რადგან ბლუმმა მომღერალს სელენა გომესთან უღალატა. თუმცა როგორც გაირკვა, წყვილმა გაიარა ეს გამოცდა და სასიყვარულო ურთიერთობა აღადგინა. ამას ხელი რომანტიკულმა ატმოსფერომ შეუწყო, რომელიც იახტაზე სუფევდა.

მომზადებულია 7days.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება